აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე იაპონიაში-საინტერესო ფაქტები უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ
![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815032489693.jpg)
აოკიგაჰარა, იგივე ჯუკაი არის ტყე იაპონიის კუნძულ ჰონშუზე, წმინდა მთა ფუძიამას ძირში, რომელმაც ძალიან ცნობილი რეპუტაცია მოიპოვა. ეს ტყე სამწუხარო ღირსშესანიშნაობაა იაპონიაში და ცნობილი გახდა იმით, რომ ტყე პოპულარობით სარგებლობს თვითმკვლელთა შორის. ყოველწლიურად ამ ტყის ბუჩქნარში 70-დან 100-მდე ადამიანის გვამს პოულობენ და რაც უფრო გასაკვირია, აოკიგაჰარას ტურისტებიც არანაკლებ ხშირად სტუმრობენ.
იაპონურად აოკიგაჰარა ნიშნავს "მწვანე ხეების დაბლობს" და ჯუკაი ნიშნავს "ხეების ზღვას". და მართლაც, თუ ტყეს ზემოდან შეხედავ, ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, თითქოს მწვანე ზღვა გაქვთ წინ.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815074789693.jpg)
ეს ტყე შეიქმნა 1707 წელს, ფუძიამას მთის უძლიერესი ამოფრქვევის შემდეგ, რომლის ლავამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ მოიცვა უზარმაზარი მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 3000 ჰექტარი ფართობით, რომელზედაც ტყე გაშენდა.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815110389693.jpg)
მთელი ტყის ტერიტორია უცნაური ხის ფორმებითაა მოცული, ტყის ბუჩქებში ბევრი გამოქვაბულები და ნაპრალებია, რაც ისედაც შემზარავ ტყეს კიდევ უფრო შემზარავ იერს მატებს.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815123089693.jpg)
აოკიგაჰარა ითვლება ეროვნულ პარკად, რომელსაც აქვს რამდენიმე საფეხმავლო ბილიკი, მაგრამ უნდა იყოთ გაბედული ამ ტყეში ნებაყოფლობით მოგზაურობისთვის. თავად იაპონელები ამ ადგილს თვითმკვლელთა ტყეს უწოდებენ.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815134489693.png)
თავდაპირველად აოკიგაჰარა ითვლებოდა დემონებისა და აჩრდილების ჰაბიტატად, დადიოდა საშინელი ლეგენდები, რომელთა შესახებ იაპონელებმა იცოდნენ შუა საუკუნეებიდან. ამბობენ იმასაც, რომ მე-19 საუკუნეში ღარიბმა ოჯახებმა, რომლებიც ვერ აჭმევდნენ მოხუცებს და შვილებს, მიიყვანეს ისინი ამ ტყეში და დატოვეს სასიკვდილოდ. მას შემდეგ ცრუმორწმუნე იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ტყე სავსეა სულებითა და მოჩვენებებით, რომლებიც იქ ცხოვრობენ.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815162589693.jpg)
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არავინ ტოვებს ნათესავებს ამ ტყეში, გაურკვეველი მიზეზის გამო, ეს ადგილი, მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი სიცოცხლის მოსპობა. აოკიგაჰარა მეორე ყველაზე პოპულარული ადგილია თვითმკვლელობისთვის, სან-ფრანცისკოს ოქროს ხიდის შემდეგ.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815174989693.jpg)
1970 წლიდან პოლიციამ დაიწყო თვითმკვლელთა ცხედრების ოფიციალური ძებნა და ყოველწლიურად ამ ტყეში ნაპოვნი დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ იზრდება.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815183589693.jpg)
თვითმკვლელთა შორის სიკვდილის ყველაზე პოპულარული გზებია ჩამოხრჩობა და შხამით მოწამვლა.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815192689693.jpg)
თვითმხილველების თქმით, საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაბიჯის გადადგმა ტყის სიღრმეში და ადგილზე შეგიძლიათ ნახოთ ნივთები, აბების ცარიელი შეფუთვები, ჩანთები და ხეებზე ჩამოკიდებული თოკებიც კი.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815200789693.jpg)
თვითმკვლელობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, იაპონიის ხელისუფლებამ ტყის შესასვლელთან დამხმარე ხაზის ნომრით აბრები დაამონტაჟა და ადგილობრივ მაღაზიებში მედიკამენტებისა და თოკების გაყიდვაც აკრძალულია.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815204689693.jpg)
წელიწადში ერთხელ მოხალისეები და პოლიციის თანამშრომლები ათვალიერებენ ტყის შემოგარენს, ახალი ცხედრების პოვნისთვის. ტურისტული გიდები მოუწოდებენ ამ ტყეში გავლის მსურველებს, არ გადაუხვიონ ოფიციალურ მარშრუტებს, რადგან ტყეში დაკარგვა ძალიან ადვილია.![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815213589693.jpg)
![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815222889693.jpg)
![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815223789693.jpg)
![აოკიგაჰარა - თვითმკვლელთა ტყე
იაპონიაში-საინტერესო ფაქტები
უძველესი და საზარელი ადგილის შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092815225089693.jpg)