x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"27 სექტემბერს დაასრულეს რუსებმა აფხაზეთში გენოციდი" - ნათია ფანჯიკიძე

image

"27 სექტემბერს დაასრულეს რუსებმა აფხაზეთში გენოციდი, ქართველებისგან ტერიტორიის გაწმენდა. ამ დღეს დახვრიტეს მამია ალასანია, ჟიული შარტავა (ყველა სახელი უნდა იყოს აქ ჩამოთვლილი, ვინც ერთად მოკლეს და ერთად დამარხეს, მაგრამ არ გავაგრძელებ), ასევე დახვრიტეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე და ტყვე. ამ დღეს, ვინც უკრაინელების ვერტმფრენებზე და გემებზე ვერ დაეტია, მიუხედავად იმისა, რომ შეუსვენებლად, ასობით რეისს აკეთებდნენ ხალხის გადასარჩენად (მამაჩემიც მათ გამოიყვანეს გემით, მადლობა მათ. მამამ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა და მყავდა გვერდით), ჭუბერის გზაზე დაიძრნენ დევნილები და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა გზაში, სიცივით, შიმშილით, განსაკუთრებით ბევრი მოხუცი, ქალი, ბავშვი.

გავიდა 29 წელი. საქართველოს რუსეთის მხარეს კარი არ ეხურება, ოკუპირებულ ქვეყანაში მტერთან უვიზო რეჟიმი გვაქვს. ხაჭაპურზე რიგია. მალე იმდენი იქნებიან, პირდაპირ შევლენ სახლებში. აღარც ქირაზე, ან ყიდვაზე შეიწუხებენ თავს. მთავრობა დუმს. ხალხი "გემრიელად მიირთვის" რუსულად უაქცენტოდ გამოთქმაში მეცადინეობს.

უკრაინა მესამე თავს კვეთს გველეშაპს.

დილა მშვიდობისა "-წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.


0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0