x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
პოპულარული მძევალი მიმართვას ავრცელებს - რას წერს ფეისბუქზე?
image

.

20 სექტემბერს საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ეპიცენტრი ქუთაისი იყო, სადაც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, მოითხოვა 2 მილიონი და სხვადასხვა სახის მოთხოვნაც წამოაყენა. 12 მძევალი, რომელიც გვიანობამდე ბანკში იყო, შესაბამისმა სამსახურებმა უვნებლად გამოიყვანეს, მათ მძიმე ემოციური ფონი აქვთ.

'


ერთ-ერთი მძევალი, რომელმაც მთელი იმდენი საათის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ სპიკერის როლი შეითავსა და თავისი იუმორით და ფრაზებით ყველას თავი დაამახსოვრა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

.

„მადლობა ყველას, ვისაც გულით გინდოდა ჩვენი მშვიდობიანად დაბრუნება“, - წერს მძევალი.' - დაწერა გათავისუფლებულმა მძევალმა.'

,

ვინ არის დაკავებული თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია და რას ყვებიან 37 წლის მამაკაცზე ისინი, ვინც მას კარგად იცნობს - ჟურნალისტები დაკავებულის სოფელში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდნენ. სწორედ აქ ცხოვრობდა ნარსია.

'

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი მეუღლეს გაშორებული იყო, დედა ემიგრაციაში ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია წარსულში ცრუ ბრალდებით თურქეთშიც დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებები ბანოჯაში გვიანობამდე მიმდინარეობდა.

.

* * *

21 წლის პოეტი და ფეხბურთელი გიორგი ინანაშვილი გარდაიცვალა

.

image


21 წლის ახალგაზრდა, რომლის გადასარჩენად, საზოგადოებაც იბრძოდა, გარდაიცვალა. გიორგი ინანაშვილი დიდხანს საფრანგეთში მკურნალობდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ის საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდა, თბილისში, ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. მკურნალობის პროცესი სამი წელი მიმდინარეობდა.

.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გიორგი ინანაშვილს სასწრაფო მკურნალობა, ამერიკულ ფეხბურთზე ვარჯიშის დროს, ფეხზე მიღებული ტრავმის გამო დასჭირდა.

.

"სამი წლის წინ, ვარჯიშის დროს ფეხზე ტრავმა მიიღო. საფრანგეთში წავიდნენ დედა და შვილი, რომ მკურნალობა ჩაეტარებინათ, რადგან აქ, ეს შეუძლებელი იყო. როცა უჭირდათ, საზოგადოებაც ეხმარებოდათ, ანგარიშის ნომრები ქვეყნდებოდა თანხების მობილიზაციისთვის. ფეხის ამპუტაცია მაინც დასჭირდა. შემდეგ, სარკომა განუვითარდა და იქაც იმედი გადაიწურეს. რამდენიმე დღე, საქართველოში, უკვე რეანიმაციაში იწვა. საოცარი ბიჭი იყო, დიდსულოვანი, იუმორით სავსე. არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა და საჯაროდაც კითხულობდა. იშვიათი დედაშვილობა ჰქონდათ, მსგავსს ვერსად ნახავთ. დედა რომ ჩამძახის, არ დაიღალოო, უფრო ვძლიერდებიო, ამბობდა. ყველასთვის უდიდესი ტრაგედიაა, ვინც იცნობდა და არ იცნობდა, ამ ყველასგან გამორჩეულ ბიჭს"- ამბობენ ახლობლები. 21 წლის გიორგი ინანაშვილს, 24 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში გადაასვენებენ.

.

გიორგის პანაშვიდი 22-23 სექტემბერს - ქ.თბილისი. ვაჟა- ფშაველას მე-3 კვარტალი, მე-2 კორპუსი, პირველი სადარბაზო, მე-2 სართული.
24 სექტემბერს გადასვენება სიღნაღის რ-ნი, სოფელი ქვ.მაღარო.
დაკრძალვა - 25 სექტემბერს.
.
imageimage

image
1
258
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
258
  
2022, 21 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1