x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რჩევები: რა გავაკეთოთ და როგორ დავიცვათ თავი ბირთვული აფეთქების შემთხვევაში?
შესაძლოა თუ არა, რომ ოდესმე ბირთვული კატასტროფის მომსწრენი გავხდეთ? როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? რა მოვიმოქმედოთ? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემას ამ სტატიაში მაქსიმალურად ამომწურავად შევეცდებით. ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად არის მოსალოდნელი, თუმცა, როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ნამდვილად არ გვაწყენს, თუ გვეცოდინება, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული დაპირისპირება ოდესმე რეალური გახდა.

როგორც ექსპერტები საუბრობენ, ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში ყველაზე გადამწყვეტი პირველი წუთებია. გახსოვდეთ, რომ თუ იმყოფებით იმ რეგიონში, სადაც აფეთქება მოხდა, გაქვთ 30 წუთზე ნაკლები, რათა თავს უშველოთ.


როგორც ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის სპეციალისტები საუბრობენ, რადიაციული დასხივების მიღების საფრთხე აფეთქებიდან ერთი საათის შემდეგ 55%-ით კლებულობს, ხოლო 24 საათის შემდეგ - 80%-ით.


ამერიკელი ექსპერტი ბრუკი ბუდემაიერი გვირჩევს, მოვიმარაგოთ კონსერვები, წყალი და აუცილებლად ვიქონიოთ რადიო. რადიო საჭიროა იმისათვის, რათა დროულად მივიღოთ ინფორმაციები ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან, ხოლო წყალი და საკვები - შიმშილისა და წყურვილისგან გადარჩენაში დაგვეხმარება.


წყალი



რაც უფრო მეტი წყალი გექნებათ, მით მეტია იმის შანსი, რომ გადარჩებით. წყალი აუცილებელია თავის გადასარჩენად. ამიტომ უმჯობესი იქნება, წყალს დიდი რაოდენობით თუ მოიმარაგებთ. იდეალური ვარიანტია ჭა, რომელიც გრუნტის წყლებიდან იღებს შევსებას.


საკვები პროდუქტები


საკვები პროდუქტებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია თავის გადასარჩენად. დაიმარაგეთ კონსერვები და ზოგადად იმგვარად შენახული პროდუქტი, რასაც თავი კარგად ეხუფება.


შესაფერისი ტანსაცმელი


აუცილებელია საკმარისი რაოდენობით ტანსაცმლის ქონაც, რადგან ყველაზე დაცული ბომბსაფარიც კი უნდა დატოვოს ოდესმე ადამიანმა. ყველაზე კარგია რეზინის ჩექმები და საწვიმარი ლაბადა. ამ ტანსაცმელს ყველაზე უკეთ შეუძლია ჩვენი დაცვა რადიოაქტიური ნაწილაკებისგან.


რადიო


ძალიან კარგია რადიო, რომელიც ბატარეაზე მუშაობს და კვების საკუთარი წყარო გააჩნია. რადიო უნდა იჭერდეს საშუალო და გრძელ ტალღებს. იდეალურ ვარიანტში პორტატული მზის პანელის ქონა საუკეთესო გამოსავალია. მისი მეშვეობით რადიოსათვის ბატარეის დატენვაა შესაძლებელი. რადიო ყველაზე უკეთ მოგვცემს ინფორმაციებს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ და რა ზომები შეიმუშავა სახელმწიფომ ჩვენი ევაკუაციისთვის.


მედიკამენტები


აუცილებელია ჭრილობათა დეზინფექციის საშუალებები და პირველადი დახმარების მედიკამენტები.


ხელსაწყოები


ბირთვული აპოკალიფსის დროს ნებისმიერ ხელსაწყო-იარაღს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ ხერხი იქნება ეს, ჩაქუჩი თუ ლურსმანი, აუცილებლად იქონიეთ სახლში.


ატომური აფეთქების ეპიცენტრში გადარჩენა შეუძლებელია. იქ მილიონობით გრადუსი ტემპერატურა ვითარდება, რაც ყველაფერს ატომებად და მოლეკულებად შლის. გადარჩენა თითქმის შეუძლებელია ასევე 13 კილომეტრის რადიუსში, რასაც დარტყმითი ტალღა მისწვდება. ასეთ დროს აუცილებელია კარგი სამალავის მონახვა, რათა პირველ საათებს ან დღეებს მაინც გავუძლოთ. რადგან პირველ საათებსა და დღეებში ირგვლივ რადიოაქტიურობის დონე ძალიან მაღალი იქნება და თუ თავშესაფრის გარეშე დავრჩებით, დავიღუპებით. კარგია სარდაფი, გამოქვაბული, ბუნკერი ან მეტროს გვირაბი. მთავარია, გარესამყაროსთან ჰაერის მიმოცვლა მინიმალური იყოს, რათა რაც შეიძლება ნაკლები შემხებლობა გვქონდეს რადიოაქტიურ ნაწილაკებთან.


თავშესაფარში მოხვედრისთანავე უნდა გავანადგუროთ ტანსაცმელი, რომელიც გარეთ გვეცვა, სანამ იქამდე მივაღწევდით. ეს ტანსაცმელი რადიოაქტიური ნაწილაკებით იქნება სავსე. კარგი იქნება, სწრაფად თავსა და ტანსაც თუ დავიბანთ და ნაწილაკებისგანაც თუ გავთავისუფლდებით. FFP3 ან KN95 პირბადეებიც ასევე კარგი იქნება რადიოაქტიური ნაწილაკების ჩასუნთქვისგან თავის დასაცავად. გახსოვდეთ, ნებისმიერი ჩასუნთქვა, რომლის მეშვეობითაც რადიოაქტიური ნაწილაკები ფილტვებში მოხვდება, ფატალურად დასრულდება.


რამდენიმე დღის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე სხვა გადარჩენილები იქნებიან. დაცული თავშესაფარი და საკვები პროდუქტების მარაგი იშვიათი განძეულია. მათ დასაკუთრებას სხვები აუცილებლად შეეცდებიან. ამიტომ კარგი იქნება, თავდაცვის იარაღი იქონიოთ და მისი გამოყენებაც იცოდეთ.


როგორ მოვიქცეთ ატომური აფეთქების დროს?


პირველ რიგში 1, 6 კილომეტრის რადიუსში დაინგრევა ყველაფერი. აფეთქების შემდეგ 15 წამის მანძილზე ადის ცეცხლის ბურთი ჰაერში, რომელიც ფერფლს და ჭვარტლს გამოტყორცნის. სწორედ ამ ცეცხლოვანი ბურთის გაჩენიდან დაახლოებით 15-20 წუთი გვაქვს, რათა თავშესაფარი ვეძებოთ.


ატომური ნაწილაკების ძალიან მცირე რაოდენობაც კი საკმარისია, რომ ადამიანი დაავადდეს და გარდაიცვალოს. ამიტომ სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულები გადაურჩებიან აფეთქებას და აფეთქების შემდგომ რადიაციას. თვით საუკეთესო მომზადების შემთხვევაშიც კი გადარჩენა ძალიან საეჭვოა. ეს არის ერთი შანსი მილიონიდან. გააჩნია, რა მასშტაბების კატასტროფასთან გვექნება საქმე. თუმცა შედარებით მცირე მასშტაბების ატომურ აფეთქებასაც კი მილიონობით მსხვერპლი შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამიტომ ატომური აფეთქებისგან საუკეთესო თავდაცვა მსგავსი საფრთხეების განეიტრალებაში მდგომარეობს.


სოკო

1
473
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
473
  
2022, 7 ოქტომბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1