მსოფლიო გერმანელი ექსპერტების დასკვნა: რამდენად მდიდარია პუტინი? 2022, 26 სექტემბერი, 21:55 რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი ავადმყოფური იდეებით საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ, თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ რა ქონებას ფლობს ის. ამ სტატიაში თქვენ რუსი დიქტატორის რეალური შემოსავლების და სიმდიდრის შესახებ სავარაუდო მონაცემებს შეიტყობთ.
ოფიციალურად პუტინი იმაზე გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე ბევრი დასავლელი წამყვანი პოლიტიკოსი. მაგრამ არაოფიციალურად ის ფლობს სხვადასხვა ნავთობკომპანიების წილებს. გარდა ამისა ის სისტემატიურად იღებს ანონიმურ თანხებს სხვადასხვა საიდუმლო ანგარიშებიდან, რომელთა უდიდესი ნაწილი ოფშორებშია განთავსებული. ამ თანხების წყალობით ის ევროპის უმდიდრესი ადამიანია. გერმანელი ექსპერტების შეფასებით პუტინი 36 მილიარდ ევროზე მეტ ქონებას ფლობს (2021 წლის იანვრის მონაცემები), თუმცა ეს მონაცემები მიახლოებითია და რეალურად პუტინი შესაძლოა გაცილებით უფრო მეტ სიმდიდრესაც კი ფლობდეს. ოფიციალურად პუტინის ხელფასი წლიურად 283, 787 ევროა. მაგრამ კრემლის შეფისთვის ეს ფული რეალურად მხოლოდ საცოდავი გროშებია. მისი წილებიდან წმინდა ნავარაუდევი მოგება წლიურად 1 მილიარდ ევროს შეადგენს. როგორც vermögenmagazin.de წერს, ეს ფული სხვადასხვა დასავლურ ანგარიშებზე ნაწილდება. ჰეჯფონდის მენეჯერი ბილ ბროუდერი 2015 წელს იმასაც კი ამტკიცებდა, რომ პუტინი 200 მილიარდი დოლარით პლანეტის უმდიდრესი პიროვნებაც კი იყო, თუმცა ამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია, რადგან პუტინის ფინანსები მკაცრად არის გასაიდუმლოებული. სავარაუდოდ, ბილ ბროუდერის მოსაზრება სიმართლესთან უფრო ახლოს უნდა იყოს. დღეს, როცა პუტინი მთელ რუსეთს დიქტატორული უფლებამოსილებებით აკონტროლებს, ის შეუზღუდავად აკონტროლებს ასევე რუსეთის ფინანსებსაც, საიდანაც იოლად შეეძლო სათავისოდ 36 მილიარდ ევროზე გაცილებით მეტი თანხის გადამალვა. სინდისი დაუშლიდა თუ ნამუსი? 412 შეფასება არ არის
|