x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ მოკლეს გიორგი სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და თანმხლები პირები
image1629 წლის 21 სექტემბერს(3 ოქტომბერს ძვ. Სსტილით)ალეპოში(სირია) ვერაგულად მოკლეს გიორგი სააკაძე და მისი თანმხლები პირები.დიდი მოურავი მხოლოდ 49 წლის იყო.



მარაბდის ბრძოლაში ქართველთა დამარცხების მიუხედავად, ქართველები განაგრძობდნენ პარტიზანულ ბრძოლას, ამას დაემატა კახეთის აჯანყება, რის შემდეგაც შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავის განზრახვაზე, გაეწყვიტა მთლიანად კახელები და დარჩენილები ირანში გადაესახლებინა.



ქართველებმა დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა. თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთი ბრძოლა, (1626)სადაც სააკაძე დამარცხდა, რის შემდეგაც იძულებული გახდა გადახვეწილიყო ოსმალეთში.



სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება, თუმცა ყველაფერი მისდა საუბედუროდ სხვაგვარად წარიმართა.




მოურავი ოსმალეთში დიდი პატივით მიიღეს. ყიზილბაშებთან მისი წარმატებული ბრძოლები მაღალი პორტის წინაშე დამსახურებად შეფასდა. სტამბოლში მიიწვიეს, მაჰმადის სჯული მიაღებინეს, წინადაცვეთის ცერემონიალი ზღაპრული ზეიმით გადაიხადეს. სახელად მეჰმედი დაარქვეს, მაგრამ მაინც "მოურავ-ხანად" იხსენიებდნენ.



ოსმალური ისტორიული წყაროების მიხედვით, კონიაში მოურავის თანმხლები პირები (40_50 კაცი) ცუდად იქცეოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას ძარცვავდნენ, დიდგვაროვნებსაც კი აბუჩად იგდებდნენ, რითაც მოურავს სახელს უტეხდნენ. არც მოურავი გამოირჩეოდა სუნიტი მაჰმადიანების ზნე ჩვეულებებისა და ოსმალური კანონების ცოდნით. ამბობენ, რომ იგი ყიზილბაშური თავსაბურავით დადიოდა. მას მუთესელიმად (გადასახადის ამკრები) დაუნიშნავს ერთი ხუცესი (ქეშიშ=მღვდელი) და მისთვის მოვალეობის ასრულება რამდენიმე აზნაურის თანხლებით დაუვალებია. ამათი თავაშვებულობით შეწუხებულ მოსახლეობას მიუმართავს ხუსრევ ფაშასთვის, რომელიც ბაღდადის ასაღებად გამზადებული ყარამანიაში იდგა. ჩადენილ `ბოროტებათა~ პასუხად ხოსროვ ფაშასაგან სასჯელის მიღების შიშით, მოურავი, თანმხლები პირებითურთ, იქაურობას განერიდა, საქართველოსკენ იბრუნა პირი, მაგრამ გზების არცოდნის გამო შორს ვერ წავიდა. თავის მხრივ, დიდვეზირმა გაქცევა მოურავის ღალატად მიიჩნია და საქართველოში დაბრუნების მცდელობად აღიარა. მისი ბრძანებით მოურავი უფროსი ვაჟითა და თანმხლები აზნაუ¬რებით მალათიაში დაიჭირეს და 1629 წლის 3 ოქტომბერს ალეპოში მიიყვანეს. დიდვეზირის კარვის წინ პირველად ყვითელ ხალათგადაცმული, ხელებზე ბორკილებ¬დადებული თეთრწვერა მოურავი დასვეს; შემდეგ კი მისი შვილი და ორმოცი-ორმოცდაათი მხლებელი. ყველას თავი მოკვეთეს.



ოსმალებმა გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯა დიდვეზირის სისხლისღვრის წყურ¬ვილს მიაწერეს. სისხლისღვრის სურვილმა მოაკვლევინა წარსულში ასეთი დამსა¬ხურებული გმირი მოხუცი და ამით ირანის შაჰს შური აძიებინა~ (ქათიბ ჩელები).


მხოლოდ ხოსრო-ფაშას `მუხანათობითა~ და `სისხლისღვრისმოყვარეობით~ გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯა გულუბრყვილო ახსნა იქნებოდა. ამის თაობაზე ქართულ, სპარსულ, თურქულ, სომხურ, რუსულ თუ ევროპულ წყაროებში ერთმანეთის შემავსებელი, უფრო ხშირად კი ერთურთის გამომრიცხავი ცნობებია დაცული. შესაბამისად იმისა, თუ რომელ წყაროს ეძლევა უპირატესობა, სხვაობს ქართულ მეცნიერთა (ა. ფურცელაძე, ს. კაკაბაძე, ი. ანთელავა, მ. სვანიძე, ნ. გელა¬შვილი) თვალსაზრისიც. სინამდვილესთან უფრო ახლო უნდა იყვნენ ის მკვლევა¬რები, რომლებიც სააკაძის სიცოცხლის ასეთ დასასრულს შაჰ-აბას გარდაცვალების (1629 წლის იანვარი) შემდეგ ირანში მომხდარ ცვლილებებს უკავშირებე



0
902
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
902
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0