სხვა ჩაფხუტი-ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში მდგარი საშუალება, რომელიც ათასობით ადამიანს იცავს ტრავმისაგან და სიკვდილისგანაც კი 2022, 28 სექტემბერი, 15:13 მას შემდეგ რაც რაინდების ეპოქაში ვიღაც ჭკვიან ადამიანს აზრად მოუვიდა შეექმნა დამცავი მუზარადი, ბრძოლაში მეომრის თავი მეტად დაცული გახდა, მუზარადებმა საუკუნეების მანძილზე ფორმაც შეიცვალა, იერიც, წონაც და გამძლეობაც.
მოდით ამჯერად ომს და მეომრის ჩაფხუტებს თავი დავანებოთ და სპორტის მოყვარულებისათვის აუცილებელ ჩაფხუტებზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩაფხუტებს დღეს დიდი მოთხოვნა აქვს, მას იყენებენ ბაიკერები, ველოსიპედით გადაადგილების მოყვარულები, გასართობი საზღვაო სკუტერის თუ სახმელეთო სკუტერის მძღოლები, გარდა ამისა სკეიტბორდის, გორგოლაჭებიანი ფეხსაცმლის და სეგუეის მომხმარებლები. ვინ მოთვლის რამდენი ადამიანი გადაურჩენია მძიმე ტრავმისაგან ჩაფხუტმა, ბაიკერებს მაღალი სიჩქარე იზიდავთ, რაც ტრავმის რისკებს ზრდის, ტრავმა კი განსაკუთღებით საშიშია როცა ქალა-ტვინის ტრავმა ხდება, ასეთ დროს ლეტალური გამოსავლის ალბათობა ძალიან მაღალია. ევროპაში ნებისმიერი მოქალაქე ჩემს მიერ ჩამოთვლილ ტრანსპორტზე არავინ დაჯდება დამცავი ჩაფხუტის გარეშე, ესაა უსაფრთხოების დაცვის მიღბული წესი და ნორმა, რომელიც ჯერ კიდევ უცხოა ქართველებისათვის. რამდენიმე დღის წინ ქუთაისის გზაზე ჩავუარე ახალგაზრდა ბაიკერ გოგოს, რომელსაც არც ჩაფხუტი ეხურა, არც სამუხლეები ეკეთა, არც ხერხემლის დამცავი ბაიკერის კოსტუმი ეცვა და არც ხელთათმანები ჰქონდა, არა და საკმაოდ სრაფ მანევრებს აკეთბდა გასწრებისას. წარმოიდგინეთ ამდენი მწერის თვალებში მოხვედრას რა შედეგი მოჰყვებოდა რომ არა ჩაფხუტის დამცავი ფუნქცია. ბაიკერის ჩაფხუტი ავარიის შემდეგ ასე გამოიყურება. აი რატომ უნდა ატაროთ ჩაფხუტი. ჩაფხუტმა და მისმა შიდა დამცავმა ფენამ ბაიკერი სიკვდილს გადაარჩინა. ამ დალეწილმა ჩაფხუტმა გაგიკვირდებათ, მაგრამ 5 წლის მოზარდი ველოსიპედისტი ქალა-ტვინის ტრავმისაგან დაიცვა. მოთხილამურე სიკვდილს გადაარჩინა ამ ჩაფხუტმა. წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა ამ ბაიკერის სახეს ჩაფხუტის გარეშე. ბაჰრეინში მიმდინარე ტურში ავტომრბოლელი რომენ გროჟანი ამ ჩაფხუტმა იხსნა დაღუპვისაგან. ა, ჩაფხუტის პატრონი ბოძს შეასკდა, მაგრამ ნაკაზრის გარეშე გადარჩა ამ ჩაფხუტის დახმარებით. ჩაფხუტმა თქვენი ჭირი წაიღო, მაგრამ მფლობელი იოლად გადარჩა. ყინულზე ბაიკით გადაადგილება მიუღბელია, მაგრამ პატრონის სიცოცხლე ჩაფხუტმა დაიცვა. ამ ჩაფხუტის პატრონი უჩაფხუტოდ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მოხვდებოდა უეჭველი. 159 4-ს მოსწონს |