x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თურმე საერთაშორისო სახელის შეცვლას რომ ვაპირებთ, იცოდით?" - ნათია ფანჯიკიძე
image

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს საერთაშორისო სახელი, რომ მხოლოდ "ჯორჯია" იყოს და სხვა არაფერი, რადგან ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად ეს სახელი შეეფერება და არა "საკარტველო" ან „გრუზია“.


„თურმე საერთაშორისო სახელის შეცვლას რომ ვაპირებთ, იცოდით? პირველად გავიგე, მეგობრის კედელზე წავიკითხე დღეს. ლიეტუვას უკვე აუტაცებია კიდეც და „საკარტველას“ (კუდმაკრატელას ჰგავს თან) გვეძახის და „კარტველა“ ხალხად მოგვიხსენიებს. ხოდა 30 წელი მოვანდომეთ, დავემახსოვრებინეთ სხვა დედამიწელებს, რომ ქვეყანა გვაქვს და ვარსებობთ და ახლა თავიდან უნდა გავეცნოთ და ავუხსნათ, რომ კარტველა ხალხი ვართ.


არადა გეორგია ანტიკურ ხანაში დაგვარქვეს ბერძნებმა. მიწადმოქმედთა ქვეყანას ნიშნავდა და ვინ იცის, გეასთანაც გვაკავშირებდნენ. გეა დედამიწას აღნიშნავდა და ამავდროულად გეა ითვლებოდა გიგანტების, ერინიებისა და ფერიების დედად, ასევე ადამიანთა დამბადებლად და მკვდართა მეფედ. მოკლედ, სანამ ღვთისმშობლის წილხვედრად გამოვაცხადებდით თავს, დედამიწის დედას „ვებარებოდით“ ფაქტობრივად. ხოდა ეს მშვენიერი სახელი გეორგია აგვერჩია, პირიქით, რაღა „პროფილის სახელს“ ვიცვლით, რომ ფრენდებმა ვეღარ გვიცნონ? როგორია ამ საკითხზე თქვენი აზრი კარტველა ხალხო?“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.



მოდით აქვე შეგახსენებთ, რომ უმეტესად მეზობელი მუსულმანური ქვეყნები "გურჯისტანად" მოგვიხსენიებს, სომხები "ვრაცსტანად", ხოლო აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმეტესობა რუსულის ზეგავლენით(ჩინეთი, კორეა და ა.შ) "გრუზიად", ესპანელები "ხეორხიად", ბერძნები "გეორგიად".ამიტომ მთლიანად ყველა ქვეყნის მიერ მოხსენიება ინგლისური "ჯორჯიად" ცოტა არარეალური და კომიკურიც არის.



0
614
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0