x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„გადახედეთ პარლამენტს: გუშინ ვინც ხორცი და პონჩიკი გაყიდა ყველა იქ მოხვდა“ - გივი სიხარულიძე
image.

მსახიობ გივი სიხარულიძეს საქართველოში არსებული დღევანდელობა არ მოსწონს. ამის შესახებ მან ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

.

„ყველა თავის ბედნიერებაზე ფიქრობს და სხვისი უბედურება ფეხებზე ჰკიდია... სამწუხაროდ, ასეთ ხალხში ვცხოვრობთ და ამაში გასაკვირი არაფერია. კაცს ხელფასს 2-3 ათას ლარს რომ მისცემ და დიდ თანამდებობაზე დანიშნავ, ის უკვე განწირულია ქრთამის ასაღებად. ყველაფრის თავიდათავი კი მაინც ის არის, რომ ქართული სახელმწიფო ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ასეთ ქვეყანაში ვინმემ ქრთამი რომ აიღოს, გასაკვირია?!. განა რამე მიკვირს. მაღალ თანამდებობაზე რომ ხარ, ხელფასიც მეტი გექნება და მანქანების ესკორტიც გაგაცილებს, მაგრამ მთავარი იცით, რა არის?.. საქართველოს საქმეს უნდა აკეთებდე და არა - შენსას. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ქართული გენეტიკის ბრალია: მექრთამეობა, ფლიდობა და მამაძაღლობა მაღალი თანამდებობის აუცილებელი პირობაა. ყველა თავის საქმეს იკეთებს და ამ დროს საქართველო იღუპება - სამწუხაროდ, ასეთ დღეში ვართ. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენს ქვეყანაში თუ ნიჭიერი ხარ, ყველანაირად დაგჩაგრავენ, ამის შესახებ ყველა დიდი მოღვაწე წერდა - კონსტანტინე გამსახურდიათი დაწყებული, ვაჟა-ფშაველამდე.



- ბატონო გივი, მსგავსი რამ საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ?



- არა მარტო ჩემ მიმართ... აღშფოთებას ვერ ვფარავდი, როცა ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფეს შეურაცხყოფა მიაყენა - მეფეს, რომელიც მთელი ცხოვრება თავისი ერისთვის იბრძოდა და ათეულობით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. არანაკლები შეურაცხყოფა მიაყენა მან გენიოს პოეტს - ვაჟა-ფშაველას და ჩვენ ეს მოვითმინეთ! ამის შემდეგ, ჩვენ ერი ვართ?.. არა ვართ ერი! იმ დღეებში მე დიდი გულისტკივილით ვთქვი, - ვუსამძიმრებ ჩემს სამშობლოს-მეთქი! გარდაცვლილი ერი ვყოფილვართ, რადგან ჩვენს დიდ წინაპრებს ვერ ვექომაგებით და თან, ერთმანეთს ვჭამთ! ამას ყველგან დაუფარავად ვამბობ, რადგან თავისუფალი სულის კაცი ვარ; არ მესმის ადამიანების, რომლებიც ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ.


- რას ფიქრობთ ე.წ. ოთხეულზე, რომელიც ევროპელ დიპლომატებსა და ამერიკის ელჩს აკრიტიკებს?


- რა უნდა ვთქვა?.. ეს კომედიაც არ არის, ეს უფრო ტრაგიკომედიაა. ოღონდ უნდა ვაღიაროთ, ვინც მათზე ცუდს ამბობს და აკრიტიკებს, შეიძლება ასჯერ უარესია, ვიდრე ეს ოთხეული. მათ მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები: ქვეყანას პრეზიდენტი რომ ჰყავს, ის უნდა პრეზიდენტობდეს. სხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატები ჩემს ქვეყანას რატომ უნდა მართავდნენ?.. ქვეყანას უნდა მართავდეს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ჩვენ ხომ პოლიტიკოსები აღარ გვყავს - ჩვენი საქმე ისეა, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.


- აბა, ერთი გადახედეთ ჩვენს პარლამენტს: გუშინწინ ხორცი გაყიდა, გუშინ - "პონჩიკი" და რაღაც სასწაულით, უეცრად, პარლამენტის წევრად მოგვევლინა. პარლამენტის წევრობას და კანონების მიღებას დიდი ცოდნა და განათლება სჭირდება, პარლამენტში ისეთი ხალხია საჭირო, რომელმაც ზედმიწევნით იცის კონსტიტუცია, იურისპრუდენცია, ისტორია... აბა, ჩვენ რომ პარლამენტარები გვყავს, რა იციან ან რა კანონები უნდა მიიღონ? ერთადერთი, ვინც დღევანდელ პოლიტიკოსებს შორის მომწონს, კახი კალაძეა. მან ჩემი ქალაქი გაალამაზა და ამის გამო დიდ პატივს ვცემ. ეს არის კაცი, რომელმაც თბილისი თანამედროვე ევროპულ ქალაქს დაამსგავსა.


- ვინ იყო ყველაზე გამორჩეული ქართველ პოლიტიკოსებს შორის?


- ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენ გვყავდა, იყო ედუარდ შევარდნაძე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მიყვარდა, ვერ დავუკარგავ, რომ მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებს შორისაც კი ჩანდა და უცხოეთშიც პოპულარული იყო. ამიტომ სულ ვიმეორებ: საქართველო რომ გადარჩეს, დაახლოებით ასეთი ლიდერი გვჭირდება: მას ისე უნდა უყვარდეს საქართველო, როგორც ზვიად გამსახურდიას უყვარდა, ისეთი მებრძოლი სული უნდა ჰქონდეს, როგორიც ჩემს უფროს მეგობარს - მერაბ კოსტავას ჰქონდა, ისეთი მოხერხებული და ცბიერი პოლიტიკოსი უნდა იყოს, როგორიც ედუარდ შევარდნაძე იყო. ჩვენი ქვეყნის მმართველს ეს სამი თვისება თუ ექნება, საქართველო ნამდვილად გადარჩება. რატომღაც, ამისი მჯერა და ღრმად მწამს.

.

ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ>>

6
420
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
420
  
2022, 21 სექტემბერი, 8:24
ღმერთმა დაიფაროს საქართველო რო პასუხისმგებლიანი ადამიანები აღარ არსებობდნენ,ყველა დაწესებულებაში არის ერთი ეგეთი. თუ დაწესებულებას შევეშვებით,ყველა უბანში და ყველა კორპუსშია ეგეთი ტიპი,ყველამ იცის ვინ არის და მოხელე ნაჩალნიკია. მცოდნეს არის და ვერ მუშაობს,რადგან პრინციპების ერთგულია და მშიერი ჯდომა ურჩევნია იმ მარაზმში მონაწილეობას,რაც ქვეყანაშია. სამეზობლოში დასცინიან ალბათ,შეიძლება ნიფხავიც კი ქონდეს გამოხეული და ასე ეუბნებიან,შენი ცოდნის პატრონი ნიფხავ გამოხეული რატო დადიხარო? იქედან რატომ წამოხვედი ან ვიღაცასთან რატომ არ მიხვედი სამსახურის საშოვნელადო. იმ ადამიანმა პრინციპულად გადაწყვიტა ასე,ურჩენია ნიფხავ გამოხეული იჯდეს და არ უღალატოს საკუთარ მორალს,ეს არაა პრობლემა. პრობლემა ის არის პასუხიმგებლიანი ხალხი ნიფხავ გამოხეულები გვყავს,ეს ერთი უბანში იცხოვრებს საწყლად და მოკვდება,მარა თქვენ რას შვებით? შვილები რო გყავთ და ღლიცინებთ ასეთ ხალხზე,რას უტოვებთ შვილებს? წახვალთ ხო საზღვარგარეთ? წახვლათ და კი აღარ ჩამოხვალთ აქ.ძაღლი შინ არ ვარგოდეს სანადიროდ გარეთ გარბოდეს ამბავია,აქ არ უქნიხართ გამჩენს და იქ ვის რა ფეხებად უნდიხართ. სანამ შეგეძლებათ გიხმარენ და როცა მოხუცდები,ტრ... წიხლი და დავაი ნა... ამიტომ საჭიროა ფიქრი და ამიტომ საჭიროა მოქმედება.მყინვარწვერი კი არა,თერგი მღვრიე,ხმაურიან,მაგრამ მოძრავი თერგი. რავი ილიამ ასე თქვა და მე მჯერა ამ კაცი:)
2022, 21 სექტემბერი, 8:08
გურამა ჯინორია საუბრობს პარლამენტზე,მაგრამ მთლიანი სისტემა ყარს,შეუძლებელია ადამიანს თავი დაზიანებული ქონდეს და ქვედა ნაწილები ნომრმალურად ფუნქციონირებდეს.რაც დამოუკიდებლები გავხდით 31 წელია და საბჭოთა სისტემა ვერ დავანგრიეთ,მერე ვიღაცა გრიშა ონიანს ვაგინებთ ან ვიღაც მედლებიან ტიპებს,რატო ეთაყვანებით საბჭოთა კავშირს და ძია სტალინსო. სინამდვილეში კი,ეგ ხალხი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენენ,უნდათ რუსული ან სსრკ დროშებით ირბინონ და თუ უნდათ ერთ ადგილას გაიკვეხონ,რა პრობლემა? სისტემა რო გაქვს საბჭოთა და 31 წელი ვერ შეცვლი,მერე გამოდიხარ 9 აპრილს ან 26 მაისს აღნიშნავ,რა ნამუსით აკეთებთ ამას? 9 აპრილს რო ხალხი დაიღუპა,თქვენი აზრით გიშიკო ონიანის სიძულვილმა გაიყვანა იქ ან თვითფრინავის გატაცების ამბავზე რო აღფრთოვანებით საუბრობთ,გრიშა ონიანი იყო პრობლემა? სისტემას ებრძოდნენ და სურდათ თავისუფლება,ჩემს მოყვანილ მაგალითებში საერთოდ არ იკვეთება რო ეს არის თავისუფლება. სსრკში ევროპულ ნაწამრმს გიკრძალავდნენ და საბჭოთას გატენიდნენ,კოკაკოლა გინდოდა და გასმებდნენ პირობითად რაღაც "მოსკვას". მაშინაც დიდმა ხალხმა და "ბრძენმა" თავებმა იცოდნენ,რა იყო კარგი ადამიანისთვის და ახლაც ესეა. სირცხვილია,როცა ასეთი სისტემა გაქვს და არ ცდილობ მის შევცლას,მერე გამოდიხარ და თავი ხალხის მსახურად მოგაქვს,დარბიხარ დროშით და ეს გგონიათ პატრიოტობა ან თავისუფლება?
