x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მხატვარი ღორის ნამუშევარი $25 ათასად გაიყიდა
პიგასო - ასე ეწოდება სამხრეთაფრიკულ ღორს, რომელიც აბსტრაქტული ჟანრის გასაოცარ ნახატებს ქმნის. ღორის ნახატების ფასი უკვე ათეულ ათასებს აღწევს და თანაც რაც დრო გადის, სულ უფრო იზრდება. რამდენიმე თვის წინ პიგასოს ერთ-ერთი ნამუშევარი გერმანელმა კოლექციონერმა, პეტერ ესერმა შეიძინა რეკორდულ 25 ათას დოლარად. მანამდე ღორის ნამუშევარში ამხელა თანხა არავის გადაუხდია. პიგასოს ნამუშევრების ფასი მანამდე მხოლოდ “სულ რაღაც” 10-15 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.


დღეს პიგასო უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვარია, რომლის ყალამს ასობით ნამუშევარი აქვს შექმნილი, ხოლო პატრონი თავზე დაჰკანკალებს მას და ცივ ნიავს არ აკარებს, თუმცა ღორის ცხოვრება ყოველთვის ასეთი მშვიდი, ჰარმონიული და სიტკბოებით აღსავსე როდი იყო. ერთ დროს ანუ მაშინ, როცა პიგასოს ტალანტი გაფურჩქვნას ჯერ კიდევ იწყებდა, მას დაკვლა და შაშხად და ლორად გარდაქმნა დაუპირეს. მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შეცვალა პატრონმა ეს გადაწყვეტილება.


ღორი


პიგასოს პატრონი იოანა ლეფსონია, რომელიც მეუღლესთან ერთად ფერმას უძღვება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. წყვილს სხვა ცხოველებთან ერთად ღორებიც ჰყავს, თუმცა პიგასოს მსგავსი ნიჭი სხვა არცერთ ღორს ჯერჯერობით არ გამოუვლენია.



პიგასო 2016 წელს ერთი თვის იყო და ქალაქ კაპშტადტის სიახლოვეს, ლეფსონების ინდუსტრიალიზებულ ფერმაში იზრდებოდა, როცა დაკვლა დაუპირეს. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას შემდეგ, რაც იოანამ აღმოაჩინა, რომ მის ბოსელში კედლების შესაღებად განკუთვნილი არაერთი ფუნჯი გაქრა, ფერმერებმა საბოლოდ დაასკვნეს, რომ მათ უცნაურ ღორს ხატვის ნიჭი ჰქონდა.


პიგასო ამჟამად 600 კილოგრამს იწონის და უკვე 400-ზე მეტი ნახატის ავტორია. მისი ნამუშევრებიდან შემოსული თანხა მთლიანად მისივე მშობლიურ ფერმაში მცხოვრებ ცხოველებზე ზრუნვას ხმარდება.


ღორი

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0