ოცდამეექვსე დინასტია იყო უკანასკნელი, რომლის ფარაონებიც ეგვიპტელები იყვნენ. შემდგომი დინასტიების ფარაონები უცხო ქყვეყნის წარმომადგენლები გახლდნენ.
ოცდამეექვსე დინასტიის მმართველობა ძვ.წ. 664-დან 525 წლამდე გაგრძელდა. დინასტიაში სულ ათი ფარაონი იყო. ოცდამეექვსე დინასტიის ფარაონები ხელისუფლებაში შემდეგი გზით მოვიდნენ:
ამ დინასტიის მმართველთაგან პირველი, საისის პრინცი ფსამეტიხ პირველი, რომელიც ფარაონ ბაკენრანეფის შთამომავალი იყო, აღიარებული იქნა მთელი ეგვიპტის მმართველად თაჰარკას და ტანუტამუნის მმართველობის დროს, რომელნიც წარმოშობით ნუბიელები იყვნენ. როგორც ცნობილია, ამ დროს დასრულდა ასურელთა შემოსევა ეგვიპტეში და თავად ასურეთის სახელმწიფოში დაიწყო არეულობანი. ამან ფსამეტიხ პირველს საშუალება მისცა გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი ასურელებთან, შეექმნა სამხედრო კავშირი ლიდიელებთან (მეფე გიგი) და გაეძლიერებინა თავისი ჯარი დაქირავებულებით კარიიდან (მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო) და საბერძნეთიდან. ანუ ფსამეტიხმა შეძლო, თუმცა ცოტა ხნით, შეეჩერებინა ასურელების ყველა მცდელობა ეგვიპტეში ხელახლა შეჭრილიყვნენ. ფსამეტიხ პირველის და მისი მემკვიდრეების დროს იწყება ძველი ეგვიპტური არქიტექტურისა და ხელოვნების აღორძინება შუა და ძველი სამეფოების სულისკვეთებით, რისთვისაც ეგვიპტის ისტორიაში ამ პერიოდს ეწოდა "საისის რენესანსი".
ოცდამეექვსე დინასტიის მეორე ფარაონი - ნეხო II ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტის გავლენის აღდგენის მიზნით ცდილობდა იუდეველთა სამეფოს დამორჩილებას. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან საჭირო გახდა ომის დაწყება ბაბილონთან, რომელიც მარცხით დასრულდა და ეგვიპტის არმია თითქმის განადგურდა. მან, ნეხო II, დაიწყო არხის გაყვანა წითელ ზღვასა და ნილოსს შორის. არხი დიდხანს ფუნქციონირებდა, ის საბოლოოდ გაანადგურეს არაბებმა თავიანთი დაპყრობების დროს. ნეხო იყო პირველი ეგვიპტის (და ასევე მსოფლიოს) ისტორიაში, ვინც აღჭურვა და გაგზავნა საზღვაო ექსპედიცია აფრიკის კონტინენტის სანაპიროების შესასწავლად და აფრიკასა და ინდოეთს შორის სახმელეთო გადასასვლელის არსებობის დასადასტურებლად. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ფინიკიელი ნავიგატორები, რომლებიც ფარაონ ნეხოს სამსახურში იყვნენ. ექსპედიციამ დაიწყო მოგზაურობა სპარსეთის ყურედან და ორი წლის შემდეგ, მთელი აფრიკის შემოვლით, ხმელთაშუა ზღვის გავლით ეგვიპტეში დაბრუნდა
ოცდამეექვსე დინასტიის, ამასისის უკანასკნელი ფარაონის მმართველობა განპირობებულია იმით, რომ ფარაონმა, როგორც ბერძნული კულტურის მიმდევარმა, ააგო ქალაქი ბერძნებისთვის ნილოსის დელტაში. ქალაქს ნეკრატისი ერქვა. მან ასევე დააარსა "პირველი ებრაული გეტო" კუნძულ ელეფანტინზე. სპარსეთის მზარდი ძლიერებისგან თავის დასაცავად, ამასისი რამდენიმე სამხედრო ალიანსში შევიდა ბერძნებთან, ბაბილონელებთან და ლიდიელებთან. თუმცა, ძვ.წ. 546 წელს სპარსეთის მეფემ კამბისეს II-მ მოახერხა ლიდიელთა არმიის დამარცხება, ძვ.წ. 539 წელს მან შეძლო ბაბილონელთა დამარცხებაც. ეგვიპტე პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე აღმოჩნდა და ძვ.წ. 525 წელს სპარსელებმა, დაამარცხეს ოცდამეექვსე დინასტიის უკანასკნელი ფარაონის, ფსამეტიხ მესამეს არმია, დაიპყრეს ეგვიპტე. თავად ფარაონი ფსამეტიხ III ტყვედ ჩავარდა და შემდგომ სიკვდილით დასაჯეს. ამ დროიდან ეგვიპტის მმართველობა გადავიდა უცხოელთა ხელში.