![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012122389693.jpg)
ყველაზე მეტად ადამიანებს მოსწონთ სხვისი წარუმატებლობის ყურება და იმის შემჩნევა, რაც სხვებმა ვერ შეამჩნიეს, განსაკუთრებით თუკი საქმე ფილმებს ეხება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ზოგჯერ მაღალბიუჯეტიან ფილმებში რედაქტორები მხედველობიდან უშვებენ გაპარულ შეცდომებს, რომლებიც შემდეგ უნებურად ამხიარულებენ მაყურებელს მრავალი წლის განმავლობაში. წარმოგიდგენთ სწორედ ასეტ მომენტებს ფილმებიდან:
1. ფილმში "ზომბილენდი:საკონტროლო გასროლა" (2019), 38:08 მომენტში, თქვენ შეგიძლიათ დანახოთ ოპერატორის თითი კადრში.![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012205589693.png)
2. სერიალში “ჯესიკა ჯონსი" (2015-2019) პირველი სეზონის მე-3 ეპიზოდში ოპერატორი მთლიანად ჩანს კადრში. მართალია ეს სცენა მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანს, მაგრამ თუ მოახერხებთ მის დაფიქსირებას და შემდეგ ფოტოს განათებას, მას ასკარად დაინახავთ.![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012235189693.png)
3. ერთ-ერთი ბრძოლის სცენის დროს ფილმში “მამაცი გული" (1995) უკანა პლანზე ჩანს მანქანა.![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012245189693.jpg)
4. მულტფილმში “მზეთუნახავი და ურჩხული"(1991), როდესაც ლუმიერი მღერის სიმღერას "შენ ჩვენი სტუმარი ხარ", სტრიქონზე "...ეს საფრანგეთია, ჩემო მეგობარო", ციმბალები ფონზე ეიფელის კოშკის ფორმას ქმნიან. მულტფილმის მოქმედება ვითარდება 1790-1880 წლებში, ხოლო ეიფელის კოშკი აშენდა 1887 წელს. ![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012270389693.png)
5. ფილმში “კერკეტი კაკალი" ბრიუს უილოისი ატარებს ფეხსაცმელს, რომელიც მისი ფეხის კონტურებს იმეორებს. ასევე, მთელი ფილმის განმავლობაში მთავარი გმირის მაისურის ფერი იცვლება თეთრიდან მუქ მწვანემდე და შემდეგ ისევ თეთრამდე. ეს ხდება ვენტილაციის სცენის შემდეგ.![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012315489693.jpg)
6. ფილმში Unforgiven (1992), როდესაც ბილი მოგვითხრობს "სიკვდილის იხვის" ისტორიას, კადრში ხედავთ, რომ წიგნში ჩასმულია პატარა ფურცელი ტექსტით, რომელსაც რეალურად მსახიობი ჯინ ჰეკმანი კითხულობს.![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012341489693.jpg)
7. ფილმში “პატრიოტის დღე " (2016) პოლიციელს რაცია უკუღმა უჭირავს და ისე საუბრობს. ![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012354589693.jpg)
8. სერიალ "შემოჭრილი კოსმოსიდან" (2021-2022) მე-2 სეზონის მე-13 ეპიზოდში, 18:04 საათზე, შეგიძლიათ იხილოთ ოპერატორის ანარეკლი კამერასთან ერთად მანქანის ფანჯარაში.![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012365489693.jpg)
9. ფილმში “სამი იქსი 2: შემდეგი დონე" (2005) პოლიციელი ისვრის იარაღიდან, მაგრამ მას თითიც კი არ აქვს ჩახმახზე დადებული![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022093012393089693.jpg)
10. ფილმში „ცუდი ბიჭები“ (1983) რეჟისორმა აშკარად ვერ შეამჩნია „პატარა“ კამერა კადრში.![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202210/2022100411143389693.jpg)
11. ფილმში The Hobbit: The Battle of the Five Armies (2014) თორინ ოკენშილდს აცვია ჩექმები თანამედროვე სარბენი ძირით ერთ-ერთ სცენაში, როდესაც ყველა სხვა დანარჩენ სცენებში გლუვი ძირით დარბის.![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202210/2022100411172389693.jpg)
12. “დოქტორი სტრენჯი"-ს 1:00:17 წუთზე გადამღები ჯგუფის წევრი ჩანს![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202210/2022100411194389693.jpg)
13. “კუ ნინძები"-ს 1990 წლის ადაპტაციაში ლეონარდოს კოსტიუმში მსახიობის სახე ჩანს.![ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები,
რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202210/2022100411244689693.jpg)