x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში ქრისტიანობა პოზიციებს თმობს
image

ის მალე აღარ იქნება უმრავლესობის რელიგია.


სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ამ დროისთვის აშშ-ში ქრისტიანობა უმრავლესობის რელიგიაა - მისი წილი ქვეყნის მოსახლეობაში 64%-ია. თუმცა, სულ რაღაც 40-50 წელიწადში სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.


Pew Research Center-ის მკვლევარებმა განიხილეს მოვლენების შესაძლო განვითარების რამდენიმე ვარიანტი. ამავდროულად, ამოსავალ წერტილად მიღებული იქნა აშშ-ს საზოგადოების რელიგიური შემადგენლობის 2020 წლის მონაცემები.რის მიხედვითაც: 64% არის ქრისტიანი, ხოლო 30% არის ადამიანი, რომელიც არ ასოცირდება რაიმე კონკრეტულ რელიგიასთან და 6% არიან სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები.



მოვლენების განვითარების ასეთ ტენდეციით, თითქმის ყველა ვარიანტი მთავრდება იმით, რომ ქრისტიანები კარგავენ ლიდერობას ამერიკულ საზოგადოებაში 2070 წლისთვის და ადგილს უთმობს აგნოსტიკოსებს და ათეისტებს. ამავდროულად, მორწმუნეებს შორის ქრისტიანები მაინც დარჩებიან უმრავლესობაში, სხვა რელიგიის მიმდევართა რაოდენობის ზრდის მიუხედავად.


ამრიგად, ტრადიციულად კათოლიკური ამერიკული საზოგადოება სავარაუდოდ სეკულარული გახდება ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში. და ეს იმ პირობით, რომ შეერთებულ შტატებში შობადობა, სიკვდილიანობა და მიგრაცია იგივე დონეზე რჩება.


აღსანიშნავია, რომ იგივე ტენდეციები შეინიშნება დიდ ბრიტანეთში, (იხილე სტატია)ზედიზედ იხურება ეკლესიები მრევლის არყოლის გამო, ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ზე ოდნავ მეტი დადის რეგულარულად ეკლესიაში, ხოლო პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს ურჩევნიათ საერთოდ არ განიხილონ თავიანთი რწმენის საკითხი.

0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0