x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"როგორც იძახიან შადრევანში კაბელია გადაქერცლილი ან გადაჭრილი" - ზურაბ ამირანაშვილი
image

სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი, ზურაბ ამირანაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში არსებული დენის კაბელი დაზიანებული იყო. ამის შესახებ ამირანაშვილმა "მთავარ არხთან" ისაუბრა.


ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 ინსპექტირების ანგარიში არსებობს, მათგან 5 სწორედ "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაატარა.



"როგორც იძახიან, კაბელია გადაქერცლილი თუ გადაჭრილი, არ ვიცი, მაგის ბრალია თუ სხვა რამის არ ვიცი. ჩვენ ჩვენი ეტაპის მერე საერთოდ აღარ ვყოფილვართ იქ. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, უსაფრთხო იყო თუ არა", - თქვა მან.



აღნიშნული კომპანია 2022 წელს შავ სიაში შეიყვანეს. როგორც დირექტორი განმარტავს, ამის მიზეზი დოკუმენტზე ხელმოწერა იყო.


"ხელმოწერის გულისთვის, თანამშრომლის ხელმოწერის გულისთვის, რომელიც გარდაცვლილი იყო და დავასვი ფაქსიმილეა საბუთს", - თქვა მან.


ზურაბ ამირანაშვილის თქმით, საქმეზე გამოძიებამ კომპანიის თანამშრომლები დაკითხა, თუმცა თავად ამირანაშვილი არ გამოუკითხავთ. მისი თქმით, იმ შემთხევვაში თუ დაიბარებენ პოლიციის განყოფილებაში, დეტალურად მიაწვდის გამოძიებას იმ ინფორმაციას, თუ რა სამუშაოები შეასრულა ვაკის პარკში.



ზურაბ ამირანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს შავ სიაში შეყვანა არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული ინსპექტირების ანგარიში სხვა კომპანიამ, მშენ ექსპერტმა შეასრულა.

image

“ეგ რა შუაშია” - განაცხადა მან, როცა კითხვაზე 2022 წლის თებერვალში შავ სიაში მოხვედრა იყო თუ არა მათი ჩანაცვლების მიზეზი განმარტა, რომ ხელშეკრულებას მათთან საექსპერტო მომსახურებაზე არა მერია, არამედ მერიის კონტრაქტორი კომპანია, “გრინსერვის+”-ი აფორმებდა ყოველი ინსპექტირებისთვის ცალ-ცალკე.



“ეგ გრინსერვისთან უნდა გაარკვიოთ [რატომ აღარ გააფორმა სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულება]” - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ამირანაშვილმა.



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის შავ სიაში კომპანია ერთი წლის ვადით ხვდება - ამ დროის გასვლის შემდეგ მას კვლავ შეუძლია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.



ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის სამუშაოების შემოწმებაში ჩართული იყო სამი ორგანიზაცია: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო და მშენ ექსპერტი. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული ინსპექტირების ანგარიში, 533 გვერდიანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მერიამ მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა გრინსერვისთან და შესრულებული სამუშაოები გადაიბარა.


13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

0
275
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0