x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორი შეიძლება იყოს სამყაროს აღსასრული? - აპოკალიფსის 12 სცენარი

სტოკჰოლმში განთავსებული გლობალური გამოწვევების ფონდის და ოქსფორდის უნივერსიტეტის კაცობრიობის მომავლის პროექტის მეცნიერებმა სცადეს პროგნოზის ჩამოყალიბება, თუ რამ შეიძლება შეუქმნას განჭვრეტად მომავალში ყველაზე დიდი საშიშროება ადამიანთა მოდგმას და განსაზღვრეს ის 12 საფრთხე, რაც ყველაზე მწვავედ გვემუქრება.


ამ თორმეტი საფრთხისგან შემდგარ სიას ქვემოთ გადავხედავთ:


კატასტროფა


1. კლიმატის ცვლილება



გლობალური დათბობა მართლაც ყველაზე დიდი საფრთხეა, რაც კი კაცობრიობას ემუქრება. ეკოსისტემაზე სათბურის ეფექტის ზემოქმედებამ მასობრივი შიმშილობა და გიგანტური მასშტაბების მსხვერპლი შეიძლება გამოიწვიოს. საზოგადოებრივმა ინსტიტუტებმა არსებობა შეიძლება შეწყვიტონ და გაჩნდეს არნახული სიმძლავრის მსოფლიო კონფლიქტი. ამიტომ ეს საფრთხე მეცნიერებმა პირველ ადგილზე განათავსეს.


კატაასტროფა


2. ასტეროიდის დაცემა


სამეცნიერო ფანტასტიკის და აპოკალიფსის ჟანრის ფილმების უსაყვარლესი თემატიკა - ასტეროიდის დაცემა სიაში მეორე ადგილს იკავებს. 10 კილომეტრის რადიუსის მქონე გიგანტური ასტეროიდი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა კაცობრიობის არსებობას, დედამიწას სტატისტიკურად ყოველ 65-70 მილიონ წელიწადში ერთხელ ეცემა. უკვე სწორედ ეს დროა გასული დინოზავრების გადაშენებიდან დღემდე.


კატასტროფა


3. სუპერვულკანის ამოფრქვევა


დედამიწაზე არსებობს რამდენიმე ადგილი, საიდანაც სუპერვულკანი შეიძლება ნებისმიერ მომენტში ამოიფრქვას (ერთ-ერთი ასეთი ადგილი აშშ-ში, იელოუსტონის ნაციონალურ პარკში მდებარეობს). სუპერვულკანს შეუძლია წლობით ფერფლით და კვამლით დაფაროს მთელი პლანეტა, რაც სახეობათა უდიდეს ნაწილს პირისაგან მიწისა აღგვის.


კატასტროფა


4. პანდემია


ესეც არანაკლებ სახიფათო სცენარია. წარმოიდგინეთ, კორონავირუსმა რამხელა ზიანი მოგვაყენა. არადა, მომავალში შეიძლება გაჩნდეს სუპერვირუსი, რომელიც კორონავირუსზე ბევრად უფრო იოლად გავრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით და რომლის წინააღმდეგ არც ვაქცინა გვექნება და არც ეფექტური მედიკამენტი. ასეთ შემთხვევაში კაცობრიობა მართლა შეიძლება გადაშენდეს.


კატასტროფა


5. ატომური ომი


ნაკლებად სავარაუდოა, რომ ატომური ომი ოდესმე დაიწყება, თუმცა მეცნიერები მის ალბათობას ბოლომდე მაინც ვერ გამორიცხავენ. ამიტომ ატომური ომი სიაში მე-5 ადგილს იკავებს.


კატასტროფა


6. ხელოვნური ინტელექტი


ამ საფრთხეზე ფილმ “ტერმინატორში” დაწვრილებით არის საუბარი. შეიძლება ბევრს ფილმის სცენარის სხვადასხვა მონაკვეთები (მაგ. დროში მოგზაურობა) არარეალისტურად მოეჩვენოს, მაგრამ რობოტების აჯანყება და მათ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა მეცნიერების აზრით მომავალში რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს.


კატასტროფა


7. სინთეტიკური ბიოლოგია


ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მომაკვდინებელი და საშიში სუპერორგანიზმების წარმოება არ არის ხელწამოსაკრავი საფრთხე და მეცნიერების ამას სწორედ ასე აღიქვამენ. სწორედ მსგავს საფრთხეზეა საუბარი ფილმ Alien-ში.


კატასტროფა


8. ნანოტექნოლოგია


წარმოიდგინეთ მიკროსკოპული სუპერრობოტები, რომლებიც ადამიანის არანაირ ბრძანებას აღარ ემორჩილებიან…


კატასტროფა


9. ეკოლოგიური კოლაფსი


წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, გაჟონვა რომ ჩერნობილის ყველა რეაქტორზე სრულად მომხდარიყო. ევროპაში სიცოცხლე აღარ იარსებებდა. მაგავსი საშიშროება კვლავაც არსებობს.


კატასტროფა


10. სისტემური კოლაფსი


ეკონომიკურ-პოლიტიკური სახის კატასტროფა, მაგ. გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე.


კატასტროფა


11. მსოფლიო ტოტალიტარული ხელისუფლება


შესაძლოა ოდესმე სამყაროში მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ იარსებოს, სადაც დიქტატურა დამყარდება.


კატასტროფა


12. განუსაზღვრელი რისკი


იმისათვის, რათა მკვლევარებს ყველა სხვა შესაძლო რისკი “გადაეფარათ, ” განუსაზღვრელი რისკის ცნება შემოიტანეს. დღეისათვის სრულიად გაუთვალისწინებელმა და დაუჯერებელმა გარემოებებმაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე ჩვენი სახეობის არსებობას.

2
265
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
265
  
2022, 26 სექტემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2