x
image
არჩილ ვერულიძე
დაივიწყეთ ის, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ: ფაქტები, რომლებიც აღარ შეესაბამება სიმართლეს
image

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. ის ფაქტებიც კი, რომლებიც ადრე ეჭვგარეშედ მიგვაჩნდა, შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალონ. ასევე არსებობს მტკიცებები, რომლეთა უტყუარობაშიც გვარწმუნებდნენ სკოლაში სწავლისას. მაგრამ სიმართლე შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს.


ქვემოთ მოცემულია ფაქტები, რომლებიც ან დროთა განმავლობაში შეიცვალა, ან სასწავლო პროცესში არასწორად მოგვაწოდეს.

image



ადრე: ამერიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა 1776 წლის 4 ივლისს.


ახლა: ამერიკა ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელი შვიდი წლის შემდეგ, 1783 წელს.


ყოველწლიურად 4 ივლისს ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს დიდი მასშტაბით აღნიშნავენ. და მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს 1776 წლის 4 ივლისს, ამერიკა ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალი ბრიტანეთის მმართველობიდან, სანამ ვერსალის ხელშეკრულება არ დაიდო 1783 წლის 3 სექტემბერს. სწორედ ამის შემდეგ გახდა ამერიკა დამოუკიდებელი.

image


ადრე: პლუტონი პლანეტაა.


ახლა: პლუტონი არ არის პლანეტა.


უკვე 1800-იანი წლების ბოლოდან იცოდნენ მეცხრე პლანეტის პოტენციური არსებობის შესახებ. 1906 წელს ასტრონომმა პერსივალ ლოუელმა კი დაიწყო კვლევითი პროექტი იდუმალი «პლანეტა იქსის» აღმოჩენის მიზნით.


1929 წელს კლაიდ კომბომ დაიწყო ტყუპების თანავარსკვლავედის ვარსკვლავების ფოტოგრაფირება, სადაც გამოთვლების მიხედვით, უნდა ყოფილიყო «პლანეტა იქსი». 1930 წელს პლუტონი აღმოაჩინეს, მან პლანეტარული სტატუსი მიიღო.


2005 წელს ერისის აღმოჩენით, რომელიც აღმოჩნდა ყველაზე მასიური ტრანსნეპტუნიური ობიექტი, პლუტონი მცირე პლანეტების კატეგორიაში გადავიდა.

image


ადრე: ალმასი ყველაზე «გაუტეხელი» მინერალია.


ახლა: ბორის ნიტრიდის ნანომატერიალი ალმასზე მკვრივია.


ამერიკელმა და ჩინელმა ფიზიკოსებმა შექმნეს სპეციალური ნანომატერიალი, რომელიც დაფუძნებულია კუბური ბორის ნიტრიდის მიკროკრისტალებზე, რომელიც სიმკვრივით და სხვა თვისებებით აღემატება ალმასებს.

image


ადრე: სალემის ჯადოქრები დაწვეს კოცონზე.


ახლა: ისინი ჩამოახრჩეს.


მაშინაც კი, თუ არ წგიკითხავთ ართურ მილერის « მძიმე განსაცდელი», ალბათ დარწმუნებული იყავით, რომ სალემის მოსახლეობამ ჯადოქრები კოცონზე დაწვა. არქივისტ რიჩარდ ტრასკის აზრით, ეს ასე არ მომხდარა. იმ დროს ჯადოქრობა იყო სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ისჯებოდა ჩამოხრჩობით, და არა კოცონზე დაწვით. ევროპაში ჯადოქრობა მწვალებლობად ითვლებოდა, ხოლო დამნაშავეებს წვავდნენ. შეიძლება ამის გამო მოხდა გაუგებრობა.

image


ადრე: პირამიდები ააშენეს მონებმა.


ახლა: პირამიდები ეგვიპტელმა მუშებმა ააშენეს.


კულტურაში შენარჩუნებულია მითი, რომ პირამიდები მონებმა ააშენეს. მაგრამ ბოლოდროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება, რომ პირამიდები ეგვიპტელებმა თავად ააგეს. ისინი პატივისცემით სარგებლობდნენ და პირამიდემთან სამარხებიც კი მიიღეს. მონებს ასე არ ექცევიან.

image


ადრე: ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთია ადამიანის ქმნილებათა შორის, რომელიც კოსმოსიდან ჩანს.


ახლა: სინამდვილეში, ასეთი ობიექტები ბევრია.


ჭორები იმის შესახებ, რომ ჩინეთის კედელი ჩანს არა მხოლოდ კოსმოსური ხომალდიდან, არამედ მთვარიდანაც კი, 1938 წლიდან იწყება. 2003 წელს, პირველმა ჩინელმა ასტრონავტმა ეს მითი გააქარწყლა. მან თქვა, რომ დიდი კედელი კოსმოსში მხოლოდ გარკვეულ პირობებში ჩანს, გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ: მთავარი მაგისტრალები, ხიდები, აეროპორტები და მრავალი სხვა. მაგრამ მთვარიდან აბსოლუტურად არაფერი ჩანს, მხოლოდ თეთრ-ლურჯი სფერო.





0
399
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0