x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამეცნიერო ხარისხის მქონე 7 მსახიობი

ბევრი ცნობილი მსახიობი საკმაოდ განათლებული ადამიანია. და თუ კარიერულ წინსვლაში პრობლემა შეექმნებათ, მათ შეუძლიათ ხელოვნება დატოვონ და მუშაობა საკუთარი სპეციალობით გააგრძელონ.

აქ კინოს და ტელევიზიის 7 ვარსკვლავს წარმოგიდგენთ, რომლებმაც განათლება ისეთ სფეროში მიიღეს, რომელსაც კინემატოგრაფიასთან და ტელევიზიასთან საერთო არაფერი აქვს.


როუენ ატკინსონი
image


პოპულარული ბრიტანელი კომიკოსი, ძალიან ხშირად, სულელურ პერსონაჟებს თამაშობს. მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში, ის თავის კინოგმირებს, საერთოდ არა ჰგავს. ატკინსონმა სამეცნიერო ხარისხი ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის სფეროში, ნიუკასლის უნივერსიტეტში მიიღო.


ლუპიტა ნიონგ’ო
image


ლუპიტა მექსიკაში დაიბადა. მისი მშობლები კი, კენიიდან არიან. ეს ნიჭიერი გოგონა – «ოსკარის» მფლობელი, პირველი კენიელ–მექსიკელი მსახიობია. რაც შეეხება განათლებას, ის იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მაგისტრის ხარისხი აქვს ფილოსოფიაში.


დეივიდ დუხოვნი
image


«საიდუმლო მასალების» ლეგენდარული ტელესერიალში, მეცნიერი ჯილიან ანდერსონის გმირი – დანა სკალია და ეს იმ დროს, როდესაც რეალურ ცხოვრებაში, მეცნიერი დეივიდ დუხოვნია. მან პრინსტონის უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ინგლისური ენის ლიტერატურაში. შემდეგ, სწავლა იელის უნივერსიტეტში გააგრძელა და ის ინგლისური ლიტერატურის ხელოვნების მაგისტრი ხარისხით დაამთავრა. მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე.


მაიემ ბიალიკი
image


მაიემი «დიდი აფეთქების თეორიის» ერთადერთი მსახიობია, ვისაც ნამდვილად ესმოდა სერიალის რთული სამეცნიერო დიალოგების. ეს იმიტომ, რომ მას დოქტორის ხარისხი აქვს ნევროლოგიაში. 1990 – 1995 წლებში, ის კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა და ნეირომედიცინაში, ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ხოლო, 2007 წ. ის უნივერსიტეტში დაბრუნდა და დისერტაციის დაცვის შემდეგ, დოქტორი გახდა.



კენ ჟონგი
image


ყველაზე მეტად, კენ ჟონგი კომედიურ სერიალში – «საზოგადოება» შესრულებული ბენ ჩენგის როლით არის ცნობილი და ასევე, ტრილოგიიდან «წვეულება ვეგასში». მაგრამ მანამდე, მან არა მხოლოდ დოქტორის ხარისხი მიიღო UNC School of Medicine–ში, არამედ, წლის მანძილზე, ლიცენზირებული ექიმიც იყო. ჟონგს ბავშვობიდან მსახიობობა უნდოდა და ვიდრე სამედიცინოზე ჩააბარებდა, ლოს–ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში სამსახიობო კურსებზე დადიოდა. ორდინატურის გავლის შემდეგ, მან მუშაობა ექიმად დაიწყო და პარალელურად, კომედიურ კლუბებში გამოდიოდა. ბოლოს მიხვდა, რომ მსახიობობა მისთვის უფრო მიმზიდველი იყო და მედიცინა მიატოვა.


ნატალი პორტმანი
image


«ოსკარის» მფლობელი და Mavel–ის ვარსკვლავი ნატალი პორტმანი ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობდა და სწავლას და სამსახიობო კარიერას ერთმანეთს უთავსებდა. მან უმაღლესი სასწავლებელი 2003 წელს დაამთავრა. ცნობილია, რომ მსახიობმა არაერთ გახმაურებულ როლზე თქვა უარი, რადგან იმ პერიოდში, მთლიანად განათლებაზე იყო ორიენტირებული. ნატალის ძალიან უყვარს მეცნიერება და საკუთარი წვლილი მეხსიერების კვლევაშიც შეიტანა. მან სამეცნიერო ნაშრომი დაწერა, ამ სფეროდან შორს მყოფი ადამიანებისთვის, მეტად გაუგებარი სახელით: «შუბლის წილების გააქტიურება, ობიექტის მუდმივობის დროს: სპექტროსკოპიის მონაცემები მახლობელ ინფრაწითელ დიაპაზონთან».


ჯეიმზ ფრანკო
image


მეცნიერია ასევე, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი და მხატვარი ჯეიმზ ფრანკო. ის ლოს–ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ფილოლოგიურზე სწავლობდა და პარალელურად, კინოში თამაშობდა. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, მან მწერლობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასპირანტურაში ჩააბარა და იმავდროულად სწავლა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე გააგრძელა, კინოწარმოებაში უკეთესად გარკვევის მიზნით.

ჯეიმზ ფრანკომ სწავლის დასრულების შემდეგ, მაგისტრის და ინგლისური ენის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* პუგაჩოვა სასახლეს ყიდის

* რუსეთის ახალი საზღვარი და ტერიტორია, რომელზეც მას "თვალი კიდევ უჭირავს"

* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე

* ამ ქალაქებში თუ ნამყოფი ხართ, ჩათვალეთ, რომ მსოფლიო ნახეთ...

* ორგიები დედათა მონასტერში

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)

* ბრიტანეთის ფლოტი სომალელ მეკობრეებს ბრიტნი სპირსის სიმღერებით აფრთხობს

* ზიგი "ამაღლებს", ზოგი "ადაბლებს" – 10 რამ, რაც კოლგოტების შესახებ უნდა ვიცოდეთ



0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0