x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
უკრაინული სერიალი ,,ხალხის მსახური" ზელენსკის მონაწილეობით მთელს მსოფლიოში პოპულარობის პიკზეა

image
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი სერიალ „ხალხის მსახურის“ მიმართ, რომელშიც მთავარ როლს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასრულებს პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე. 2015 წელს გამოსული სერიალი დღეს მასიურად იყიდება უცხოურ ტელეკომპანიებში. Deadline-ის თანახმად, უფლებები უკვე შეიძინა MBC-მა ახლო აღმოსავლეთში, ბერძნულმა ANT 1-მა, რუმინულმა PRO TV-მ და ბრიტანულმა მეოთხე არხმა. ასევე დაგეგმილია გარიგებები სხვა ქვეყნების მაუწყებლებთან.

“ეს საკმაოდ ძველი შოუა. მაგრამ, რა თქმა უნდა, გარემოებების გათვალისწინებით, ყველასთვის ძალიან საინტერესო გახდა. პრეზიდენტი, რომელსაც ზელენსკი ასრულებს, ჩვეულებრივი ადამიანია, მას აპრეზიდენტად ხალხი ირჩევს, თანაც სრულიად მოულოდნელად. მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის რეალური სცენარი გაცილებით ბნელია, ვიდრე ეს კომედია, არსებობს აშკარა პარალელები რეალურ სამყაროში".- განაცხადა ნიკოლა სოდერლუნდმა, შვედური მედია კომპანია Eccho Rights-ის მმართველმა პარტნიორმა, რომელიც სერიალის გავრცელებითაა დაკავებული.image
სერიალი „ხალხის მსახური“ მოგვითხრობს ისტორიის მასწავლებლის შესახებ, რომელიც შემთხვევით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. ზელენსკი პრეზიდენტად არჩევამდე ფართოდ იყო ცნობილი, როგორც კომიკოსი, სცენარისტი და პროდიუსერი. ზელენსკი იყო პროდიუსერული კომპანიის Kvartal-95 Studio-ს თანამფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე მუშაობდა რუსულ პროექტებთან - მის ნამუშევრებს შორისაა "სიყვარული დიდ ქალაქში" სვეტლანა ხოდჩენკოვასთან და ალექსეი ჩადოვთან ერთად, "საოფისე რომანი. ჩვენი დრო" და სხვა.

0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0