x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩემს ამ ომზე, სასოწარკვეთაზე, ტკივილზე, ტანჯვაზე, ფსკერზე ოდესმე აუცილებლად დავწერ“ - გიორგი კეკელიძე
image

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მისი მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

.

გიორგი კეკელიძე ყველას მადლობას უხდის ამ დროის განმავლობაში გვერდში დგომისთვს. გთავაზობთ მწერლის საინტერესო სტატუსს, რომელიც მის მდგომარეობას ასახავს.

.

„მძიმე დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებთან წელიწადზე მეტხნიან ბრძოლაში, რომელთა კუდებსაც ახლა ვუღებ ბოლოს, კარგად მივხვდი რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას. ამ ომზე, სასოწარკვეთაზე, ტკივილზე, ტანჯვაზე, ფსკერზე ოდესმე აუცილებლად დავწერ. დავწერ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იბრძვის და იმედი სჭირდება - სიტყვა სჭირდება, უბრალო და ყველაზე დიდი. ახლა კი მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ; ხალხს, ვინც ქუჩაში მხვდებოდა ან აქ, სოციალურ ქსელში მიცვლიდა ორიოდ სიტყვას. მე ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, მაგრამ გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ. ეს მადლობა გარდაუვლად უნდა მეთქვა“, - წერს გიორგი კეკელიძე.


.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მის მძიმე შინაგან მდგომარეობაზე და დეპრესიაზე წერდა . ის საზოგადოებას ემშვიდობებოდა, რის გამოც სოციალურ ქსელში საზოგადოება წუხდა. საბედნიეროდ, ამჯერად, კეკელიძის გადარჩენა მოხერხდა.

.

მწერლის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ფეისბუქგვერდზე პოსტი ვრცელდება. პოსტში საუბარია დეპრესიის და თვითმკვლელობის შესახებ.

.

“წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი. ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი – შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს. ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ცხადად იცოდეთ – ჩემს სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. მხოლოდ მე და ჩემს ობსესია-წარმოსახვებს. სამყარო ხომ ჩვენი წარმოდგენაა მასზე. მადლობა იმ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობდი. მადლობა მეგობრებს, რომლებიც მაძალებდნენ ცხოვრებაში დაბრუნებას/მეც ვცდილობდი მემუშავა და საქმე არ დაზარალებულიყო.

ბოდიში თაკო, ზაალ, ბესო და დედა.

მარად თქვენი, გიორგი კეკელიძე” _ წერია გიორგი კეკელიძის ფეისბუქგვერდზე, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ქსელის მომხმარებელთა ნაწილი კეკელიძისგან მსგავს გადაწყვეტილებას აბსურდად მიიჩნევს. ნაწილი კი ამბობს, რომ, ყველა, ვინც გიორგის იცნობს, მისკენ გაიქცეს.

.

„გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და კარგადაა“. მამა პეტრე კოლხის ცნობით კი, კეკელიძემ დიაზეპამის დიდი დოზა მიიღო.



„ფაქტი ნამდვილია, მას გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა…გადაარჩინეს, სასწრაფოს გადაჰყავს და ახლა ვილოცოთ, რომ კარგად იყოს…მეტჯერ აღარ გაიმეოროს და იმედია დააფასებს სიცოცხლეს!..30 დიაზეპამი მიუღია“, - წერდა პეტრე კოლხი. სწორედ მან დაადასტურა მისი სუიციდის მცდელობის ამბავი.

0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0