x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
უკრაინელმა მამაკაცმა ოკუპანტებს სამხედრო-სატვირთო მანქანა მოპარა და უკრაინელ სამხედროებს ჩააბარა
image

დასახლება ივანკოვოს რუსები ერთ თვეზე მეტხანს აკონტროლებდნენ, რადგან ბელორუსიდან საზღვრიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურ-კიევის გზაზე რუსული არმიისათვის მთავარ ლოჯისტიკურ ძაღვს წარმოადგენდა. დასახლების განთავისუფლებამდე რამდენიმე დღით იქ გამოჩნდნენ უკრაინელი პარტიზანები, რომლებმაც ოკუპანტების წინააღმდეგ დივერსიული ქმედებები დაიწყეს, მათთან შეერთხება გადაწყვიტა დასახლების მცხოვრებმა ვიტალი ონოპრიენკომ, რომელსაც ომმა საკუთარ ეზოში მოუსწრო და სამხედრო კომისარიატში მისვლა ვერ მოასწრო სოფელში რუსი აგრესორების სწრაფი შესვლის გამო.


ონოპრიენკო საკუთარი თვალით ხედავდა თუ როგორ ხოცავდნენ რუსი ოკუპანტები ყველას ვინც კი მათ მიერ სოფლის ოკუპაციაზე პროტესტს გამოთქვამდა, ასე მოკლეს სოფლის მოძღვარიც.


ვიტალიმ დახმარებისათვის პარტიზანებს მიმართა და მათ თხოვა მისთვის ავტომატი მიეცათ, მათ უპასუხეს: "ზედმეტი ავტომატი არა გვაქვს მეგობარო, მაგრამ ხომ ხედავ როგორაა მიყრილი რუსული ტექნიკა სოფელში, მიდი და აიღე ბრძოლა თუ გინდა", პარტიზანები ტყისკენ გაემართნენ, მე კი შეღამებისთანავე რუსების დისლოკაციის ადგილს მივაშურე, ვხედავ "ურალი" დგას განმარტოებით, მოვუარე ყველა მხრიდან, არავინ იდგა, კაბინის საფეხურზე ავძვერი, კაბინაშიც არავინ იყო, არც ავტომატი დავინახე, სამაგიეროდ გასაღები დამხვდა ადგილზე, ბევრი არ მიფიქრია, ჩავჯექი მანქანაში და დავქოქე, მანქანა კიევის მიმართულებით წავიყვანე, რუსებმა იფიქრეს რომ მათიანი ვიყავი და გამატარეს გაუჩერებლად პოსტზე, მათ როგორც კი გავცდი რამდენიმე კილომეტრი გავიარე და მანქანა ხშირ ტყეში გადავიყვანე და დავმალე, მანქანის ძარა საბრძოლო მასალით აღმოჩნდა დატვირთული. ფეხით გავაგრძელე გზა მანამ, სანამ უკრაინელ სამხედროებს არ შევხვდი, მათ ავუხსენი ყველაფერი, გამომყვნენ და საბრძოლო მასალით დატვირთული მანქანა თან წაიყვანეს, მე კი მადლობა უფროსმა ოფიცრებმა გამომიცხადეს"-ასე დაასრულა საუბარი ვიტალიმ, რომელსაც თანასოფლელები გმირს ეძახიან.



0
129
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
129