საბუნებისმეტყველო ბუნებრივი გაზის კრატერი, გველების კუნძული და ა.შ. - მსოფლიოს ლამაზი, მაგრამ სახიფათო ადგილები (ნაწ.II) 2022, 28 სექტემბერი, 9:29
სტატიის დასაწყისი იხილეთ აქ
ნახეთ, თუ სად შეიძლება შეიტყუოს ადამიანი თავგადასავლების სურვილმა და განუმეორებელმა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ფოტოებმა, სახიფათო სიღრმეები, საშინელი ცხოველები, თავბრუდამხვევი ბილიკები და თვალწარმტაცი ხედები. 9. სიკვდილის გზა, ბოლივია. გაიყვანეს 1932 წელს. სახიფათო მოსახვევები, რთული რელიეფი (გზის ერთი მხრიდან მეწყერსაშიში გზა, მეორე მხრიდან ექვსი მეტრი სიღრმის ხრამი) და ცუდი ხარისხის გზის საფარი გახდა მიზეზი მრავალი წლის განმავლობაში უამრავი ავტოკატასტროფისა. ამჟამად გაყვანილია მეორე, შემოვლითი გზა, ამიტომ ძველ გზაზე მხოლოდ ტურისტ-ექსტრემალებს შეხვდებით. 10. ჩერნობილი, უკრაინა. 1986 წელს მომხდარი საშინელი ტრაგედიის (ატომური ელექტროსადგურის ბლოკის ავარია და ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება) შედეგად ხალხმა მიატოვა საცხოვრებელი სახლები. ახლა ის მკვდარი ქალაქია.
11. კუნძული კომოდო, ინდონეზია. განთქმულია თავისი ბინადრებით–სამმეტრიანი ვარანებით. ისინი არა მარტო თხრიან ადგილობრივი სასაფლაოების სამარხებს, არამედ შეუძლიათ თავს დაესხან ადამიანსაც, თუ ის დაჭრილია (სისხლის სუნს ვარანი რამდენიმე კილომეტრზე გრძნობს). ცხოველები სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა, ასე რომ ადამიანები იძულებული არიან შეეგუონ მათ. 12. მთა ხუაშანი, ჩინეთი. დაოსიზმის ხუთი წმინდა მთიდან ერთ-ერთია. მის წვერზე ტაძარია აგებული. ტაძრამდე მისასვლელი გზა აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე საშიშად, მიუხედავად ამისა ტურისტების ინტერესი სახიფათო ბილიკებისადმი მაინც დიდია. მომლოცველები და ტურისტები მაინც ამ გზით, და არა ფუნიკულორით, ამჯობინებენ ტაძრამდე ასვლას. 13. ბერმუდის სამკუთხედი, ატლანტის ოკეანე. აქ უკვალოდ ქრება საზღვაო და საჰაერო ხომალდები, ნავიგაციის ხელსაწყოები კი მწყობრიდან გამოდის. მიზეზი–უამრავი მეჩეჩებია, აგრეთვე ხშირი ციკლონები და შტორმები. 14. სიკვდილის ველი, კამჩატკა, რუსეთი. დიდი ხნის განმავლობაში აქ ყოფნა სასიკვდილოა, რადგან ძალიან მაღალია მომწამვლელი აირების კონცენტრაცია: ძირითადად გოგირდწყალბადის, ნახშიროჟანგის და სხვ. 15. კალიფორნიის სანაპირო, აშშ. თეთრი ზვიგენების საყვარელი ადგილი, მაგრამ ძალიან საშიში ადამიანებისთვის. 16. დიატლოვის უღელტეხილი, ურალის მთები. დღემდე არ არის გახსნილი 1959 წლის დიატლოვის ექსპედიციის ყველა წევრის დაღუპვის საიდუმლო. 17. გველების კუნძული, ბრაზილია. მსოფლიოში უდიდეს ბუნებრივ სერპენტარიუმად (გველების მოსაშენებელი ადგილი მათგან შხამის მისაღებად) ითვლება: 1 მეტრზე ექვსი გველი მოდის. 18. დარვაზა, თურქმენეთი. ცეცხლოვანი კრატერი 60 მეტრის დიამეტრით, მდებარეობს ყარაყორუმის უდაბნოში. იგი წარმოიქმნა 1971 წელს, ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით წარუმატებელი გაბურღვის შედეგად. ხალხისთვის საფრთხე რომ არ შეექმნა, კრატერს ცეცხლი წაუკიდეს იმ იმედით, რომ რამდენიმე დღეში ჩაქრებოდა. მაგრამ იგი დღესაც იწვის, 46 წლის შემდეგ. 19. კუნძული გრუინარდი, შოტლანდია. მეორე მსოფლიო ომის დროს ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იქცა. კუნძულზე შეიყვანეს ცხვრები და ჩამოაგდეს ციმბირული წყლულის სპორების შემცველი ბომბი. ცხვრები დაიღუპნენ, წყლული კი მხოლოდ 80-იან წლებში იქნა საბოლოოდ განადგურებული მთლიანად კუნძულის ფორმალდეჰიდით მორწყვის შედეგად. 20. ცენტრალია, პენსილვანია, აშშ. ადამიანების მიერ მიტოვებული ქალაქი, სადაც უკვე ნახევარი საუკუნეა, ჯერ კიდევ იწვის ქვანახშირის მაღაროები. იხილეთ შემდეგი სტატიები:დის თვალწინ ტბაში ჩავარდა და...დადნა. მსოფლიოს ლამაზი, მაგრამ სახიფათო ადგილები (ნაწ. I) ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს შიმშილის ქვები, რომლებიც მისალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობს კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე 297 3-ს მოსწონს |