ფლორიდაში (აშშ) პოლიციამ დააკავა "დისნეის" ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან არასრულწლოვანთა ცდუნებასა და ადამიანებით ვაჭრობაში. ამის შესახებ CBS იტყობინება.
დაკავებები მეძავების აყვანის ოპერაციისას მოხდა, რაც 6 დღის განმავლობაში სრულდებოდა. პოლიციელი 14 წლის გოგონას სახელით გაეცნო "დისნეის" კომპლექსში მომუშავე ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც თავისისამსახურით იკვეხნიდა და "გოგონას" უხამსი მიმოწერა გაუბა, შემდეგ კი შიშველი ფოტოსურათები ფგაუგზავნა.
"დისნეის" სამ თანამშრომელს ბრალად წაუყენეს შევიწროება და პროსტიტუციიის ორგანიზება. ორი მათგანი მუშაობდა IT სპეციალისტად, ხოლო ერთი მუშაობდა Disney-ში Starlight Cosmic Ray კაფეში.
დაკავების შემდეგ "დისნეიმ" სამი თანამშრომელი გაგზავნა არაანაზღაურებად შვებულებაში და კომპანიამ უარი თქვა ერთი ბრალდებულის აღიარებაზე. საერთო ჯამში, ოპერაციის დროს 108 ადამიანი დააკავეს, მათ შორის მეძავები, მათი კლიენტები და პირები, რომლებიც ადამიანებს პროსტიტუციისკენ უბიძგებდნენ.