საზოგადოება "არ მგონია, რომ ქალბატონი დოროყაშვილი ყველაფერს ტყუოდეს" - შალვა ნათელაშვილი 2022, 22 ოქტომბერი, 16:21 სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, სოციალური ქსელით გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი:
"ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა მთლად სასიამოვნო პროცედურა არ არის, მაგრამ არ მგონია რომ ქალბატონი დოროყაშვილი ყველაფერს ტყუოდეს. იმედია ვცდები.კარგი ამ გახმაურებულ დავას სართოდ რომ დავანებოთ თავი უკვე მგონი მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებლით. ამას სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ მახინჯი ისტორიული ტრადიციებიც აქვს როდესაც ქმარი ითვლებოდა ბატონად და პატრონად, ხოლო ცოლის დაჩაგვრა თუ ვაჟკაცობად არა გამართლებულად მაინც იყო აღქმული.სახელმწიფო შენდება მხოლოდ იქ, ცივილიზაცია ჰყვავის მხოლოდ იქ სადაც ქალ-კაცთა ურთიერთობიდან გამორიცხულია ძალადობა. შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი საქალაქო სასამართლოს გამამართლებენ განაჩენს მალევე სოციალურ ქსელით გამოეხმაურა.
"სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ ქეისს გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა. მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10 წუთიან რეპლიკას სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2 წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 10 წუთიან ბრალდებულის რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო.
ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?! მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის დიახ ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული, სტერეოტიპებით, ნაცნობიბით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?! მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც სტერეოტიპების მიუხედავად, სტატუსის მიუხედავად თვალყურს ადევნებდა პროცესებს გულმხურვალედ მიჭერს მხარს და მგულშმატკივრობს და ვისთვისაც საქმეში არსებული საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით ყველაფერი ცხადიაა, მიყვარხართ მე თქვენ!!! მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას” – წერს დოროყაშვილი. 232 2-ს მოსწონს |
მოდით ასეთ მაგალითს მოგიყვანთ,გაქვთ ფერმა,ბევრი ძროხა და 2 ხარი,რომელიც გასამრავლებლად გყავთ. თუ აღმოაჩენთ,რომ ხარი ხართან იმასაშვება და ძროხა არ აძლევს ხარ,რას იზავთ? დიდი ალბათობით,გაყიდით ან სახაშლამედ გაამზადებთ :) შესაძლოა,რომ ძროხა ცხოველია,მაგრამ ადამიანიც ცხოველია,თან უფრო მეტად ვიდრე ძროხა. აქ შეიძლება ცხოველთა უფლება დამცველები გამოხტნენ,ძროხის დაკვლა როგორ შეიძლებაო ან რაიმე სხვა თქვან,მარა მაგალითი მაგალითია.