x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია
ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია


ადამიანის ყოველი ლიტრი სისხლი შეიცავს საშუალოდ 4.6 ტრილიონ (3.8-დან 5.4 ტრილიონამდე) ერითროციტს (სისხლის წითელ უჯრედს). მაგალითად, ადამიანს, რომელსაც აქვს 5 ლიტრი სისხლი, გააჩნია 23 ტრილიონი ერითროციტი. ხოლო ადამიანს, რომელსაც აქვს 4 ლიტრი სისხლი, აქვს 18.4 ტრილიონი ერითროციტი. საერთოდ, რომ გავიგოთ თუ რამდენი ლიტრი სისხლი აქვს ადამიანს, უნდა ვიცოდეთ იმ კონკრეტული ადამიანის წონა. ყოველი ადამიანის წონის, მასის 8-დან 10%-მდე შეადგენს სისხლი. ყოველ 10 კილოგრამზე ადამიანში არის 800-1000 მილილიტრი სისხლი. მაგალითად 100-კილოგრამიან ადამიანს 8-10 ლიტრი სისხლი. 50 კილოგრამიანს შესაბამისად - 4-5 ლიტრი სისხლი. მაგალითად:


50 კგ. წონის ადამიანს აქვს მინიმუმ 4 ლიტრი სისხლი და 18 ტრილიონი ერითროციტი.

60 კგ. წონის ადამიანს აქვს მინიმუმ 5 ლიტრი სისხლი და 23 ტრილიონი ერითროციტი.


70 კგ. წონის ადამიანს აქვს მინიმუმ 5.6 ლიტრი სისხლი და 25 ტრილიონი ერითროციტი.

80 კგ. წონის ადამიანს აქვს მინიმუმ 6.4 ლიტრი სისხლი და 29 ტრილიონი ერითროტროციტი.

90 კგ. წონის ადამიანს აქვს მინიმუმ 7.2 ლიტრი სისხლი და 33 ტრილიონი ერითროციტი.

100 კგ. წონის ადამიანს აქვს მინიმუმ 8 ლიტრი სისხლი და 36 ტრილიონი ერითროციტი.



აქვე აღსანიშნავია, რომ ერითროციტების რიცხვი ადამიანის ორგანიზმში არსებული ადამიანური უჯრედების საერთო რაოდენობის 84 %-ს შეადგენს. ასე რომ ახლა შეგვიძლია გავიგოთ რამდენი ადამიანური უჯრედისგან შედგება ყოველი ადამიანი მხოლოდ იმის ცოდნით, თუ რამდენ კილოგრამს იწონის ის. მაგალითად, 50-კილოგრამიანი ადამიანის ადამიანური უჯრედების რაოდენობა რომ გავიგოთ, მისი ერითროციტების რაოდენობა უნდა გავყოთ 84-ზე და გავამრავლოთ 100-ზე. ამგვარად:


50 კგ. წონის ადამიანს აქვს საშუალოდ 18 ტრილიონი ერითროციტი და 21.4 ტრილიონი ადამიანური უჯრედი.

60 კგ. წონის ადამიანს აქვს საშუალოდ 23 ტრილიონი ერითროციტი და 27.3 ტრილიონი ადამიანური უჯრედი.

70 კგ. წონის ადამიანს აქვს საშუალოდ 25 ტრილიონი ერითროციტი და 29.7 ტრილიონი ადამიანური უჯრედი.

80 კგ. წონის ადამიანს აქვს საშუალოდ 29 ტრილიონი ერითროციტი და 34.5 ტრილიონი ადამიანური უჯრედი.

90 კგ. წონის ადამიანს აქვს საშუალოდ 33 ტრილიონი ერითროციტი და 39.2 ტრილიონი ადამიანური უჯრედი.

100 კგ. წონის ადამიანს აქვს საშუალოდ 36 ტრილიონი ერითროციტი და 42.8 ტრილიონი ადამიანური უჯრედი.



