სხვა არქეოლოგებმა ძველი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც ყელზე ცელი ჰქონდა მიბჯენილი 2022, 26 სექტემბერი, 10:03 "ვინმეს მასზე სისხლი დაეწვეთება ან სხეულის ექსჰუმაციის დროს თითს გაიჭრის, და მაშინ სამყაროს დასასრული დადგება"-ხუმრობით (თუ არა?) გვაფრთხილებენ სოც. ქსელებში. პოლონეთის სოფელ პენში, XVII საუკუნის სასაფლაოზე მიმდინარე გათხრების დროს, არქეოლოგები უჩვეულო სამარხს წააწყდნენ: ქალის ჩონჩხს ყელთან მიბჯენილი ჰქონდა ცელი, ბოლოები კი მიწაში იყო ჩამაგრებული, ფეხის თითზე ბოქლომი ედო, წერს daily mail. სავარაუდოდ შუასაუკუნეების მაცხოვრებელი თანამედროვეებმა ვამპირად ჩათვალეს და იზრუნეს, რომ ის ისევ არ წამომდგარიყო. "ცელი ისეთნაირად იდო ყელთან, რომ თუ მიცვალებული "წამოდგომას" შეეცდებოდა, ცელი მას თავს ნამდვილად წააცლიდა – ხსნის არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი დარიუშ პოლინსკი. მიცვალებული სავარაუდოდ, დიდგვაროვანი იყო, ამას მოწმობს აბრეშუმის ქუდის ნარჩენები. ქსელებში ხუმრობით შიშობენ, რომ აღმოჩენას შეიძლება საშინელი შედეგები მოჰყვეს. "მე უკვე ნიორს ვიმარაგებ"-წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, და იხსენებს, რომ ზუსტად ასე იწყება საშინელებათა ფილმები: არქეოლოგები რაღაც საეჭვოს პოულობენ და თავიდან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ შესაძლო საფრთხეს. შედარებით ავანტურული კომენტატორების შეთავაზებაა: მოაშორონ ცელი, ახსნან ბოქლომი და დაელოდონ რა მოხდება. მოკლედ, ჩონჩხი უკვე გადაგზავნილია ქ. ტორუნში (პოლონეთი) შემდგომი გამოკვლევებისთვის. ჯერჯერობით არავითარი ცნობები "გაცოცხლებულ ვამპირზე" არ არის. იხილეთ სხვა სტატიები:მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.) ოთხი გაუგონარი ფაქტი კაცობრიობის ისტორიიდან ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან მეცნიერის რადიაციული საფლავი, წყალქვეშა სასაფლაო და სხვა უჩვეულო საფლავები (+ვიდეო) ჰოუსკის ციხე-სიმაგრე – აშენდა იმისთვის, რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დაელუქათ არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება 824 3-ს მოსწონს |