x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი, ხალხო ეს ქვეშ-ქვეშა არსებაა სწორედ ივანიშვილის თანამზრახველი" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "ვისოლის ჯგუფის" მიერ პირველი არხის შენობის შესყიდვის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ზემოაღნიშნული კომპანიის დამფუძნებელს, სოსო ფხაკაძეს ბიძინა ივანიშვილის "თანამზრახველს" უწოდებს. ქვეყნის პირველი ლეიბორისტის თქმით, შენობა სწორედ "ქართული ოცნების" ლიდერმა შეიძინა და ის უბრალოდ ფხაკაძის სახელზე გადააფორმა.


"აი ხალხო ეს ქვეშ--ქვეშა არსებაა სწორედ მთავარი ბენზო--მაფიოზა და ივანიშვილის თანამზრახველი მილიარდერი რომ გახდა უძვირესი ბენზინის გაყიდვით ამ გასაცოდავებულ ხალხზე. ეს ტელევიზიის შენობაც იყიდა ივანიშვილმა, ჩალის ფასად და რომ არ გამოჩენილიყო ამ არარაობაზე გააფორმა." - წერს შალვა ნათელაშვილი.


შეგახსენებთ, რომ "ვისოლ ჯგუფმა" პირველი არხის შენობა 77 მილიონად შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ თავად დაადასტურა. მისი განმარტებით, ადგილზე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აშენდება. პირველი არხის უძრავი ქონება 33, 209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23, 649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული. შესაბამისად, აუქციონზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება 2, 309 ლარი, ანუ 813 დოლარი იყო.





0
468
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
468