x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

ცხოველები ისე არ განიცდიან საკუთარი გარეგნობის გამო, როგორც ადამიანები. ამასთან, ჩვენ მაინც უფრო მეტად, დიდი ზომის ცხოველები მოგვწონს. მაგ., უმრავლესობას სახლში ძაღლი ან კატა ჰყავს, რადგან უფრო პატარა ზომის ცხოველი, ნაკლებად კონტაქტურია და ჩვენს არსებობას ვერც კი აღიქვამს.

დედამიწაზე უამრავი სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათ შორის, არიან უბრალოდ, დიდები და კიდევ ანომალიურად დიდი ინდივიდები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია. აქ სწორედ, 10 მათგანს წარმოგიდგენთ:


გოლიათი ბაყაყი
image


ტყუილად კი არ დაარქვეს ასეთი სახელი – ეს ბაყაყი ნამდვილად რომ ძალიან დიდია! ბაყაყი–გოლიათი — მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაყაყია. მისი სხეულის სიგრძე, შეიძლება, 32 სანტიმეტრს აღწევდეს, ხოლო წონა — 3 კგ. და მეტიც იყოს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ სახეობის ბაყაყის ზომის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თავკომბალების პერიოდში, ისინი არაფრით განსხვავდებიან სხვა სახეობის ბაყაყების თავკომბალებისგან. მაგრამ, როდესაც ზრდა იწყებენ… პატარა ბაყაყები თანდათანობით სულ უფრო და უფრო დიდები ხდებიან. ხოლო, ზრდასრულობას რომ აღწევენ, ხვდებით რომ ბაყაყს ხედავთ, რომელიც სახლის კატის ხელაა. სამწუხაროდ, ბაყაყი–გოლიათები გადაშენების პირას არიან, რადგან გემრიელი ხორცი აქვთ და ახლო მომავალში, მათი ბუნებაში ნახვა უკვე შეუძლებელი იქნება.

გოლიათი ბაყაყები ბინადრობენ კამერუნში და აფრიკის სხვა ქვეყნებში.


ყველაზე დიდი კურდღელი
image


ამ ჯიშის ფუმფულა და საყვარელ არსებას, შეუძლია სიგრძეში, 120 სმ–მდე გაიზარდოს! ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე დიდი კურდღელი "დარიუსია", რომლის სიგრძე 1.3 მ–ია, ხოლო წონა — 22.2 კგ. თუმცა, ამ ტიტულისთვის, ახლა უკვე მისი შვილი — "ჯეფი" "იბრძვის". ის ამჟამად 1.1 მ–ია და როგორც მისი პატრონი თვლის, შეიძლება, კიდე გაიზარდოს!


image


გიგანტური აქატინა image


აქატინები დიდები იზრდებიან, მაგრამ ეს ლოკოკინა მართლაც რომ უზარმაზარია! მისი სიგრძე 20 სმ–ს აღემატება და ფაქტობრივად, ადამიანის ხელის ხელაა.

გიგანტური აქატინა ბევრ ადგილას გვხვდება და იმის გამო, რომ დიდი არის, სწრაფად მრავლდება და ბევრს ჭამს, უდიდეს ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას.


ყველაზე მაღალი ძაღლი მსოფლიოში
image


ეს გერმანული დოგი 2013 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მისი სიმაღლე, როდესაც 4 თათზე იდგა, 112 სმ., ხოლო, უკანა თათებზე დგომისას — 213 სმ. იყო. მას სახელიც შესაფერისი ჰქონდა — "ზევსი" და 165 კგ–ს იწონიდა. როგორც მისი პატრონები ამბობენ, ძაღლი თვეში, თითქმის, 30 კგ. ძაღლის საკვებს ჭამდა. სამწუხაროდ, "ზევსი" 2014 წ. 6 წლის ასაკში მოკვდა.


გოლიათი ტარანტულიimage


ჩვეულებრივ, როდესაც ობობებზე ვფიქრობთ, მხოლოდ პატარა, რვაფეხა არსებები გვახსენდება. მაგრამ, ობობებს შორისაც არსებობენ დიდი ზომის ინდივიდები. მაგ., გოლიათი ტარანტული, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი მონსტრია.

ეს ობობა ამაზონის ჯუნგლებში და სამხრეთ აფრიკის ტროპიკული ტყეებში ბინადრობს და შეიძლება, 180–გამდე იწონიდეს, რაც ობობასთვის, ძალიან ბევრია. რაც შეეხება მის რაციონს, ის, ძირითადად, პატარა გველებით, მღრღნელებით და გომბეშოებით იკვებება.



