სხვა უინძორების დღეგრძელობის საიდუმლო 2022, 16 სექტემბერი, 7:53 ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და ის ყველაზე ხანდაზმული მონარქი იყო დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. წინა რეკორდი დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა, რომელიც ელისაბედ II 2007 წლის 29 დეკემბერს მოხსნა, როდესაც მას 81 წელი 7 თვე და 29 დღე შეუსრულდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, გენეტოლოგი სარა ჰარპერის მტკიცებით, ხანდაზმულობის ალბათობა, თაობიდან თაობამდე, იზრდება და საშუალოდ, 7-10 წელს შეადგენს (ელისაბედ II დედა, დედა დედოფალი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბაბუა და ბებია — 85 და 89 წლის ასაკში). მაგრამ, მეცნიერის მოსაზრებას არ იზიარებს სამეფო კარის ყოფილი მზარეული დარენ მაკგრეიდი. მისი აზრით, ბრიტანეთის დედოფლის ხანდაზმულობის, კარგი ჯანმრთელობის და აქტიური ცხოვრების მიზეზი, კვების რეჟიმი იყო, რომელსაც დედოფალი არასდროს არღვევდა. ხოლო, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მისი უდიდებულესობა ყოველ დღე 2 ჭიქა სპირტულ სასმელს გეახლებოდათ. დღეს კი, შამპანურით ასრულებდა. დედოფლის კვების რეჟიმი და რაციონი კი ასეთი იყო: საუზმე ელისაბედ II დღეს Earl Grey (რძის და შაქრის გარეშე) სახეობის ჩაით და ბისკვიტით იწყებდა. მოგვიანებით, ჰერკულესს მიირთმევდა, რძით და ხილით. დროდადრო ამ საუზმის ჩანაცვლება ომლეტით და შემწვარი ორაგულის ნაჭრით ხდებოდა (მზარეულს დედოფალთან, კვირის დღეების მიხედვით გაწერილი, შეთანხმებული გრაფიკი ჰქონდა). სადილი სადილის წინ, დედოფალი 1 ჭიქა ჯინს სვამდა, ლიმონით და დიდი რაოდენობის ყინულით. მის უდიდებულესობა სადილზე ქათამს მიირთმევდა, სალათასთან ერთად ან თევზს, ბოსტნეულით. ხოლო, მისი ყველაზე საყვარელი კერძი — გრილზე მომზადებული ხორცი იყო, ისპანახით ან ყაბაყით. სამხარი დედოფალი არასდროს ტოვებდა სამხარს, რომელზეც ჩაის მიირთმევდა სენდვიჩით, ფუნთუშით ან ტორტის ნაჭრით. სენდვიჩთან ერთად, ჩვეულებრივ, სუფრაზე შებოლილი ორაგული, კვერცხი და კიტრი იყო. სამხრის მენიუს აუცილებელი შემადგენელი ელემენტი კი, გახუხული პური იყო, ჟოლოს ჯემით. ვახშამი დედოფლის ვახშამი მეტად მრავალფეროვანი იყო. სხვადასხვა დღეს, სუფრაზე შეიძლება, ქათმის, ხბოს, ცხვრის ან საქონლის ხორცის კერძი ყოფილიყო და აუცილებლად, ჭიქა ვისკი ან მშრალი მარტინი. დესერტი დაძინებამდე, ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთის დედოფალი მარწყვს ან ატამს მიირთმევდა და ხილს, 1 ბოკალ შამპანურს აყოლებდა. არხის სხვა სიახლეები: * თავსატეხი ძეგლზე გაკეთებული წარწერის შესახებ (პასუხი აქვს)* ახალი სასწავლო წელი იწყება და მეცნიერებმა მეცადინეობის საუკეთესო დრო დაასახელეს * ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის* მეცნიერებმა 5 სიმღერა დაასახელეს, რომლიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს417 შეფასება არ არის
|