საზოგადოება „ჩემო საყვარელო და კეთილო ადამიანო მინდა საჯაროდ მოგიხადო ბოდიში“ - ლიზა ქისტაური ნატა გულიაშვილს 2022, 12 ოქტომბერი, 22:34 . ცნობილი ინფლუენსერი და ტიკტოკერი გიორგი იგივე ლიზა ქისტაური ნატა გულიაშვილს ბოდიშს უხდის. ნატამ 10 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ია ფარულავას კონვერტის სტუდიაში სტუმრობისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ცეკვავენ ვარსკვლავებში, იმედის ეთერში ნატა გულიაშვილის გამოსვლაზე, რასაც მისი ბულინგი მოჰყვა და წლების განმავლობაში გულიაშვილი დეპრესიაში იყო. მას ამ ინციდენტის გამო ცუდი პერიოდი დაუდგა, დაშორდა მეუღლე და გარდაეცვალა მამა./
.
იმ დროს გიორგი (ლიზა) ქისტაურმა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ირონიული ვიდეოებით არის ცნობილი და შემდეგში ქალად გადაკეთდა ამ დროს ნატა გულიაშვილის კრიტიკული პაროდიაც გააკეთა, რის გამოც ბულინგი კიდევ გაგრძელდა. ახლა კი როგორც ჩანს გიორგი ამას მწარედ ნანობს და ადრე მოხდილი ბოდიში საკმარისად აღარ მიაჩნია, რის გამოც მან კიდევ ერთი მიმართვა და ბოდიში გაავრცელა,
.
გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
.
Nata, ჩემო საყვარელო და კეთილო ადამიანო
მინდა საჯაროდ მოგიხადო ბოდიში შენი ცეკვის პროდიის ჩაწერისთვის მიუხედავად იმისა, რომ ცუდი განზრახვა არასდროს მქონია შენს მიმართ.
ადრეც მოგწერე და ალბათ ცხოვრების ბოლომდე გწტყვი რომ ბოდიში ამისთვის და ზუსტად იგივეს გეტყვი ახლაც, რაც მაშინ გითხარი, რომ შენ სამყარო ყველაფერს საუკეთესოს მოგცემს და არასდროს დაგტოვებს მარტო და ყველა ის ადამიანი, ვინც გული გატკინა პასუხს აგებს ამისთვის.
შენ ხარ ძალიან თბილი, საყვარელი, უბოროტო და კეთილი ადამიანი და ასეთ ადამიანს მფარველობა და გვერდში დგომა სამყაროსგან ცხოვრების ბოლომდე მიყვებათ.
გისურვებ წარმატებებს ყვწლაფერში და ყველა ოცნების ასრულებას - წერს ლიზა ქისტაური.
,
გიორგი ვიდეოში ნატას აშარჟებდა, ხოლო მოგვიანებით მალევე გამოქვეყნებულ პოსტში, მისი მისამართით თბილ სიტყვებს არ იშურებდა. „ნატა არის თბილი, კეთილი და საყვარელი გოგო, .
416 შეფასება არ არის
|