შოუბიზნესი 90-იანი წლების პოპ-ვარსკვლავის, ირინა სალტიკოვას შიშველი ფოტოები 2022, 1 ოქტომბერი, 11:56 მომღერლის ცხელმა ფოტოებმა აღაფრთოვანა არტისტის თაყვანისმცემლები. 90-იანი წლების რუსული პოპ სცენის ვარსკვლავი, ირინა სალტიკოვა, თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად ითვლებოდა რუსეთში. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ ეს მოსაზრება გაამყარეს მამაკაცის პოპულარული ჟურნალის, MAXIM-ის მკითხველებმა. პრიალა ჟურნალის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ირინა სალტიკოვამ დამაჯერებელი პირველი ადგილი დაიკავა, ყველაზე ცხელი ქალების რეიტინგში. ტოპ 3-ში შევიდნენ ეკატერინა გუსევა (მეორე ადგილი) და ელენა კორიკოვა (მესამე ადგილი). ახლა უკვე სალტიკოვა 56 წლისაა და ის კვლავ სიამოვნებით იხსენებს იმ პერიოდებს, როდესაც მისი ბრწყინვალე მკერდი ამშვენებდა ცნობილი ეროტიული ჟურნალის, Playboy-ის გარეკანს. რუსი მომღერლის სურათები ჟურნალის გვერდებზე გამოჩნდა 1997 წლის ნოემბერში და 2000 წლის ივნისში. მომღერლის თაყვანისმცემლები სიამოვნებით გადავარდნენ იმ დროის მოგონებებში, როდესაც ისინი თავად იყვნენ ახალგაზრდები, ხოლო მომღერალი სალტიკოვა ლამაზი და სექსუალური. ამავდროულად, ცოტამ თუ იცის, რომ ბავშვობაში მომავალი ვარსკვლავი წარმატებით იყო დაკავებული რიტმული ტანვარჯიშით და სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივიც კი შეასრულა. სალტიკოვას აქვს მრავალი პრიზი მოგებული სხვადასხვა შეჯიბრებებში. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მომღერალს არ ეშინოდა გაშიშვლების. აღსანიშნავია, რომ სალტიკოვა შიშველი პოზირებდა კიდევ ერთ ალბომის გარეკანზე - "მე შენი ვარ" 2004 წელს. ამჟამად როგორ გამოიყურება ირინა სალტიკოვა? ბრწყინვალედ, ვერც იფიქრებთ, რომ იგი 56 წლისაა, ამაში სრულიად დარწმუნდებით, თუ მის "ინსტაგრამის" გვერდს გადახედავთ. 208 2-ს მოსწონს
|