პროფილაქტიკა ომეგა–3 და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე - სიმპტომები, რომელიც ორგანიზმში ომეგა–3 დეფიციტზე მიუთითებს 2022, 20 სექტემბერი, 8:01 როდესაც ცხიმებზე ვსაუბრობთ, თავში ყოველთვის არასასიამოვნო ასოციაციები გვიჩნდება, რომელიც არაჯანსაღ კვებას, ჭარბ წონას და მსგავს საკითხებს უკავშირდება. მაგრამ, ვიდრე უარს ვიტყვით ყველა პროდუქტზე, რომლის შემადგენლობაშიც სიტყვა «ცხიმი» ფიგურირებს, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა არის ცხიმები? ცხიმები 2 სახის არის: «კარგი» და «ცუდი» – ერთის ნაკლებობა და მეორეს სიჭარბე, არაერთ დაავადებას იწვევს ჩვენს ორგანიზმში. მაგ., ჭარბ წონას, გულ–სისხლძარღვთა და კანის დაავადებებს, ართრიტს და ა. შ. სამეცნიერო ენაზე, ეს ნაჯერი და უჯერი ცხიმებია და იმისთვის, რომ ორგანიზმმა ნორმალურად იფუნქციონიროს, მისთვის გარკვეული სახეობის ცხიმები აუცილებელია. სასარგებლო ცხიმებს ეკუთვნის პოლიუჯერი ცხიმმჟავები, როგორიც არის ომეგა–3 და ომეგა–6 და მონოუჯერი ცხიმმჟავები – ომეგა–9. ადამიანის ორგანიზმს ბევრი ნივთიერების სინთეზის უნარი გააჩნია და გამონაკლისს მხოლოდ პოლიუჯერი ცხიმმჟავები წარმოადგენს, რომლის მიღება «გარედან» უნდა მოხდეს, საკვებ პროდუქტებთან ერთად. ომეგა–3-ის გავლენა ორგანიზმზე მოცემული ცხიმები შინაგან ორგანოებს დაზიანებისგან იცავს, ამაგრებს ფრჩხილებს და თმის ბზინვარებას უზრუნველყოფს, კანს ელასტიკურობას და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს... ქალებისთვის ომეგა–3 მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის დაგეგმვის და მისი მსვლელობის პერიოდში, რადგან ის დიდ გავლენას ახდენს ნაყოფის ტვინის ნორმალურად ფორმირებაზე. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ჭარბ წონას ებრძვის, ომეგა–3 დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე და ხელს უწყობს ჰორმონალური ბალანსის აღდგენას. დამტკიცებულია, რომ ყოველდღიურ რაციონში სასარგებლო ცხიმების შემცველი თევზის (თევზის ქონის) მოხმარება, ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისგან იცავს. ყოველდღიურად, ამ მჟავების შემცველობა, ჩვენს მიერ მოხმარებული კალორიების რაოდენობის, არანაკლებ 1% უნდა შეადგენდეს. ავადმყოფობის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი ექიმმა უნდა დაარეგულიროს და დაავადების სიმძიმის მიხედვით განსაზღვროს.ტიპიური თანამედროვე საკვები უამრავ ცხიმებს შეიცავს და ეს ამ ეტაპზე კარგად ცნობილი ფაქტია! ასეთი კვების ფონზე, იმის დაშვება შეიძლება, რომ ადამიანი, დღის მანძილზე, საჭირო რაოდენობის ომეგა–3-ს იღებს. თუმცა, ეს ასე არ არის. უმრავლესობა, ამ ნივთიერების დეფიციტს განიცდის და შედეგად, ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულდება და ხშირ შემთხვევაში, ქრონიკული დაავადებებში გადადის. მეცნიერები ადასტურებენ, ომეგა-3-ს დეფიციტს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის ნეგატიური შედეგების ფართო სპექტრი უკავშირდება! აქ 6 სიმპტომს წარმოგიდგენთ, რომელიც ორგანიზმში ომეგა–3 დეფიციტზე მიუთითებს და თუ დეფიციტის აღმოფხვრა დროულად არ მოხდა, შეიძლება პროცესები შეუქცევადი გახდეს და ქირურგიული ჩარევის საჭიროება დადგეს: 1. ჭარბი წონა ომეგა-3 ცხიმები ზრდის უჯრედების აქტივობას, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესი მნიშვნელობა აქვს უჯრედების მეტაბოლიზმისთვის. ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმი, ვისი რაციონიც არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის ომეგა – 3 ცხიმებს, ნივთიერებათა შენელებულ ცვლას განიცდის, რაც თავის მხრივ, ჭარბი წონის ზრდას იწვევს. 2. გულის დაავადებები მთელს მსოფლიოში გარდაცვალების მიზეზის 40% სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეზე და გულის დაავადებებზე მოდის. კარგი ის არის, რომ ომეგა – 3 ცხიმები, კვების ყოველდღიურ რაციონში დამატების შემთხვევაში, ქოლესტერინს ამცირებს, რაც მოულოდნელი გულის უკმარისობის რისკის შემცირებას იწვევს. 3. ეგზემა ეგზემა — არის გამონაყარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში კანზე, ორგანიზმში ომეგა – 3-ის დეფიციტის გამო ვლინდება. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, მალამოებით მკურნალობის ნაცვლად, სავსებით საკმარისი იქნება კვების რაციონში ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავეების დამატება. 4. ართრიტი ომეგა–3-ის ცხიმები ანთებასთან ბრძოლის ძლიერი საშუალებაა, რომელსაც სახსრებს შორის შეშუპების შემცირება შეუძლია, რაც ართრიტის მქონე პაციენტებისთვის დიდი შვებაა. ამ მჟავების შემცველი პროდუქტების მოხმარების შემთხვევაში, სახსრებს შორის შეშუპებაც მცირდება და სიხისტეც, რაც თავის მხრივ, ტკივილის შემცირებას იწვევს. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ომეგა–3 ცხიმები ძალიან ეფექტური საშუალებაა ოსტეოართრიტით გამოწვეული ხრტილის დაშლასთან საბრძოლველად. 5. დეპრესია ქვეყნებში, სადაც მაღალია ომეგა–3 შემცველი პროდუქტების მოხმარების დონე, დეპრესიის შემთხვევების რიცხვი 40 % მცირეა, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ამ პროდუქტებს არ მოიხმარენ. როგორც ცნობილია, სეროტონინის ჰორმონი ადამიანის ბედნიერების გრძნობაზე არის პასუხისმგებელი. საინტერესოა, რომ ამ ნეიროტრანსმიტერის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი სწორედ ომეგა–3-ის ცხიმებია. 6. ტვინის ფუნქციების დაქვეითება თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი თავის ტვინის 60 % ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავეებისგან შედგება, გასაკვირი არ არის, რომ მისი ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, ომეგა–3 ცხიმები საჭირო კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისი ნაკლებობის შემთხვევაში, ნერვული უჯრედების მიელინის გარსი შეიძლება გაილიოს და ტვინში ინფორმაციის გაცვლის პროცესი შენელდეს ან საერთოდ შეწყდეს. კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ნივთიერებას ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით, ის შემდეგ პროდუქტებშია წარმოდგენილი: რაც შეეხება ომეგა–6-სს, ეს ცხიმოვანი მჟავები ისევე სასარგებლოა ორგანიზმისთვის, როგორც ომეგა–3-ი. ამ ნივთიერებების ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის ისსისტემატურად მოხმარების შემთხვევაში, ადამიანი, ჯანსაღ და ახალგაზრდულ გარეგნობას, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს. ომეგა–6-ს, ძირითადად, მცენარეული ზეთები შეიცავს. მათ შორის: ყურძნის წიპწების, მზესუმზირის და სიმინდის ზეთები – ყოველ 100 გრ. პროდუქტზე, აღნიშნული ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა, საშუალოდ, 70 – 55 გრამია. მცირე რაოდენობით ომეგა–6 არის ნიგოზში (100 გრ-ზე – 11 გრამი) და გოგრის თესლში (100 გრ-ზე – 5 გრ.). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომეგა მჟავების მიღების დროს, სახეობათა შორის პროპორციების დაცვა აუცილებელია. ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანისთვის, ომეგა–6 და – 3-ს მოხმარების, საშუალო პროპორცია – 5:1 არის, ავადმყოფობის და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, მაჩვენებელი 2:1-მდე ეცემა. მაგრამ, ძალიან ხშირად, დადგენილი ბალანსი ომეგა–6-ის სასარგებლოდ ირღვევა, რადგან პროდუქტები, რომლებიც ამ ნივთიერებებს შეიცავს, ყოველდღიურ რაციონში უფრო მოხმარებადია, ვიდრე ომეგა–3-ის შემცველი პროდუქტები. ბალანსის აღდგენა კი, თევზის ქონით არის შესაძლებელი, რომელიც სწორედ ომეგა–3 მჟავებს შეიცავს. ომეგა–3-ის და ომეგა–6-ის მჟავების რაოდენობის თანაფარდობის ცხრილი, 100 გრ. პროდუქტზე გაანგარიშებით არც ომეგა–9 მჟავებია ნაკლებად სასარგებლო, ვიდრე ზემოთ ხსენებული ცხიმოვანი მჟავები. მოქმედების შედეგი, კი შემდეგია: ამაღლებს იმუნიტეტს; ამცირებს ვირუსული ინფექციებით დაავადების შანსს; უზრუნველყოფს კანის სიპრიალეს და სიმტკიცეს; მინიმუმამდე დაჰყავს სიმსივნის განვითარების ალბათობა; ამაღლებს შრომის უნარიანობას; ხელს უწყობს ხანგრძლივ გონებრივ აქტივობას; ამაღლებს კონცენტრაციას და ყურადღებას; ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას; ხოლო, ქალებისთვის ეს მჟავები, პრაქტიკულად, სასწაულმოქმედია, რადგან ხელს უწყობს ნორმალური წონის შენარჩუნებას, ჰორმონების ნორმალურ სინთეზს და ნივთიერებათა ცვლას. ომეგა–9 მჟავებს დიდი რაოდენობით შეიცავს ზეითუნის, არაქისის, მდოგვის, მზესუმზირასი ზეთები და კარაქი. ამ პროდუქტებში, ყოველ 100 გრ–ზე გაანგარიშებით, საშუალოდ, 80–40 გრ. ომეგა–9 ცხიმოვან მჟავებზე მოდის.
შენიშვნა: უნდა გვახსოვდეს, რომ სასარგებლო მჟავების შემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მოხმარება, ისევე უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, როგორც მათი უკმარისობა. ომეგა მჟავების შემცველი პროდუქტების მოხმარების წესები: ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სასარგებლო ნივთიერებების შემცველი პროდუქტების მოხმარებისას, აუცილებელია ბალანსის დაცვა. არ შეიძლება უპირატესობის მინიჭება მხოლოდ ერთი პროდუქტისთვის. მაგ., არჩევანის გაკეთება ზეთსა და კარაქს შორის, რადგან ორგანიზმისთვის ორივე სახეობის ცხიმი საჭიროა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოხმარებული პროდუქტის ხარისხი და დამუშავების წესი. მაგ., თერმულად დამუშავებული თხილეულის ნაცვლად, უმჯობესია მისი უმი სახით მოხმარება. მნიშვნელოვანია ასევე, ომეგა–3-ის შემცველი პროდუქტების მომზადების და შენახვის წესები. ამ პროდუქტებისგან მომზადებისას, უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულ და გამომცხვარ კერძებს, რადგან შეწვის დროს, სასარგებლო ცხიმები, მავნე ტრანს–ცხიმებად გარდაიქმნება და ასეთ კერძში სასარგებლო ნივთიერებიც შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება შენახვის წესს, არ შეიძლება ომეგა–3-ის შემცველი კერძის დატოვება ღია სახით, ჰაერთან თავისუფალ კონტაქტში. განსაკუთრებით საზიანოა, თუ მას მზის სხივებიც ეცემა, რადგან ცხიმები იჟანგება და სასარგებლო თვისებას კარგავს. არხის სხვა სიახლეები: * თაფლი – "ჯადოსნური ელექსირი" და ყველა დაავადების უნივერსალური წამალი* ჩინეთში 150 000 წლის მილსადენი აღმოაჩინეს* თავსატეხი ზარმაც მეზღვაურზე (პასუხი აქვს)* საუკუნის პორტრეტი – დედოფალი ელისაბედ II* ახალი სასწავლო წელი იწყება და მეცნიერებმა მეცადინეობის საუკეთესო დრო დაასახელეს* ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...678 2-ს მოსწონს
|