x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დასავლელი ექსპერტების პროგნოზი: რას მოიმოქმედებს NATO უკრაინაზე ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში?
უკრაინაში რუსეთის მარცხი სულ უფრო აშკარა და თვალსაჩინო ხდება. რუსეთის არმია კორუფციაშია ჩამხრჩვალი, რუს ჯარისკაცებს მოტივაცია აკლიათ, ხოლო პუტინი და მისი გენერლები უნიჭო მეთაურები არიან. მათ კონვენციური შეიარაღებით წარმოებულ ომში გამარჯვების უნარი არ აქვთ. მეორეს მხრივ არც რუსულ ეკონომიკას შესწევს ძალა, აჯობოს დასავლეთის მიერ ზურგგამაგრებულ უკრაინულ ეკონომიკას. უკრაინელები მუდმივად მიიწევენ წინ და სულ უფრო მეტ დასახლებულ პუნქტს ათავისუფლებენ რუსული ოკუპაციის კლანჭებიდან. ამ ყოველივედან გამომდინარე მოსკოვში მატულობს სასოწარკვეთილება, რამაც პუტინს ირაციონალური ნაბიჯების გადადგმისკენ შეიძლება უბიძგოს. ამიტომ უკანასკნელ დღეებში დასავლელი ექსპერტების მოსაზრებები გაიყო იმასთან დაკავშირებით, გამოიყენებს თუ არა სასოწარკვეთილი პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. ზოგიერთი ექსპერტი უკვე ფიქრობს, რომ პუტინის მუქარები ატომური ბომბის გამოყენების თაობაზე რეალურია და მათ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.


მაგრამ რას მოიმოქმედებს დასავლეთი, თუ პუტინი უკრაინას ბირთვული იარაღით დაბომბავს? როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების და NATO-ს რეაქცია?


ამაზე სულ ცოტა ხნის წინ იმსჯელეს პოპულარული der Standard-ის კოლუმნისტებმა ერიკ ფრეიმ და ფაბიან სომავილამ. მათ გაიხსენეს 1979 წელი, როცა რუსეთმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები ევროპის ქალაქებისკენ მიმართა. იმ პერიოდის ევროპაში გაცხოველდა სჯა-ბაასი იმასთან დაკავშირებით, დააყენებდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები რისკის ქვეშ საკუთარ ქალაქებს რუსეთზე შურისძიების მიზნით, თუ ეს უკანასკნელი ევროპულ ქალაქებს დაბომბავდა. ამის იმედი მაშინ ევროპაში არ ჰქონდათ, ამიტომ იმ პერიოდის ევროპული საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვდნენ ბირთვული რაკეტების განთავსებას მათ კონტინენტზე, უშუალო საფრთხისგან მათივე ქალაქების დასაცავად.


ანალოგიური მსჯელობა განახლდა დღესაც, როცა რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ემუქრება. გამოიყენებს თუ არა NATO პუტინის ბირთვული დარტყმის საპასუხოდ საკუთარ ატომურ არსენალს, რათა დაიცვას თავისი არაწევრი სტრატეგიული მოკავშირე თუ ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ ბირთვული აპოკალიფსი იქნას აცილებული თავიდან?



Der Standard-ის კოლუმნისტები ფიქრობენ, რომ არსებობს მესამე ვარიანტიც ბირთვულ აპოკალიფსსა და ყველაფრის დათმობას შორის და სწორედ ეს მესამე ვარიანტია მოცემულ სიტუაციაში ყველაზე უფრო მოსალოდნელი; ავსტრიელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკრაინაზე ბირთვულ თავდასხმას NATO პასუხს რუსეთის ტოტალური ეკონომიკური იზოლაციით და ყველაზე გამძაფრებული ეკონომიკური სანქციებით გასცემს. ასევე დაიწყება სრულმასშტაბიანი კიბერთავდასხმა რუსულ სერვერებზე და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარები უკრაინის დასახმარებლად კონვენციური შეიარაღების გამოყენებით ომსაც დაიწყებენ.


რუსეთის ბირთვული დარტყმის საპასუხოდ ტოტალური სანქციები, რუსეთის სრული იზოლაცია და NATO-ს კონვენციური შეიარაღებისა და არმიის ჩართვა უკრაინის ომში მართლაც ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა. ბირთვულ მსოფლიო ომს არ ეყოლება გამარჯვებული. ამიტომ დასავლეთი ამაზე არ წავა. მაგრამ არც იმაზე წავა, რომ დაუსჯელი დატოვოს რუსი დიქტატორი ასიათასობით ან მილიონობით უკრაინელის მკვლელობის შემდეგ. პუტინი არნახულ ფასს გადაიხდის თავისი ჯოჯოხეთური ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში.


სოკო

8
810
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
810
  
2022, 6 ოქტომბერი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 3:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 5 ოქტომბერი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 5:30
დასავლური პრესის გარჩევა ევროპის ეკონომიკური აღსასრული
https://www.youtube.com/watch?v=1-guw0c8pCA
2022, 4 ოქტომბერი, 5:07
დუგლას მაკ გრეგორის ანალიტიკა ნატოს დაშლის შესახებ.
https://www.youtube.com/watch?v=KIHOJTFLpwU&t=49s

ეს ელონ მასკმა როგორ ააგდო უკრაინელი ნაციკები.
https://www.youtube.com/watch?v=LIdME6_w7ec
2022, 4 ოქტომბერი, 4:34
Экс-советник НАТО Жак Бо:
"Проблема в том, что на украинцев всем плевать, они нужны только в качестве инструмента обслуживания стратегических интересов США. С учетом экономического кризиса Европа в конфликте совершенно не заинтересована. Он служит больше интересам США, причем не уверен, что в достаточно разумном ключе, но так в Белом доме и мыслят.

Нас не волнует Украина как таковая. Изначальная цель конфликта состояла в том, чтобы спровоцировать Россию и разрушить ее экономику посредством санкций. Проблема в том, что они не работают, а Украина вообще не должна была продержаться так долго. Ожидалось, что военные действия будут непродолжительными, и Россия практически сразу же рухнет.

Очевидно, что конфликт был запланирован, но идея заключалась в столь быстром падении России, что масштабных боевых действий вообще не потребовалось бы.
Вопреки всем ожиданиям Россия продолжает сражаться, а Украина фактически пала жертвой просчета.

Запад попал в ловушку собственного просчёта."
2022, 4 ოქტომბერი, 3:38
დასავლეთის ეკონომოკები მოკვდა, ნატოს სწყობები ცარიელია აშშ სამხრეთ კორეაში ყიდულობს იარაღს უკრაინაში მისაწოდებლად. ჰიმარსების ახალი პარტიას უკრაინა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიიღებს. დასავლელი ექსპერტები ელონ მასკის წინაშე არიან ჭიანჭველები ელონ მასკმა თქვა რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, ამერიკელმა ექსპერტმა ანალიტიკოსმა პოლკოვნიკმა დუგლას მაკ გრეგორმა თქვა რომ ნატოში რუსეთთან ომი არავის არ უნდა პოლონელების და პრიბალტიკელების გარდა, ახლო მომავალში ნატოს დაშლა იწინასწარმეტყველა. ერთი კვირის წინ პორტიდან გავიდა და რადარებიდან გაქრა წყალქვესა ნავი ბელგოროდი ექვსი პოსეიდონით ბორტზე თითო პოსეიდონი 100 მეგტონაა. მაგარ პანიკაშია ნატო. რუსეთს ვერევინ ვერ დასჯის
დასავლეთი თავიანთი სანქციებით თვითონ უარესად ისჯებიან ვიდრე რუსეთი.
0 1 8