x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"დის თვალწინ ტბაში ჩავარდა და...დადნა" - მსოფლიოს ლამაზი, მაგრამ სახიფათო ადგილები (ნაწ. I)

image


ნახეთ, თუ სად შეიძლება შეიტყუოს ადამიანი თავგადასავლების სურვილმა და განუმეორებელმა ფოტოებმა: სახიფათო სიღრმეები, საშინელი ცხოველები, თავბრუდამხვევი ბილიკები და თვალწარმტაცი ხედები.


1. ტბა მანჩაკი, ლუიზიანას შტატი, აშშ. გარდა ჭორებისა ვუდუს კულტის მსახურის წყევლის შესახებ (ამბობენ, რომ აქ ხალხიც უგზო-უკვლოდ იკარგება), რეალური საფრთხეც არსებობს– ჭაობი სავსეა ალიგატორებით. ტერიტორიის ამოშრობის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.


image


2. მთა ვაშინგტონი, აშშ. მის მწვერვალზე დაფიქსირდა ქარის სიჩქარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი–360 კმ./სთ.-ზე მეტი. რეკორდმა 1934 წელს 372 კმ./სთ. შეადგინა.


image


3. ტბა კაინდი, ყაზახეთი. აქ თევზები არ ბინადრობენ, წყლის ტემპერატურა წლის ნებისმიერ დროს ძალიან დაბალია და ტბის დონე გვალვის დროსაც კი არ იცვლება – სრულიად საკმარისია, რომ მას "მკვდარი" ტბა უწოდოთ.


image


4. მჟავების ტბა იელოუსტონის პარკში, აშშ. ასეთი ადგილების მონახულების წესების დაუცველობამ შეიძლება ტრაგედიამდე მიგვიყვანოს. ასე, მაგალითად, 2016 წლის ზაფხულში ორეგონას მცხოვრებმა გადაწყვიტა ხელით შეემოწმებინა წყლის ტემპერატურა, ფეხი დაუცდა, წყალსატევში ჩავარდა და ...დის თვალწინ დადნა, დაიშალა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).



image


5. ტბა ნატრონი, ტანზანია. ეს ის ფენომენია, რომლის ამოცნობაც მეცნიერებმა დღემდა ვერ შესძლეს. წყალსატევი, რომელიც დიდი რაოდენობით ნატრიუმის კარბონატს შეიცავს, არა მარტო კლავს მასთან მიახლოებულ ცხოველებს, მათ მუმიებად აქცევს. მსხვერპლი მოჯადოებულივით გამოიყურება.


image


image


6. დიდი ლურჯი ხვრელი, ბელიზი. ხვრელის დიამეტრია 305 მეტრი, სიღრმე–123 მეტრი. იქ უამრავი გამოქვაბულია, ვიწრო ლაბირინთები, სტალაქტიტები და ზღვის ბინადარი (სიცოცხლისთვის საშიში). მას "დაივერების სასაფლაოს" უწოდებენ.


image


7. ცეცხლოვანი მთა, ინდონეზია. მოქმედი ვულკანი, რომელიც უკვე რამდენიმე ასეულჯერ ამოიფრქვა. ფერფლის სვეტები ვულკანის თავზე 3000 მეტრს აღწევს. ბოლო მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2014 წელს, დაიღუპა ორ ათეულამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი.


image


8. უდაბნო დანაკილი, ეთიოპია. საოცრად ლამაზი და წარმოუდგენლად ტოქსიკური. ატმოსფერო ტბის გარშემო გაჯერებულია შხამიანი აირებით, ჰაერის ტემპერატურა კი 50 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს.


image






(სტატიის გაგრძელება იხილეთ აქ)

იხილეთ შემდეგი სტატიები:

ბუნებრივი გაზის კრატერი, გველების კუნძული და ა.შ. მსოფლიოს ლამაზი, მაგრამ სახიფათო ადგილები (ნაწ.II)

image

უნიკალური ლანდშაფტის მქონე მსოფლიოს დასახლებული ადგილები

image


არქეოლოგებმა ძველი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც ყელზე ცელი ჰქონდა მიბჯენილი

image


ცოტა უცნაური იუმორი-ცხოველები კისრის გარეშე (ამერიკელი სტუდენტის ფოტოშოპი-ჰობი)

image


ბუნების 6 საოცრება, რომელიც ნებისმიერ საშინელებათა ფილმზე უარესია (+ვიდეო)

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image


საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


ხუთი ცხოველი, რომელთა შექმნისას დედა-ბუნება "ცუდ ხასიათზე იყო" (+ვიდეო)

image






0
484
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
484