საზოგადოებრივი ჩინეთში 150 000 წლის მილსადენი აღმოაჩინეს 2022, 16 სექტემბერი, 8:02 მეცნიერები გაოგნებულნი იყვნენ 150 000 წლის ლითონის მილსადენების კონსტრუქციის აღმოჩენით. ის ცხოვრებისთვის მეტად არახელსაყრელ რეგიონში, ჰიმალაის მთების ძირში, ცინხაის პროვინციაში მდებარეობს. ამიტომ, იქ მოსახლეობა დიდი არ არის და არც არასდროს ყოფილა. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ არის, რომ ამ არტეფაქტის პოვნა ასე დაგვიანდა. თავდაპირველად, არქეოლოგებმა 50-60 მ. სიმაღლეზე, პირამიდის მსგავსი წარმონაქმნი აღმოაჩინეს, რომელიც გარშემორტყმული იყო ტოსონის ტბისკენ მიმავალი მილების სისტემით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მილები ერთმანეთთან ტბას და გამოქვაბულს აკავშირებდა. ხოლო, მანძილი ამ 2 ობიექტს შორის, 100 მ–ია. რადგან ტბა მლაშეა, წყლის მილების ვერსია მაშინვე გამოირიცხა. მაშინ, რა დანიშნულება უნდა ჰქონოდა ამ კონსტრუქციას? მილებს სხვადასხვა დიამეტრი აქვს, ანუ როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს რაიმე სახის ტექნიკური სისტემა უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ვინ და რატომ ააგო ის, ამ შორეულ მხარეში? პეკინის გეოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მილების ასაკი 150 000 წელია. ამასთან, სავარაუდოდ, ადამიანს ამ მხარეში, ბოლო 30 000 წლის მანძილზე, არ უცხოვრია და დრო და დრო, მხოლოდ მწყემსები თუ ჩაივლიან, ნახირით. გეოლოგიური ანალიზის გარდა, რა თქმა უნდა, კვლევა ჩაუტარდა მილის ქიმიურ შემადგენლობასაც. აღმოჩნდა, რომ ის რკინის ოქსიდის, სილიციუმის დიოქსიდისა და კალციუმის ოქსიდისგან არის დამზადებული. გარდა ამისა, შენადნობში აღმოჩენილია 8% დაუდგენელი ნივთიერებაც. ამ აღმოჩენის შესახებ, სხვა ინფორმაცია არ საჯაროვდება. მილების აღმოჩენასთან დაკავშირებით, პირველმა ეიფორიამ გადაიარა და დარჩა მხოლოდ თეორიები. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ობიექტია და არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ხელოვნური არ არის. ზოგი თვლის, რომ ეს მცენარეების ფესვები, რომელმაც, დროთა განმავლობაში, რკინის ოქსიდი დააგროვა. სხვები კი ფიქრობენ, რომ საქმე უძველეს, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის ობიექტთან გვაქვს... კვლევები ისევ გრძელდება და ჭეშმარიტების დადგენა, მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. * თავსატეხი ძეგლზე გაკეთებული წარწერის შესახებ (პასუხი აქვს)* უინძორების დღეგრძელობის საიდუმლო* ახალი სასწავლო წელი იწყება და მეცნიერებმა მეცადინეობის საუკეთესო დრო დაასახელეს* ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის* მეცნიერებმა 5 სიმღერა დაასახელეს, რომლიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს880 2-ს მოსწონს
|