ყველაზე მაღალი ცხენი მსოფლიოშიimage


მიუხედავად იმისა, რომ ცხენი, ჩვეულებრივ, ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ადამიანი, "დიდმა ჯეკმა" ყველა რეკორდს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, მისი სიმაღლე 183 სმ–ს შეადგენს. ხოლო წონა, დაბადების მომენტში, 108 კგ. იყო, რაც სახეობის სტანდარტზე, 23 კგ–თი მეტია. მიუხედავად მისი შთამბეჭდავი ზომისა, ის ადამიანებისადმი ძალიან მეგობრულია და ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს.


ყველაზე დიდი კატა მსოფლიოში
image


მენი კუნი — ფუმფულა კუდიანი, დიდი ზომის შინაური კატების ჯიშია, რომლის სიგრძე ცხვირიდან – კუდამდე, 100 სმ–ს აღწევს. ხოლო, რეკორდი კატის აღნიშნული პარამეტრი 118, 3 სმ–ია, რომელიც "ომარს" ეკუთვნის და ის 14 კგ–ს იწონის.

მენი კუნები, ზომის მიუხედავად, ძალიან თვინიერი და კეთილ–მეგობრული კატები არიან.


იაპონური კიბო–ობობაimage


სახელმა შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს — რა არის ეს კიბო, თუ ობობა? თუ ეს ორივეს საშინელი ჰიბრიდია!? სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია: იაპონური კიბო–ობობა — კიბოსებრთა სახეობას ეკუთვნის, რომელიც იაპონიის სანაპირო წყლებში, წყნარ ოკეანეში ბინადრობს. ხოლო ობობას, მას გარეგნული მსგავსების გამო ეძახიან. კიბოს ამ სახეობას ეკლიან წანაზარდებიანი, მრგვალი სხეული და წვრილი და გრძელი ფეხები აქვს, რომლის სიგრძე, შეიძლება, 3, 5 მეტრსაც აღწევდეს! ის მართლაც რომ საოცარი არსებაა და ზომებიც შთამბეჭდავი აქვს: კიბომ სიგანეში, შეიძლება, 4, 5 მ–ს მიაღწიოს, ხოლო მასა, დაახლოებით, 20 კგ. იყოს.

მაგრამ, როგორც დიდ და საშინელი გარეგნობის ცხოველების უმეტესობას, ამ კიბო–ობობასაც საკმაოდ მშვიდი ბუნება აქვს. მას იაპონიის ბევრ რეგიონში მიირთმევენ და დელიკატესად მიიჩნევა. ამიტომ, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ხოლო, ბუნების დამცავ ორგანიზაციებს ისღა დარჩენიათ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ფეხსახსრიანის შესანარჩუნებლად.


ყველაზე გრძელი გველიimage


2011 წ. 12 ოქტომბერს კანზას-სიტში (მისურის შტატი, აშშ) პითონი დაიჭირეს, რომლის სიგრძე 762 სმ. იყო. იმ დროს, ის ყველაზე გრძელ გველად ითვლებოდა დედამიწაზე. ზოოლოგების შეფასებით, გველი 10 წლის იყო და მის ხელში დასაჭერად, 15 კაცი იყო საჭირო. ხოლო, 2018 წლისთვის, 17 წლის გველი, უკვე 11 მ–მდე გაიზარდა.


ყველაზე დიდი ნიანგი
image


სავარცხლიანი ნიანგი "ლოლონგი" — ყველაზე დიდი ნიანგი, რომელიც ზოოპარკში ცხოვრობს. მისი სიგრძე 6.17 მეტრია, ხოლო წონა – 1075 კგ–ს შეადგენს.

"ლოლონგი" 2011 წელს ფილიპინების სანაპიროსთან დაიჭირეს. მას მთელი 3 კვირა ეძებდნენ, ხოლო რომ დაეჭირათ, 100 ადამიანის მობილიზება გახდა საჭირო. ის საკმაოდ აგრესიული იყო და რამდენჯერმე თოკებიც გაწყვიტა. ექსპერტების შეფასებით, დაჭერის მომენტში, ნიანგი, დაახლოებით, 50 წლის იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ომეგა–3 და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე. სიმპტომები, რომელიც ორგანიზმში ომეგა–3 დეფიციტზე მიუთითებს

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით

* თაფლი – "ჯადოსნური ელექსირი" და ყველა დაავადების უნივერსალური წამალი

* ჩინეთში 150 000 წლის მილსადენი აღმოაჩინეს

* თავსატეხი ზარმაც მეზღვაურზე (პასუხი აქვს)

* საუკუნის პორტრეტი – დედოფალი ელისაბედ II

* ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის


0
1751
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0