საზოგადოება „ჩამოვიდა მიშა, წავედი არჩევნებზე და ხმა მის პარტიას მივეცი, მეორედ“ - ელისო კილაძე 2022, 16 სექტემბერი, 21:23 ჟურნალისტი ელისო კილაძე ხშირად ბრაზდება, როცა მას ნაცმოძრაობის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. ის ამგვარ მხარდამჭერებს ხშირად პასუხობს, რომ რადგან ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტია ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური პარტიები მოსწონს და მათი მხარდამჭერია, ან ხმას მას აძლევს. ახლა კი ელისო კილაძე პირდაპირ ამბობს, რომ გასულ წელს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვისთანავე წავიდა და ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცა. მისივე მტკიცებით, ეს ცხოვრებაში ორჯერ გააკეთა, ... ეს მისი მხრიდან პირველი პირდაპირი აღიარებაა. ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა აქტიურად რომ გაეგრძელებინა, პარტია მომხრეთა რიცხვს მკვეთრად გაზრდიდა. . გთავაზობთ მის სტატუსს: . „გაიმრავლებდა თუ არა მომხრეებს ენმ, მიშას აქტიური მხარდაჭერა რომ გაეგრძელებია?
აუცილებლად გაიმრავლებდა !
აქ ვარ მაგალითი-ჩამოვიდა მიშა, წავედი არჩევნებზე და ხმა პარტიას მივეცი... 2003 წლის მერე მეორედ !
და ჩემნაირი რამდენი?!
კითხვები და კრიტიკული პოსტები მიშას მხარდაჭერის განულებას მოყვა, კითხვებს პასუხად ან დაბლოკვა, ან სუსის აგენტის ძახილი.
შესაბამისად, შედეგიც 8% სრულიად ლოგიკურია.
,
მგონი პირველადაა კვლევაში ასეთი შედეგი:
ოპოზიციის მხარდამჭერთა 63% თვლის რომ ოპოზიცია მათ ინტერესებს არ გამოხატავს!
.
რეჟიმის ჩამოშლა ვისაც გულწრფელად გინდათ, მოსე მწერლის წერილებზე კი არა, მიშას თავისუფლების იდეაზე კონცენტრირდით !
კეთილი რჩევით-ელისო კაკულია.
,
აფსუს
წლები რა ტყუილად ვეძებდი პაკრიშკების საწყობს და კასრებს-თურმე არავინ პერევაროტის მოწყობას არ აპირებდა .
ესენიც გვაბოლებდნენ ცხრა წელი, “ - წერს ელისო კილაძე.
,
574 1-ს მოსწონს |
ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის იდეის არ ქონდა,არ აქვთ იდეა და ვერც ვერაფერს იზავენ. ზვიადს და მერაბს დამოუკიდებლობის იდეა ქონდა,მიშას განვითარების და ცვლილების,ბიძინის დიქტატორის ჩამოგდების და მიაღწიეს წარმატებას. იმის თქმა რო ქოცეთი არ ვარგა არაფრად არის არაფრის მომცემი,ეგ ვიცით და მერე? ტყუილად არ ჩამოვთვალე ზემოთ და ტყუილად არ ვახსენე იდეა,ბიძინის კამანდა რაც არის ბავშვმაც იცის,თქვენ რაას თავაზობთ ადამიანებს. ბიძინი ხიხია არის და ბუა არ არის საკმარისი,იდეა რა გაქვთ? ედიკა არ გვინდა და მოვიდა მიშა,მიშა არ გვინდა და მოვიდა ბიძინი,რა მოიგო ქართულმა საზოგადოებამ? მოგების არ ვიცი,მარა გამოთაყვანდა უფრო და უფრო მონა გახდა,ნუ 97% ეგეთია ამ ქვეყანაში