x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ბუნებრივი გაზის კრატერი, გველების კუნძული და ა.შ. - მსოფლიოს ლამაზი, მაგრამ სახიფათო ადგილები (ნაწ.II)

image


სტატიის დასაწყისი იხილეთ აქ

ნახეთ, თუ სად შეიძლება შეიტყუოს ადამიანი თავგადასავლების სურვილმა და განუმეორებელმა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ფოტოებმა, სახიფათო სიღრმეები, საშინელი ცხოველები, თავბრუდამხვევი ბილიკები და თვალწარმტაცი ხედები.


9. სიკვდილის გზა, ბოლივია. გაიყვანეს 1932 წელს. სახიფათო მოსახვევები, რთული რელიეფი (გზის ერთი მხრიდან მეწყერსაშიში გზა, მეორე მხრიდან ექვსი მეტრი სიღრმის ხრამი) და ცუდი ხარისხის გზის საფარი გახდა მიზეზი მრავალი წლის განმავლობაში უამრავი ავტოკატასტროფისა.


image


ამჟამად გაყვანილია მეორე, შემოვლითი გზა, ამიტომ ძველ გზაზე მხოლოდ ტურისტ-ექსტრემალებს შეხვდებით.


image


10. ჩერნობილი, უკრაინა. 1986 წელს მომხდარი საშინელი ტრაგედიის (ატომური ელექტროსადგურის ბლოკის ავარია და ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება) შედეგად ხალხმა მიატოვა საცხოვრებელი სახლები. ახლა ის მკვდარი ქალაქია.

image

11. კუნძული კომოდო, ინდონეზია. განთქმულია თავისი ბინადრებით–სამმეტრიანი ვარანებით. ისინი არა მარტო თხრიან ადგილობრივი სასაფლაოების სამარხებს, არამედ შეუძლიათ თავს დაესხან ადამიანსაც, თუ ის დაჭრილია (სისხლის სუნს ვარანი რამდენიმე კილომეტრზე გრძნობს).


image


ცხოველები სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა, ასე რომ ადამიანები იძულებული არიან შეეგუონ მათ.


12. მთა ხუაშანი, ჩინეთი. დაოსიზმის ხუთი წმინდა მთიდან ერთ-ერთია. მის წვერზე ტაძარია აგებული. ტაძრამდე მისასვლელი გზა აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე საშიშად, მიუხედავად ამისა ტურისტების ინტერესი სახიფათო ბილიკებისადმი მაინც დიდია.


image


მომლოცველები და ტურისტები მაინც ამ გზით, და არა ფუნიკულორით, ამჯობინებენ ტაძრამდე ასვლას.


13. ბერმუდის სამკუთხედი, ატლანტის ოკეანე. აქ უკვალოდ ქრება საზღვაო და საჰაერო ხომალდები, ნავიგაციის ხელსაწყოები კი მწყობრიდან გამოდის.


image


მიზეზი–უამრავი მეჩეჩებია, აგრეთვე ხშირი ციკლონები და შტორმები.


14. სიკვდილის ველი, კამჩატკა, რუსეთი. დიდი ხნის განმავლობაში აქ ყოფნა სასიკვდილოა, რადგან ძალიან მაღალია მომწამვლელი აირების კონცენტრაცია: ძირითადად გოგირდწყალბადის, ნახშიროჟანგის და სხვ.


image


15. კალიფორნიის სანაპირო, აშშ. თეთრი ზვიგენების საყვარელი ადგილი, მაგრამ ძალიან საშიში ადამიანებისთვის.


image


16. დიატლოვის უღელტეხილი, ურალის მთები. დღემდე არ არის გახსნილი 1959 წლის დიატლოვის ექსპედიციის ყველა წევრის დაღუპვის საიდუმლო.


image


17. გველების კუნძული, ბრაზილია. მსოფლიოში უდიდეს ბუნებრივ სერპენტარიუმად (გველების მოსაშენებელი ადგილი მათგან შხამის მისაღებად) ითვლება: 1 მეტრზე ექვსი გველი მოდის.


image

image


18. დარვაზა, თურქმენეთი. ცეცხლოვანი კრატერი 60 მეტრის დიამეტრით, მდებარეობს ყარაყორუმის უდაბნოში.


image


იგი წარმოიქმნა 1971 წელს, ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით წარუმატებელი გაბურღვის შედეგად. ხალხისთვის საფრთხე რომ არ შეექმნა, კრატერს ცეცხლი წაუკიდეს იმ იმედით, რომ რამდენიმე დღეში ჩაქრებოდა. მაგრამ იგი დღესაც იწვის, 46 წლის შემდეგ.


image


19. კუნძული გრუინარდი, შოტლანდია. მეორე მსოფლიო ომის დროს ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იქცა.


image


კუნძულზე შეიყვანეს ცხვრები და ჩამოაგდეს ციმბირული წყლულის სპორების შემცველი ბომბი. ცხვრები დაიღუპნენ, წყლული კი მხოლოდ 80-იან წლებში იქნა საბოლოოდ განადგურებული მთლიანად კუნძულის ფორმალდეჰიდით მორწყვის შედეგად.


image


20. ცენტრალია, პენსილვანია, აშშ. ადამიანების მიერ მიტოვებული ქალაქი, სადაც უკვე ნახევარი საუკუნეა, ჯერ კიდევ იწვის ქვანახშირის მაღაროები.


image







იხილეთ შემდეგი სტატიები:








დის თვალწინ ტბაში ჩავარდა და...დადნა. მსოფლიოს ლამაზი, მაგრამ სახიფათო ადგილები (ნაწ. I)

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image


სახლი მდინარეში (საფრანგეთი)

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image


ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს

image


უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image


შიმშილის ქვები, რომლებიც მისალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობს

image


კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image


ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე

image







0
297
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
297