განათლება ვინ მართავდა ეგვიპტეს შუალედურ პერიოდში ფარაონების ნაცვლად. 2021, 2 თებერვალი, 15:08
ჰიქსოსები - ეს სახელი ეწოდა პალესტინური წარმოშობის ხალხს, რომელიც ჩრდილოეთ ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 1630 — 1523 წლებში. ეს იყო მეორე შუალედური პერიოდის დრო. სახელი "ჰიქსოსი" პირველად შემოიტანა ძველმა ეგვიპტელმა ისტორიკოსმა მანეთომ, რომელიც ძვ.წ. მე-IV საუკუნეში ცხოვრობდა. ხოლო ფლავიუს იოსებმა, რომელიც I საუკუნეში ცხოვრობდა, თარგმნა ეს სიტყვა როგორც "მწყემსთა მეფეები" ან "ტყვე მწყემსები." ამრიგად, იოსებს სურდა ებრაელების უძველესი წარმოშობა ეჩვენებინა ბიბლიიდან და მათ აიგივებდა ჰიქსოსებთან.
მაგრამ, სავარაუდოდ, ტერმინი "ჰიქსოსი" ძველ ეგვიპტეში გამოიყენებოდა უცხოელი მმართველებისთვის. ალბათ ასე აღნიშნავდნენ უცხოურ დინასტიებს და არა ეთნიკურ ჯგუფებს. თანამედროვე მეცნიერთა აზრით, ჰიქსოს მმართველთა სახელთა უმეტესობას ებრაული ფესვები აქვს. ჰიქსოსი მეფეები ძველ ეგვიპტეში გაბატონდნენ დაახლოებით მე - XVIII საუკუნეში, როდესაც უცხო ხალხებმა ეგვიპტის მიწაზე ახალი ტექნოლოგიები შემოიტანეს. ინოვაციებს შორის იყო ცხენები, ეტლები და გაუმჯობესებული ლითონის იარაღები. ამ ემიგრანტთა უმეტესობამ ნილოსის დელტის აღმოსავლეთ ნაწილში აიღო მიწა. მათ დაიწყეს სავაჭრო დომინირება დასავლეთ აზიის ხალხებთან. არქეოლოგებმა გათხრების დროს ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ქანაანის სტილის ტაძარი. მათ ასევე აღმოაჩინეს პალესტინური სამარხი, რომელშიც ნაპოვნი იქნა: ცხენები, პალესტინური კერამიკა, შესანიშნავი ხარისხის იარაღები. გათხრების დროს აღმოჩენილ მინოსურ ფრესკებზე სტილისტური პარალელები გამოჩნდა კნოსოსისა და ფერას ფრესკებთან. ჰიქსოსების დროინდელი ყველაზე ცნობილი დასახლებაა Avaris (ამჟამად Tall ad-Daba). გაუგებარია, როგორ მოვიდნენ ჰიქსოსები ეგვიპტეში. ფარაონების მე - XIII და მე - XIV დინასტიები ერთდროულად არსებობდნენ ქვემო ეგვიპტეში. ისინი გაქრა დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანებში. შესაძლებელია დელტას რეგიონში შიმშილობამ მათი დაცემა გამოიწვია. ამან ჰიქსოსებს გზა გაუხსნა. ჰიქსოსების მე – XV დინასტია მართავდა ქვემო ეგვიპტის დიდ ნაწილს და ნილოსის ველის სამხრეთ ნაწილს. ჰიქსოსების მმართველობას ეგვიპტეში წერტილი დაუსვა იაჰმოსმა. ეს მოხდა დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1521 წელს. ძველი ეგვიპტის ზოგიერთი ტექსტი ჰიქსოსებს ამცირებს. მაგრამ, ტურინულ პაპირუსში ისინი კანონიერ ფარაონებად არიან დასახელებულნი. გარე ნიშნებიდან გამომდინარე, ჰიქსოსები ეგვიპტიზირებულნი იყვნენ. ისინი არ ერეოდნენ ეგვიპტის კულტურაში, მხოლოდ პოლიტიკით შემოიფარგლებოდნენ. არქეოლოგებმა შეძლეს ავარისში ნაპოვნი ნაშთების ანალიზი. მისი შედეგების თანახმად, ცხადი გახდა, რომ ხალხი ლევანტიდან ძველ ეგვიპტეში მოვიდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებამდე ასობით წლით ადრე. სავარაუდოდ, ისინი მმართველობაში მოვიდნენ იმიგრანტების აჯანყების შედეგად და არა გარე ომის მეშვეობით. კბილების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ესენი იყვნენ უცხოელები, რომლებიც ჰიქსოსების