x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4 იდუმალი ქვეყანა, რომელიც სამუდამოდ დაიკარგა

რამდენად შეიცვალა ჩვენი პლანეტის გეოგრაფია, თუ ხმელეთის ნაწილი და კონტინენტები გაქრა? ჩვენთვის ყველაზე ცნობილი და იდუმალი კონტინენტი, რომელიც აღარ არსებობს — ატლანტიდაა. მაგრამ, იყო სხვა ქვეყნებიც, რომლის შესახებ, ისტორიულ წყაროებშია მოთხრობილი, მაგრამ ისე აქტუალურად არ განიხილება, როგორც ატლანტიდა.

ხმელეთის ნაწილის გაუჩინარების მიზეზი, შეიძლება, სხვადასხვა იყოს: ეროზია, მყინვარების დნობა, ტექტონიკური ფილების გადაადგილება, – ლოკალური, ან პლანეტარული კატაკლიზმები.

აქ 4 ქვეყანას წარმოგიდგენთ, რომელშიც ადრე ცივილიზაცია ყვაოდა და რომლის არსებობაში, მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ:


კუმარი კანდამიimage


ლეგენდა კუმარი კანდამის შესახებ, სათავეს, ინდური სუბკონტინენტის ხალხების – თამილიების თქმულებებიდან იღებს. ითვლებოდა, რომ მადაგასკარის, ინდოეთის, შრი-ლანკასა და ავსტრალიის გამაერთიანებელი კონტინენტი, ინდოეთის ოკეანეში იყო გადაჭიმული. იქ მშვიდობიანი ცივილიზაცია ცხოვრობდა და სწორედ იქ შექმნეს თამილმა პოეტებმა თავიანთი უდიდესი ნაწარმოებები. მაგრამ, იგივე ლეგენდების მიხედვით, «მიწა ზღვამ შთანთქა».


მუ (პაციფიდა)image


მუ, ატლანტიდასავით, უბრალო კუნძული კი არა, მთელი კონტინენტი იყო, რომელიც წყნარ ოკეანეში ჩაიძირა. სავარაუდოდ, იქ უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, რომლებიც მოგვიანებით, ევრაზიას, ჩრდ. აფრიკას და სამხ. ამერიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ. სწორედ ამ ფაქტით შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ იყვნენ ძველი კულტურის წარმომადგენლები: მაია, იაპონელები და ეგვიპტელები, ასე განვითარებულნი.

პაციბიდის ცივილიზაციის არსებობის მტკიცებულებად, მეცნიერები აღდგომის კუნძულზე მდებარე, მოაის ქანდაკებებს მიიჩნევენ. გარდა ამისა, იაპონიის კუნძულის – იაეიამას მახლობლად, მყვინთავებმა ჩაძირული ტაძროს ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც გიგანტურ, საფეხუროვან კონსტრუქციას წარმოადგენს. გადმოცემით, მუს კონტინენტზე გოლიათები ცხოვრობდნენ, რომელთა სიმაღლე 18 მ-მდე იყო და მათ ზებუნებრივი უნარები გააჩნდათ.


შამბალაimage


პირველი ტექსტი, რომელშიც ის არის ნახსენები, ძველი ინდური პოემა "მაჰაბჰარატა"–ა, ხოლო შემდეგ, ის ბუდისტურ ტექსტში – "კალაჩაკრაშიც" ახსენეს. ორივე შემთხვევაში, ეს ადგილი იდუმალ და ლამაზ სამეფოდ ითვლებოდა, რომელიც მშვიდ ხეობაში მდებარეობდა და იქ, ათასი წლის მანძილზე, ბრძენი მოსახლეობა ცხოვრობდა. მათ შორის, არც ავადმყოფები და არც მოხუცები არ იყვნენ.
შამბალას ადგილმდებარეობის საკითხი, ჯერ კიდევ კამათის თემაა. თუმცა, არქეოლოგების მიერ, 2007 წელს, ნეპალში აღმოჩენილი არტეფაქტების და უძველესი რელიგიური ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული ქვეყანა ტიბეტში, ან მის შემოგარენში უნდა ყოფილიყო.


ტაპრობანიimage


როგორც ცნობილია, შუმერული ცივილიზაცია 7–8 ათასი წლის წინ წარმოიშვა. მათი სახელმწიფო მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა და როგორც კვლევებმა აჩვენა, ის უეცრად, ფაქტობრივად, არსაიდან გაჩნდა.

შუმერები საკუთარ მოდგმას საგ–გიგ-ს («შავთავიანები») ეძახდნენ, ხოლო ქვეყანას – კენგის («კულტურული მიწა, ან დედამიწა»). ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ისინი შუამდინარეთში, ანატოლიიდან ჩავიდნენ, სხვების მტკიცებით, რომ მათი ისტორიული სამშობლო ინდოეთი იყო და არიან ისეთებიც, ვინც შუმერებს კავკასიელებად მიიჩნევენ... თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ შუმერების ისტორიული სამშობლო ტაპრობანი იყო. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:

* წარმოუდგენელი ამბავი მაღაროელებსა და გმირ ვირთხაზე

* პიკის საათი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში

* რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები



0
813
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
813
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0