x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე იაპონიაში-საინტერესო ფაქტები უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ

image
აოკიგაჰარა, იგივე ჯუკაი არის ტყე იაპონიის კუნძულ ჰონშუზე, წმინდა მთა ფუძიამას ძირში, რომელმაც ძალიან ცნობილი რეპუტაცია მოიპოვა. ეს ტყე სამწუხარო ღირსშესანიშნაობაა იაპონიაში და ცნობილი გახდა იმით, რომ ტყე პოპულარობით სარგებლობს თვითმკვლელთა შორის. ყოველწლიურად ამ ტყის ბუჩქნარში 70-დან 100-მდე ადამიანის გვამს პოულობენ და რაც უფრო გასაკვირია, აოკიგაჰარას ტურისტებიც არანაკლებ ხშირად სტუმრობენ.

იაპონურად აოკიგაჰარა ნიშნავს "მწვანე ხეების დაბლობს" და ჯუკაი ნიშნავს "ხეების ზღვას". და მართლაც, თუ ტყეს ზემოდან შეხედავ, ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, თითქოს მწვანე ზღვა გაქვთ წინ.image
ეს ტყე შეიქმნა 1707 წელს, ფუძიამას მთის უძლიერესი ამოფრქვევის შემდეგ, რომლის ლავამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ მოიცვა უზარმაზარი მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 3000 ჰექტარი ფართობით, რომელზედაც ტყე გაშენდა.image
მთელი ტყის ტერიტორია უცნაური ხის ფორმებითაა მოცული, ტყის ბუჩქებში ბევრი გამოქვაბულები და ნაპრალებია, რაც ისედაც შემზარავ ტყეს კიდევ უფრო შემზარავ იერს მატებს.image
აოკიგაჰარა ითვლება ეროვნულ პარკად, რომელსაც აქვს რამდენიმე საფეხმავლო ბილიკი, მაგრამ უნდა იყოთ გაბედული ამ ტყეში ნებაყოფლობით მოგზაურობისთვის. თავად იაპონელები ამ ადგილს თვითმკვლელთა ტყეს უწოდებენ.image
თავდაპირველად აოკიგაჰარა ითვლებოდა დემონებისა და აჩრდილების ჰაბიტატად, დადიოდა საშინელი ლეგენდები, რომელთა შესახებ იაპონელებმა იცოდნენ შუა საუკუნეებიდან. ამბობენ იმასაც, რომ მე-19 საუკუნეში ღარიბმა ოჯახებმა, რომლებიც ვერ აჭმევდნენ მოხუცებს და შვილებს, მიიყვანეს ისინი ამ ტყეში და დატოვეს სასიკვდილოდ. მას შემდეგ ცრუმორწმუნე იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ტყე სავსეა სულებითა და მოჩვენებებით, რომლებიც იქ ცხოვრობენ.image
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არავინ ტოვებს ნათესავებს ამ ტყეში, გაურკვეველი მიზეზის გამო, ეს ადგილი, მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი სიცოცხლის მოსპობა. აოკიგაჰარა მეორე ყველაზე პოპულარული ადგილია თვითმკვლელობისთვის, სან-ფრანცისკოს ოქროს ხიდის შემდეგ.image
1970 წლიდან პოლიციამ დაიწყო თვითმკვლელთა ცხედრების ოფიციალური ძებნა და ყოველწლიურად ამ ტყეში ნაპოვნი დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ იზრდება.image
თვითმკვლელთა შორის სიკვდილის ყველაზე პოპულარული გზებია ჩამოხრჩობა და შხამით მოწამვლა.image
თვითმხილველების თქმით, საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაბიჯის გადადგმა ტყის სიღრმეში და ადგილზე შეგიძლიათ ნახოთ ნივთები, აბების ცარიელი შეფუთვები, ჩანთები და ხეებზე ჩამოკიდებული თოკებიც კი.image
თვითმკვლელობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, იაპონიის ხელისუფლებამ ტყის შესასვლელთან დამხმარე ხაზის ნომრით აბრები დაამონტაჟა და ადგილობრივ მაღაზიებში მედიკამენტებისა და თოკების გაყიდვაც აკრძალულია.image
წელიწადში ერთხელ მოხალისეები და პოლიციის თანამშრომლები ათვალიერებენ ტყის შემოგარენს, ახალი ცხედრების პოვნისთვის. ტურისტული გიდები მოუწოდებენ ამ ტყეში გავლის მსურველებს, არ გადაუხვიონ ოფიციალურ მარშრუტებს, რადგან ტყეში დაკარგვა ძალიან ადვილია.imageimageimageimage













0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0