მმართველობამდე 350 წლით ადრე დაკრძალეს. ისტორიკოსების აზრით, ავარისი საერთაშორისო ქალაქი იყო. ჰიქსოსების დროინდელი ხელოვნების უძველესი ნიმუშები წარმოგვიდგენს ხალხს ფერადი სამოსით, რომელიც განსხვავდება ადგილობრივი ეგვიპტელების ტრადიციული თეთრი სამოსისგან. ჰიქსოსების სახელები მსგავსი იყო სამხრეთ-დასავლეთი აზიის ხალხის სახელებისა. ავარისში ნაპოვნი საფლავებიც კი შორსაა ძველი ეგვიპტის სამარხებისგან. დიდი რაოდენობით ბრინჯაოს იარაღს ათავსებდნენ მამაკაცთა სამარხებში. მაგრამ სკარაბები და დამცავი ამულეტები ვერ იქნა აღმოჩენილი, რაც ძველი ეგვიპტელებისთვისააა დამახასიათებელი. დიდგვაროვანი ხალხის საფლავების გვერდით კრძალავდნენ მათ ცხენებსა და ვირებს. ხშირად ჩლიქოსან ცხოველებს იმისთვის მარხავდნენ, რომ მათ ეტლი მკვდართა საუფლოში გადაეტანათ. არქეოლოგების თქმით, ეგვიპტელთათვის ასეთი სამარხები უცხო იყო. ავარისის მრავალი საფლავი შეიცავს არა ეგვიპტური წარმოშობის ქალების ნეშთს. ხშირად ადგილობრივი მმართველები დასავლეთ აზიიდან უცხოელ ქალებზე ქორწინდებოდნენ. შესაძლოა ამ გზით ისინი აძლიერებდნენ კავშირს მეზობელ ხალხებთან. ხალხი ავარისში სხვადასხვა ადგილიდან მიგრირებდა. ეს ადასტურებს ვერსიას, რომ ჰიქსოსები ეგვიპტის ხელისუფლებაში მოვიდნენ არა სამხედრო შეჭრის შედეგად. ეგვიპტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს მოხდა აჯანყების დროს მმართველი ფარაონების დამხობის შემდგომ. როდესაც საუკუნის შემდეგ ფარაონებმა კვლავ შეძლეს ძალაუფლების აღება, მათ ჰიქსოსები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განდევნეს. მეცნიერები თვლიან, რომ ამ მოვლენამ საფუძველი ჩაუყარა ბიბლიურ ლეგენდას ებრაელთა გამოსვლის შესახებ. თითქმის არ არსებობს ისტორიული დოკუმენტები ჰიქსოსების მმართველობის შესახებ. ჰიქსოსთა მმართველების აღმწერი ერთ-ერთი უძველესი ჩვენებაა ქურუმ მანეთოს მიერ დაწერილი ნაშრომი. მასში ნაჩვენებია ეგვიპტის ისტორია. მოგვიანებით, მანეთოს ნამუშევარი იოსებ ფლავიუსმა გადაწერა. მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი დრო იყო გასული ჰიქსოსების მმართველობიდან. ამ ჩანაწერში ნათქვამია, რომ დამპყრობლები ეგვიპტის მიწაზე ჩრდილო – აღმოსავლეთიდან მოვიდნენ და ნილოსის ჩრდილო – აღმოსავლეთი დელტა აიღეს. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ მანეთოს ჩანაწერები შესაძლოა პროპაგანდისტული იყო, დაწერილი ახალი სამეფოს დროს ლევანტში შეჭრის ეგვიპტური გეგმის მხარდასაჭერად. ანტიკურმა ისტორიკოსმა ჰიქსოსების მმართველობა წარმოადგინა, როგორც სირცხვილი, რომელიც არ უნდა განმეორდეს. ჰიქსოსებმა, მისი თქმით, აღარ უნდა გააკონტროლონ ეგვიპტის მიწები. ”ჰიქსოსები ეშმაკის განასახიერებას წარმოადგენდნენ, ხოლო ფარაონი იაჰმოსი სამყაროს მხსნელის" ამრიგად, მიუწვდომელი, იდუმალი ჰიქსოსების ამოცნობა ძალიან რთულია. ისინი არა მხოლოდ ძველ ეგვიპტეში დასახლდნენ, არამედ მოახერხეს ჰიქსოსების მმართველების მთელი დინასტიის დაარსებაც. მათი ძალაუფლების დრო ეგვიპტის ისტორიაში ბნელ პერიოდად ითვლება. ისტორიკოსებმა ვერ შეძლეს დაედგინათ, ვინ იყვნენ სინამდვილეში ჰიქსოები: ებრაელები თუ მომთაბარე აზიელი ხალხებიდან მოსული ტომი. 113 4-ს მოსწონს
|