2022, 21 სექტემბერი, 7:55
ავიღოთ მაგალითი,საზოგადოებრივი სერვისების სამსახური და მისი ერთი თანამშრომელი. იმდენ უაზრო საბუთების გაკეთებას სთხოვენ ადამიანებს და იმდენ ხარჯს აწევინებენ რო გაგიჟდები. გამოვლენ მერე და იტყვიან რო ხალხის სამსახურში არიან,რაც არ არის მართალი.
მაგალითი #2,ახლა კახეთში რთველია და ჩემს ახლობელთან ვიყავი ჩასული,რაც იქ ხდება არის სრული უნამუსობა. ჯერ ხო მკვდარი სფეროა და სუბსიდირება სჭირდება,რატომ არის ასე ეს ცალკე თემაა. რა ხდება იქ ეხლა,მევენახე უნდა ავიდეს ვიღაცასთან და რაღაც საბუთი აიღოს,რაც ადასტურებს რო მისია ვენახი,მერე მიდის ადგილობრივ საკრებულოში და რაღაც მიმართვას იღებს,ამ მიმართვაში უწერენ არა იმ ქარხანას,რაც მევენახეს სურს,არამედ იმას,რაც რთველის შტაბს უნდა. მიდის მერე მევენახე და ღამეს ათევს რიგში,მარტივად შეიძლება 24 საათი იყოს რიგში. რომ მიხვიდე ამ საკრებულოებში ან იმ რთველის შტაბში,სიამაყით გეტყვიან რო ხალხს ემსახურებიან. რად უნდა ამდენი ბიუროკრატია,როცა ყველაფერი მარტივად არის,არის ყურძნის გამყიდველი და მყიდველი,ერთი ყიდის და მეორე ყიდულობს.რა შუაშია საკრებულო ან რაღაც შტაბი? ალბათ,მავანი იკითხავს,იქნებ მოპარულია ყურძენი? თუ დაზარალებული არ არსებობს ე.ი. არც ყურძენია მოპარული,ძალიან მარტივია
2022, 21 სექტემბერი, 7:44
ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა,ის მანკიერი სისტემა,რომელიც ფულის ქონის შემთხვევაში ნებისმიერ თანამდებობაზე "გაძრობას" ნიშნავს,ამიტომ არის პარლამენტში ბევრი ბიზნესმენი.არა,ცუდი არაფერია იმაში რო ყველა ადამიანს შეეძლოს და ქონდეს უფლება მოხვდეს პარლამენტში,თუ საჭირო რაოდენობის ამომრჩეველი ეყოლება.უბრალოდ,მცოდნე და უფულო ვერ უკეთებს რეკლამას თავის თავს და არც ხალხი იცნობს,თუ ადამიანი არ გინახავს ხმასას ვერ მისცემ ან გინახავს,მაგრამ მაინც არ აძლევ ხმას,რადგან არაფერი უკისრა ვიღაცას და უბანში ბიჭებს პატივი არ სცა,ლუდი არ დაალევინა.არც პარტიები იგიჟებენ თავს მცოდნე ხალხზე,უფრო ფული აინტერესებთ,რადგან ყველა პარტიაში ერთი ან ორი კაცია,რომლებსაც ყველაზე მაგარი ტიპად მოაქვს თავი,რად უნდა სხვა? ფული იყოს და ცოდნა მათაც აქვთ :) კი ვხედავთ რა ცოდნაც აქვთ. ცოდნაში მარტო ცოდნას არ ვგულისხმობ,მცოდნე ეგრე ლევანა ბერძენიშვილიც არის,მცოდნეც არის და მცოდნეც. პასუხისმგებლობას და ქვეყნის სიყვარულსაც ცოდნა უნდა,თუ არ იცი რა არის ერთი ან მეორე,რა ცოდნაზეა საუბარი. სხვა საკითხია,რისთვის მიდიან ამათუიმ საქმეზე ან ვის ემსახურებიან. საქართველოში ძირითადად უფროსობას ემორჩილებიან და ატარებენ მათ ინტერესებს,როცა საჯარო სამსახური არსი ხალხის მსახურებაა,სხვა შემტხვევაში იქ არაფერი გესაქმება.
2022, 21 სექტემბერი, 7:35
მართალია ეს კაცი,მართლა ეგეთია პარლამენტართა უმეტესობა და მიტომაც გვაქვს საქმე კარგად.
2022, 19 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6