x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7 ძირეული განსხვავება ახლანდელ და საბჭოთა ქალებს შორის
1) ახლანდელი 50 წლის ქალების უმეტესობა ისე მომხიბვლელად გამოიყურება, ხშირად 30-35 წლის ქალი გეგონებათ, საბჭოთა პერიოდში ამავე ასაკის ქალი უკვე მოტეხილი, მობერებული ბებიად ითვლებოდა, რომლისთვისაც დასრულებულია პირადი ცხოვრება, მაკიაჟზე და სხეულის მოვლაზე ლაპარაკი არც არის.

image

2)საბჭოთა პერიოდში ძალიან მცირე რაოდენობის ქალი თუ დადიოდა სპორტდარბაზში. მხოლოდ პერესტროიკის შემდეგ 80-იანი წლების შუა ხანებში პოპულარული გახდა აერობიკა, რომელიც გადაიცემოდა ტელევიზიით, სწორედ ტელეკრანის წინ დაიწყეს პირველად ქალებმა ვარჯიში, რათა ეფექტური სხეულის ფორმა შეენარჩუნებინათ.

image


3)სსრკ-ს ტექსტილის მრეწველობამ უშვებდა ძალიან არაესთეტიკურ, მაგრამ „ყველასთვის ხელმისაწვდომ“ პროდუქციას, ამიტომ ქალების უმეტესობა იძულებული იყო საქონლის უმეტესობა ნაცნობების საშუალებით "დაეთრია" ან გადამყოდველებში ერბინა, ან ბოლო ბოლო დალოდებოდა, როდის შემოყრიდნენ მაღაზიაში რაიმე ნორმალურ(ძირითადად სოც ქვეყნებიდან) ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და საცვლებს.

image

4) საბჭოთა პერიოდში ძირითადად ასე იყო მიღებული, ქალი სახლში უნდა მჯდარიყი, ბავშვებისთვის და საოჯახო საქმეებისთვის მიეხედა, ხოლო კაცს უნდა ემუშავა, ანუ ძირითადად ითვლებოდა, რომ ოჯახში შემომტანი მარტო კაცი უნდა ყოფილიყო, თან საოჯახო საქმე საკმაოდ არაკომფორტული იყო, დიასახლისებს ტანსაცმლის გარეცხვა ხელით ან აქტივატორის ტიპის კასრის ფორმის მანქანებით უწევდათ და არა ავტომატური მანქანით.სოფლებში კიდევ უფრო მძიმე იყო მდგომაროება, ამას ემატებოდა სასოფლო სამეურნეო სამუშაოები, საქონლის მოვლა და სხვა.

image

ახლა ჩვენს სახლებში გვაქვს საოჯახო მულტიმოწყობილებები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, რობოტული მტვერსასრუტები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.




5)სახიფათო იყო საბჭოთა კავშირში ქალი მოდური, ლამაზად მოვლილი და შეღებელი რომ ყოფილიყო, ასეთი ქალბატონებს მყისიერად განსჯიდნენ და უმალ "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალის იარლიყს მაიკრავდნენ.

image

6)იგივე იარლიყი ჰქონდა გარანტირებული ქალს თუ რესტორანში ან მით უმეტეს სახინკლეში მჯდომარეს ნახავდნენ, დღეს ხშირად რესტორანში ან სახინკლეში ხშირად ქალები უფრო მეტნი არიან ვიდრე მამაკაცები.ასევ დიდი სირცხვილი იყო საჯაროდ სიგარეტის მოწევა, მწეველი ქალების აბსოლუტური უმრავლესობა, ცდილობდა უჩუმრად მოეწია სიგარეტი, ქუჩაში საჯაროდ მოწევაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

image

7)ფილმი "აბეზარას" პროპაგანდის მიუხედავად, საბჭოთა პერიოდში ქალი საჭესთან ძალზე იშვიათი მოვლენა იყო, მეტიც კაცებისგან ხშირად დაცინვის ობიექტიც იყო, დღეს ძირეულად არის სიტუაცია შეცვლილი და ქალი საჭესთან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

image

1
275
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
275
  
2022, 5 ოქტომბერი, 1:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1