სკანდალები ჰოლივუდში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავები ახლებს ამაშიც აჯობებდნენ!
1. ოლივ ტომასის გარდაცვალება სიფილისის წამლის გამო
ოლივ ტომასი მუნჯი კინოს აღიარებული ლამაზმანი მსახიობი იყო, ჯეკ პიკფორდის ცოლი. ჯეკი ცოლს გამუდმებით ღალატობდა, რასაც დიდად არც მალავდა, პარალელურად კი სიფილისისგან მკურნალობდა. ერთ დღესაც, ოლივმა ვეღარ აიტანა ქმრის ღალატი და ჯეკისთვის ექიმის გამოწერილი ვერცხლისწყლის დიქლორიდი დალია, რომლითაც ის სიფილისს მკურნალობდა. 5 დღის შემდეგ ქალი მოწამვლისგან გარდაიცვალა.
2. გრეის კელი უარს არავის ეუბნებოდა
დღევანდელი ჰოლივუდის საზომებითაც კი, გრეის კელი აღვირახსნილი იქნებოდა. როგორც ამბობენ, გრეისი უარს არავის ეუბნებოდა ინტიმზე. ფილმის პარტნიორთან სექსი მისთვის არაფერს ნიშნავდა. მის პარტნიორებს შორის იყვნენ ჰარი კუპერი, კლარკ გეიბლი, უილიამ ჰოლდენი. ხოლო ცოლიან მსახიობთან რეი მილანდოსთან რომანმა კინაღამ მისი კარიერა იმსხვერპლა.
3. ყველასთვის საყვარელმა ჩარლი ჩაპლინმა ოთხჯერ იქორწინა არასრულწლოვანზე
დიდი ჩარლი ჩაპლინი ოთხჯერ გახლდათ დაქორწინებული, მათგან 3 კი იმ დროისთვის არასრულწლოვანი იყო. პირველად 29 წლის ჩაპლინი 16 წლის მილდრედ ჰარისზე დაქორწინდა, მეორედ 35 წლისამ მოიყვანა ცოლად ასევე 16 წლის ლიტა გრეი, მეოთხე ცოლი კი 45 წლისამ მოიყვანა, ამჯერად 18 წლის უნა ო'ნილი.
4. ლორეტა იანგმა ღვიძლი შვილი აყვანილ შვილად გაასაღა
ლამაზმანმა ლორეტა იანგმა რომანი გააჩაღა იმ დროისთვის დაქორწინებულ კლარკ გეიბლთან, რაც დიდ სკანდალში გახვევდა. იმისათვის, რომ კარიერა არ დაენგრია, ქალმა განაცხადა, რომ ინგლისში მიემგზავრებოდა დასასვენებლად, გრძელი “არდადაგების" პერიოდში კი შვილიც გააჩინა, რომელიც ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარა. რაც შეეძლო სწრაფად დაიბრუნა ფორმა და ჰოლივუდში დაბრუნდა, 19 თვის შემდეგ კი მთელი პომპეზურობით იშვილა საკუთარი ღვიძლი შვილი და განაცხადა, რომ რთული იქნებოდა მისთვის მარტოხელა დედობა, მაგრამ უფალი არასოდეს მიატოვებდა. მთელი ეს აფიორა ცნობილი მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი.
5. მერილინ მონროს რომანი ჯონ კენედისთან
ისტორიკოსები დღემდე ბჭობენ ჰქონდათ თუ არა რომანი მერილინ მონროს და ცნობილ პრეზიდენტს, მათზე უამრავი ჭორი დადის დღემდე.
6. ელიზაბეტ ტეილორმა ქმარი მეგობარს წაართვა
რამდენიმე უიღბლო ქორწინებამ და სკანდალებმა ელიზაბეტ ტეილორი მართლაც ცნობილი გახადა. მთავარი სკანდალი კი მისი ურთიერთობა გახდა მომღერალ და მსახიობ ედი ფიშერთან, თავდაპირველად, ტეილორის ქმარი კინოპროდიუსერი მაიკ ტოდი იყო, რომელმაც ცოლი გააცნო თავის მეგობარ ედის და მის მეუღლეს დები რეინოლდსს. ოჯახების მეგობრობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ტოდი ავტოავარიაში არ დაიღუპა. ტეილორმა სიმშვიდე მალევე იპოვა ოჯახის მეგობარ ედისთან, რომელმაც ცოლი და 2 შვილი მიატოვა და ელიზაბეტ ტეილორის მორიგი, მაგრამ არა უკანასკნელი ქმარი გახდა.
7. ლანა ტერნერის საყვარელი მისივე ქალიშვილმა მოკლა
ლამაზმანი ლანა ტერნერი თანამედროვე ელიზაბეტ ტეილორი იყო პირადი ცხოვრების მხრივ. ქალის მორიგი საყვარელი ჯონი სტომპანტო გახდა, რომელიც ნამდვილი სადისტი აღმოჩნდა. ერთ-ერთი სკანდალის დროს მსახიობის 14 წლის შვილი, შერილი დედას გამოესარჩლა და საბოლოოდ მამაკაცი შემოაკვდა. შერილი უდანაშაულოდ აღიარეს და მხოლოდ ფსიქოთერაპიის კურსები დაუნიშნეს.
8. ნატალი ვუდი, ეპატაჟის დედოფალი
"West Side Story"-ს ვარსკვლავის ცხოვრება ერთი უწყვეტი სკანდალი იყო. თინეიჯერობისას, ფილმში "მეამბოხე მიზეზის გარეშე" მონაწილეობისას, მან ბრალდებები წაუყენა კირკ დუგლასს და ამტკიცებდა, რომ მსახიობმა იგი სასტიკად გააუპატიურა. თუმცა ბრალდებები არ დადასტურდა, მაგრამ, სასამართლოს წყალობით, ცნობილი გახდა, რომ 16 წლის ვუდს ღიად ჰქონდა რომანი 44 წლის კინორეჟისორ ნიკოლას რეისთან, აცდუნა იგი როლის მისაღებად. ამას მოჰყვა ხანგრძლივი და სკანდალური ქორწინება მსახიობ რობერტ ვაგნერთან. წყვილი დაშორდა და კვლავ შერიგდა, სანამ საბოლოოდ, ქმართან ერთად იახტაზე გასეირნებისას, ნატალი უცნაურ ვითარებაში არ დაიხრჩო. თუმცა, ვაგნერიც ინტრიგების სპეციალისტი აღმოჩნდა: მათ ვერ დაამტკიცეს მისი მონაწილეობა ცოლის სიკვდილში.
9. როსკო არბაკლის განადგურებული კარიერა
გსმენიათ ოდესმე მსახიობ როსკო არბაკლის შესახებ? არა? მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ის, ალბათ, უფრო პოპულარული იყო ვიდრე ჩაპლინი. მაგრამ მისი კარიერა სკანდალმა გაანადგურა - თანაც უსამართლომ. 1921 წელს, არბაკლის მიერ გამართული წვეულების შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობი ვირჯინია რაპი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. პრესა მაშინვე თავს დაესხა როსკოს და დაადანაშაულა გოგონას გაუპატიურებაში. ხანგრძლივი პროცესის შემდეგ სასამართლომ როსკო უდანაშაულოდ ცნო. მაგრამ ცილისწამებამ თავისი საქმე გააკეთა: როსკო აღარ ჩანდა ეკრანზე. გამოდის, რომ ჰოლივუდის ყველა სკანდალი არ ხდება მისი მონაწილეებისთვის უფასო რეკლამა.