x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ჩამოხრჩობა ყოველგვარი გამოძიების და სასამართლოს გარეშე
image

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ საუკუნეებში ბლომად იყო რამდენიმე შტატში ეგრეთ წოდებული "თავებზე მონადირე" რეინჯერები, რომლებსაც ოფიციალური ნებართვა ჰქონდათ სადაც წაასწრებდნენ ადგილზევე დაესაჯათ ჩამოხრჩობით ნებისმიერი ძებნილი, საუბარი მხოლოდ მკვლელებზე, მძარცველებზე და მოძალადეებზე არაა, ჩამოხრჩობით სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი ვინც ბრალდეულად იყო ცნობილი საქონლის ქურდობისათვის, აუცილებელი არ იყო სასამართლოს განეხილა ეჭვმიტანილის ბრალეულობა, თუ სამი პირი იტყოდა რომ ამა და ამ პირმა ჩაიდინა საქონლის ქურდობა, ის ავტომატურად ითვლებოდა დამნაშავე ძებნილად და მის ჩამოხრჩობაში სახელმწიფო ან სულაც მოპარული საქონლის მდიდარი მეპატრონე აწესებდა საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს განაჩენის სისრულეში მომყვანისათვის.



დასავლეთი ანუ როგორც მაშინ მას უწოდებდნენ "ველურ დასავლეთში" ეს დასჯის მიღებული ფორმა იყო.



აქ სახრჩობელაზე ნამდვილი ადამიანი არაა ჩამოკიდებული, აქ თივით და ადამიანის ტანსაცმლით გაკეთებული ადამიანის ფიტულია.



იქვეა წარწერა 500 დოლარი მსხვილფხა საქონლის ქურდის დამსჯელს. 777 ეს იყო პაროლი ადამიანის "თავებზე მონადირეებისათვის" 1864 წლიდან. ადამიანის ფიტული საქონლის პოტენციურ ქურდებს აფრთხილებდა, რომ ასეთი დღე ელოდა მათ თუ ხელი წაცდებოდათ საქონლის მოსაპარად. ეს სურათი გადაღებულია მონტანას შტატის კასტერის ოლქში.

0
125
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
125