პოლიტიკა ბაიდენი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებზე აფრთხილებს 2022, 17 სექტემბერი, 17:28 აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთი გააფრთხილა ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ. რუსეთს ექნება შედეგები, თუ ის გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. „გგონიათ, მე თქვენ გეტყვით ზუსტადაც რომ ვიცოდე... რა თქმა უნდა, არ გეტყვით. შედეგები იქნება. ისინი გახდებიან უფრო გარიყულები მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე ყოფილან. იმის მიხედვით, თუ რას აკეთებენ ისინი, ჩვენ განვსაზღვრავთ, როგორი იქნება პასუხი.“- თქვა ბაიდენმა და არ დაუკონკრეტებია, როგორ უპასუხებს შეერთებული შტატები ზემოთხსენებული ტიპის იარაღის გამოყენებას. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება „შეცვლის ომის სახეს ისე, როგორც არაფერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“. მანამდე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ თავის ამერიკელ კოლეგასთან ჯო ბაიდენთან შეხვედრისას მიანიშნა მას შეერთებული შტატების მიერ უსამართლო დასჯაზე რუსეთთან დაკავშირებით. რამაფოსამ შეშფოთება გამოხატა ამერიკული კანონპროექტის შესახებ „რუსეთის მავნე ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და მას შეუსაბამო უწოდა. 57 შეფასება არ არის
|