საზოგადოება „სძინავს საცოდავს ჯერ, შეძრავს ქუთაისს, ფეისბუქმა ყველას ფოლოვერები გაგვიუქმა“ - ვახო სანაია 2022, 12 ოქტომბერი, 12:42 .
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ცნობად სახეებს, რომელთაც დიდი რაოდენობით ასიათასობით გამომწერი ჰყავდა, მოულოდნელად მიმდევრების რიცხვი 9000-მდე შეუმცირდათ.
,
„თვალს გაახელთ და დიდი ამბავი დაგხვდებათ ფეისბუქზე. ძალიან მეცინება :)))))))))))) წინასწარ გაფრთხილებთ, კივილი თუ გაიგონეთ, ინფლუენსერები იქნებიან. ეტყობა, ჯერ სძინავთ.:))))) საქმე ასეა: ყველას ჩამოაჭრა ფეისბუქმა ფოლოუერები და დატოვა მხოლოდ 9 ათასის ფარგლებში. ვიფიქრე, მხოლოდ ჩემი გაქრა, მაგრამ თურმე ყველასთან ასეა. ყოველ შემთხვევაში, მთავარ გვერდზე 9 000 ჩანს. თუ შევდივარ ფოლოუერებში, ხანდახან მაჩვენებს, რომ თავდაპირველი რაოდენობა შენარჩუნებულია, მაგრამ მხოლოდ ხანდახან ჩანს. ყოველთვის - არა. აი, მთავარზე, როგორც გითხარით, 9000 “სჩემტა" ჩანს. ეს ხალხი საბოოოდ ჩამოგვაშორეს, დროებით თუ მაინც გვხედავენ ახლაც, ეგ დაუდგენელია. სძინავს საცოდავს ჯერ. შეძრავს დღეს ქუთაისს“ - დაწერა ვახო სანაიამ. , "ვაი, მე რომ მძინავს ასე დაიძინა ცუკერბერგმა. მთელი ღამე თეთრად გავატარე, ისე არ გაუთენდა და დაუღამდა მარკ ცუკერბერგს!“ - პასუხობს დათო ლიკლიკაძე. 953 1-ს მოსწონს
|