ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბევრ ვარსკვლავს წარსულში ჰქონდა პრობლემები კანონთან დაკავშირებით. და ეს არ ეხება უბრალო სკანდალებს, საუბარია რეალურ პატიმრობაზე და საკმაოდ მძიმე დანაშაულებზე.
1. მარკ უოლბერგი. ახალგაზრდობაში ამ ცნობილ მსახიობს დაახლოებით 25 აღრიცხული დანაშაული აქვს პოლიუციაში. მათ შორისაა ნარკომანიის პრობლემები, ბრალდებები რასიზმში, ძარცვაში, თავდასხმებსა და ჩხუბში. ამ ყველაფრის მიუხედავად მარკმა ციხეში მხოლოდ 45 დღე გაატარა.
2. რობერტ დაუნი უმცროსი. მსახიობს მუდმივი პრობლემები ჰქონდა ნარკომანიასთან, მაგრამ პატიმრობის ვადა სხვის სახლში უკანონო შეჭრისთვის მიიღო.
3. უესლი სნაიპსი. უესლიმ სამი წელი მოიხადა გადასახადებისგან თავის არიდების გამო.
4. დონ კინგი. ცნობილმა კრივის პრომოუტერმა უნებლიე მკვლელობისთვის სამწელიწადნახევარი მოიხადა.
5. ტიმ ალენმა ნარკოტიკების შენახვა-გაყიდვისთვის ორი წელი მოიხადა.
6. 50 Cent. რეპერს მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკების და იარაღის შენახვისთვის.
7. პოლ მაკარტნი. ლეგენდარული ბითლზის სოლისტი ტოკიოს აეროპორტში მარიხუანას შენახვის გამო დაიჭირეს, ციხესი კი 10 დღით ჩასვეს.
8. პერის ჰილტონმა სამი დღე გაატარა ციხეში, პირობითი სასჯელის დარღვევისთვის, რომელიც მიიღო სიჩქარის გადაჭარბებისა და მართვის მოწმობის გარეშე მანქანის ტარებისთვის.
9. რეპერ ლილ უეინს თავის ტურის ავტობუსში მარიხუანასა და იარაღის შენახვისთვის 5 თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
10. ლინდსი ლოჰანი არაერთხელ ყოფილა ციხეში. იგი ნარკოტიკების მოხმარების, ნასვამ მდგომარეობაში მართვისა და სარეაბილიტაციო პერიოდის დარღვევისთვის დააკავეს.
11. მართა სტიუარტს 5 თვის ციხეში გატარება მოუწია ინსაიდერული ინფორმაციის უკანონო გამოყენების გამო.
12. კრისტიან სლეიტერმა 59 დღე გაატარა ციხეში შეყვარებულზე ნასვამ მდგომარეობაში თავდასხმის გამო.
13. TI -მ ერთი წელი გაატარა ციხეში იარაღის ტარებისთვის.
14. ჯეიმს ბრაუნი. პოპულარულმა მომღერალმა 6 წელი ციხეში გაატარა მძიმე თავდასხმისა და პოლიციისთვის თავის არიდების გამო.
15. დენი ტრეხო, მსახიობმა 11 წელი მოიხადა ნარკოტიკებისა და ძარცვისთვის.
16. იარაღის შენახვისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით რეპერ Ja Rule -ს ორი წელი და ოთხი თვე მიუსაჯეს.
17. მაიკ ტაისონს სამი ნასამართლობა აქვს. 1992 წელს მოკრივეს გაუპატიურებისთვის მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი მოიხადა. 1998 წელს მაიკს მიესაჯა 3, 5 წელი ხალხის ცემისთვის.