სხვა მოხუცთა სახლმა ბოდიში მოიხადა ინვალიდი მოხუცებისთვის სტრიპტიზიორის გამოძახების გამო(ვიდეო) 2022, 14 სექტემბერი, 17:44 ![]() ტაოიუანის ვეტერანთა სახლმა, ქალაქ ტაოიუანის სახელმწიფო თავშესაფარმა გადამდგარი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, გადაუხადა მოცეკვავეს, რათა გაერთო სულ მცირე ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული 12 მოხუცი. კადრებში ჩანს, რომ სტრიპტიზიორი, რომელიც ბრჭყვიალა წითელ და შავ თეთრეულშია გამოწყობილი და აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, ეროტიულ მოძრაობებს აკეთებს მოხუცების წინ, მკერდს უსვამს პენსიონერს სახეში და უკანალს აქნევს. ![]() მოხუცთა სახლის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ სურდათ გაეხარებინათ უძლური მოხუცები, რადგან წინა შემოდგომაზე ფესტივალი ვერ აღნიშნეს პანდემიის გამო. მაგრამ მოხუცთა თავშესაფარს გამოხმაურება მოჰყვა მას შემდეგ, რაც კადრები ინტერნეტში გავრცელდა, რის გამოც ადმინისტრაცია იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა სტრიპტიზატორის დაქირავებისთვის. თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ისინი "ძალიან წუხან" ამ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა 7 სექტემბერს, რეგიონის ყოველწლიური მოსავლის ფესტივალამდე სამი დღით ადრე. მოხუცთა სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტრიპტიზატორის ქმედებები იყო "ზედმეტად აღზნებული და ვნებიანი" და დასძინა, რომ თანამშრომლები "უფრო ფრთხილად" იქნებიან მომავალში მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვისას. სტრიპტიზორამდე მოხუცები გაერთნენ ბინგოთი და კარაოკეთი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იყვნენ ისეთებიც, რომელებმაც აღნიშნეს, რომ ცუდს ვერაფერს ხედავდნენ ამაში.პირიქით მოხუცები მათი აზრით უფრო გაამხიარულეს. 565 4-ს მოსწონს
|