x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
დევიდ ბექჰემი 13 საათის განმავლობაში იდგა რიგში, რათა დედოფალ ელიზაბედ მეორეს გამომშვიდობებოდა

image
დევიდ ბექჰემი შეუერთდა თანამემამულეებს, რომლებსაც სურდათ დამშვიდობებოდნენ დედოფალ ელიზაბეტ II-ს, რომლის კუბოც ლონდონის ვესტმინსტერის სასახლეში 14 სექტემბრიდან დგას. ყოფილმა სპორტსმენმა რიგში გვიან ღამით დაიკავა ადგილი და სხვა ინგლისელებთან ერთად მასში 13 საათის განმავლობაში იდგა.
ახლოს მყოფებთან დევიდი სელფებს იღებდა და საჭმელს უზიარებდა. დედოფალთან მისულმა კი ცრემლები ვერ შეიკავა. ჟურნალისტებთან ინტერვიუში ბექჰემმა აღიარა, რომ თავს ძალიან იღბლიანად თვლის, რადგან მას არაერთხელ ჰქონდა შანსი, პირადად შეხვედროდა ელიზაბეტ II-ს.image
“ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული მომენტი იყო ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღება. თან წავიყვანე ბებია და ბაბუა, რომლებმაც მართლაც გამზარდეს სამეფო ოჯახის დიდ ერთგულად და თაყვანისმცემლად. და, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე იყო ჩემთან ერთად. იმდენად გამიმართლა, რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე ვიყავი მისი უდიდებულესობის გვერდით. ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად განსაკუთრებული იყო იგი. სამწუხარო დღეა, მაგრამ ამ დღეს უნდა გავიხსენოთ ის წარმოუდგენელი მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა ჩვენთვის."- განაცადა მან ინტერვიუს დროს.image
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II 8 სექტემბერს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო დღეები მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა შოტლანდიის ციხესიმაგრეში ბალმორალში. კუბო მისი ცხედრით ვესტმინსტერის სასახლეში 19 სექტემბრის დილამდე იქნება - ამ დღეს მისი დაკრძალვა გაიმართება.


2
143
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
143
  
2022, 19 სექტემბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 17 სექტემბერი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2