მსოფლიო ძინპინი და პუტინი მზადაა, მისმა ქვეყნებმა "დიდი დერჟავას" როლი შეასრულოს მსოფლიოში და ამასთანავე "ერთმანეთის ინტერესი" გაითვალისწინონ 2022, 16 სექტემბერი, 18:11 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად დაჯდნენ პირისპირ მოლაპარაკებებზე უზბეკეთში. უზარმაზარ მრგვალ მაგიდასთან ასისტენტებით გარშემორტყმული ერთმანეთის მოპირდაპირედ მსხდომი ორი ქვეყნის ლიდერის შეხვდა შედგა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში, რომელიც ყოფილ საბჭოთა უზბეკეთში გაიმართა. პანდემიის შემდეგ ეს იყო სი ძინპინისთვის საზღვარგარეთ პირველი მოგზაურობა. ხოლო პუტინისთვის ეს იყო შანსი ეჩვენებინა, რომ რუსეთი დასავლეთის ძალისხმევის მიუხედავად, ბოლომდე იზოლირებული არ არის. „ჩინეთი მზადაა რუსეთთან ერთად შეასრულოს "დიდი დერჟავას" როლი, რათა სტაბილურობა და პოზიტიური ენერგია შემოიტანოს სოციალური რყევებით დამსხვრეულ მსოფლიოში “, - განუცხადა ჩინეთის ლიდერმა პუტინს მოლაპარაკებებზე. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV ასევე ციტირებს სი ძინპინის სიტყვებს, რომ ჩინეთი მზადაა იმუშაოს რუსეთთან, რათა მხარი დაუჭირონ „ერთმანეთის ძირითად ინტერესებს“. პუტინმა მკაფიო პოზიცია დაიკავა შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, რომელიც სათავეში უდგას უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. „ერთპოლარული სამყაროს შექმნის მცდელობამ ბოლო დროს მიიღო აბსოლუტურად მახინჯი ფორმა და სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა პუტინმა. „ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან მიმართებაში“, - უთხრა პუტინმა ძინპინს და გაიმეორა მოსკოვის მიერ ჩინეთის მხარდაჭერა ტაივანის მიმართ. „ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ ჩინეთის პრინციპს. ჩვენ ვგმობთ აშშ-სა და მისი სატილიტების პროვოკაციას ტაივანის სრუტეში“, - თქვა პუტინმა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს აშშ-ს სენატის კომიტეტმა გადადგა პირველი ნაბიჯი, რის მიხედვითაც ვაშინგტონი პირდაპირ მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს ტაივანს. 235 2-ს მოსწონს
|