შემთხვევით ნაპოვნი უჩვეულო ნივთები, რომლებსაც ახსნა ვერ მოუძებნეს და დასახმარებლად ინტერნეტის მომხმარებლებს მიმართეს
ჩვენს ირგვლივ შესაძლოა ძალიან ბევრი გაუგებარი ნივთი იყოს, რომელთა დანიშნულების ცოდნა ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ არსებობს ინტერნეტი, სადაც ყველანაირი ინფორმაციის პოვნა შეიძლება ყველაფერზე:
1. “პატარა ბუხარი დიდი მუხრის გვერდით, რისთვისაა?"
პასუხი: პატარა ბუხარი ცხობისთვისაა, იქ ათავსებენ გრილს ან საცხობ ფორმას.
2. “პატარა პაკეტი წითელი გელით და ლითონის დისკით შიგნით"
პასუხი: „ეს არის ხელის გამათბობელი. გათბობისთვის საჭიროა "დააწკაპუნოთ" ლითონის დისკზე, რომელიც იწყებს ქიმიურ რეაქციას.
3. „ოკანაგან-ვენაჩის ტყეში ხანძრის ჩაქრობისას ხეზე დამაგრებული ვიპოვე. პლასტმასში გახვეული ბამბაა? მეორე ფოტოზე სათვალე გვერდით დავადე ზომების შესადარებლად“
პასუხი: „ეს არის მწერების აგრეგაციის საწინააღმდეგო ფერომონების ტომარა. ისინი მიმაგრებულია ხეებზე კონკრეტული მწერების მოსაგერიებლად.
4. „ორ სახელურიანი ტაფა, რომლის ცენტრში შედუღებულია პატარა ცილინდრი. რისთვის არის და შესაძლებელია თუ არა მის გვერდით მდგომი ლითონის ცილინდრის გამოყენება?
პასუხი:"ეს არის ტაფა ღუმელში ქათმის მომზადებისთვის."
5. “სამზარეულოს კარადაში ღუმელის ზემოთ. ცენტრალური განყოფილება ინახავს თხელ ღეროებს, რომლებიც შეიძლება ჩასვათ გვერდით მრგვალ ჭრილებში. ასევე ჩანს, რომ მისი ჩამოკიდება შესაძლებელია“.
პასუხი: სპაგეტის საშრობია
6. “ეს ლაზერი მინდორზე შევნიშნე. ლაზერის წყარო ბრუნავს და სკანირებს ველს თავის გარშემო."
პასუხი: თანამედროვე საფრთხობელაა ჩიტებისთვის.
7. "რა არის ის მრგვალი ლითონის ნივთი, რომელიც დავინახე ეკლესიის უკან?"
პასუხი: “ეს არის ცეცხლისთვის წრე, რომელიც გამოიყენება პალმის ფოთლების დასაწვავად (ბზობის კვირადან). პალმის ფოთლების დაწვით მიღებული ფერფლი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფერფლის ოთხშაბათის რიტუალებში. მე კათოლიკე ვიყავი და ჩვენს ეკლესიაში იყო ასეთი."
8. "დაახლოებით 85 სმ სიგრძის. ხელნაკეთ ლითონს ჰგავს. არანაირი მარკირება არ აქვს"
პასუხი: “ეს არის შამფურები მარშმელოუს, ძეხვის, ხორცის და სხვა საკვების შესაწვავად ცეცხლზე"
9. “აგარაკზე ვიპოვეთ, გარედან მყარი პლასტმასია, შიგნით კი რბილი სილიკონი. იხსნება და იხურება დაწკაპუნებით."
პასუხი: “ქვაბის სახელურების საჭერია, მათი დამაგრება დაწკაპუნებითაც შეიძლება"
10. „რა არის? ვიღაცამ ისინი კედლებზე და კარებზე მიაკრა ოფისის მთელ შენობაში“.
პასუხი: „ეს არის უსაფრთხოების შემოწმებისთვის. როდესაც დაცვის წევრები ტრიალებენ სართულებზე, ისინი იყენებენ კოდის სკანირების მოწყობილობას, რათა დაამტკიცონ, რომ პატრულირებდნენ ტერიტორიას. ”
11. “კარიბის კუნძულებზე ეს თეთრი რაღაც ერთ ბიჭს ეკეთა კოჭზე, რისთვისაა?"
პასუხი: “კოღოების დასაფრთხობია"
12. “ჩემი ჭიკა მიკროღუმელიდან გამოღების შემდეგ ასე გამოიყურება"
პასუხი: “თიხის ობიექტები ფოროვანია, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მასალაზე. მაგალითად, ფაიფური უფრო მკვრივია, ხოლო თიხის ჭურჭელი და კერამიკა ნაკლებად. ორივე შემთხვევაში სითხეს შეუძლია გაცხელებულ თიხაში გაიაროს. გარედან გამოყენებული მინანქარი შეიძლება მტკიცედ გამოიყურებოდეს, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს ასობით პატარა ბზარი და ხვრელი. როდესაც სითხეს მიკროტალღურ ღუმელში აცხელებთ ან უბრალოდ ტოვებთ მას კერამიკულ ჭურჭელში, ის შეიძლება გაიჟონოს და დაკრისტალდეს ბზარებსა და ნახვრეტებში. ეს ჩვეულებრივ ხდება მხოლოდ იაფფასიან ჭურჭელთან ან ხელნაკეთ ჭურჭელთან“.