ადამიანური უჯრედების გარდა ყოველ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც იწონის დაახლოებით 60 კილოგრამს აქვს საშუალოდ 38 ტრილიონი ბაქტერიული უჯრედი. თუმცა ეს რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად ცვალებადია 30 ტრილიონიდან 50 ტრილიონამდე. და საშუალოდ ამ ბაქტერიული უჯრედების საერთო წონა ორგანიზმში არის დაახლოებით 1.5 კილოგრამი.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ერითროციტების შესახებ ისაა, რომ ევოლუციურ პროცესში ისინი პირველად გაჩნდნენ კამბრიულ ერაში - 541-520 მილიონი წლის წინ, ისეთ ორგანიზმებში, როგორიცაა პოლიქეტები, ოკეანის პრიმიტიული ჭიისებრი ცხოველები.


ადამიანის ორგანიზმის ადამიანური უჯრედების საერთო რაოდენობიდან (ბაქტერიული უჯრედების გამოკლებით) სხვადასხვა ტიპის უჯრედთა პროცენტული შემადგენლობა შემდეგია:


ერითროციტები - ორგანიზმში არსებული ადამიანური უჯრედების საერთო რაოდენობის 84%;

თრომბოციტები - 4.9%;

ძვლის ტვინის უჯრედები - 2.5%;

ლიმფოციტები - 1.5%;

ჰეპატოციტები - 0.8%;

ნეირონები და გლიური უჯრედები - 0.6%;

ბრონქული ენდოთელური უჯრედები - 0.5%;

ეპიდერმული უჯრედები - 0.5%;

რესპირატორული ინტერსტიციული უჯრედები - 0.5%;

ადიპოციტები / ცხიმის უჯრედები - 0.2%;

დერმული ფიბრობლასტები - 0.1%;

კუნთოვანი უჯრედები - 0.001%;

სხვა უჯრედები - 2%;


ამგვარად, 60 კილოგრამის წონის ადამიანს აქვს დაახლოებით 27.3 ტრილიონი ადამიანური უჯრედი (ბაქტერიული უჯრედების გამოკლებით, რომელიც საშუალოდ 38 ტრილიონია), აქედან:


23 ტრილიონი ერითროციტი.

1.3 ტრილიონი თრომბოციტი.

682 მილიარდი ძვლის ტვინის უჯრედი.

573 მილიარდი სისხლძარღვთა ენდოთელური უჯრედი.

409 მილიარდი ლიმფოციტი.

218 მილიარდი ჰეპატოციტი.

164 მილიარდი ნეირონი და გლიური უჯრედი.

136 მილიარდი ბრონქული ენდოთელური უჯრედი.

136 მილიარდი ეპიდერმული უჯრედი.

136 მილიარდი რესპირატორული ინტერსტიციული უჯრედი.

5.46 მილიარდი ადიპოციტი / ცხიმის უჯრედი.

2.73 მილიარდი დერმული ფიბრობლასტი.

273 მილიონი კუნთოვანი უჯრედი.

და 546 მილიარდი სხვა უჯრედი.


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



უჯრედების ტიპები, რომლებიც ვითარდება ენდოდერმიდან


1) ეგზოკრინული სეკრეტორული ეპითელური უჯრედები


1. ბრუნერის ჯირკვლის უჯრედი (Brunner's gland) - თორმეტგოჯა ნაწლავშია და გამოიმუშავებს ფერმენტებს და ტუტე ლორწოს.

2. რესპირატორული და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის იზოლირებული გობლეტის უჯრედი (Goblet cell) - მისი ფუნქციაა ლორწოს სეკრეცია.

3. ფოვეოლური უჯრედი (Foveolar cell) - მდებარეობს კუჭში. მისი ფუნქციაა ლორწოს სეკრეცია.

4. მთავარი უჯრედი (Chief cell) - მდებარეობს კუჭში. მისი ფუნქციაა პეპსინოგენის სეკრეცია.

5. პარიეტული უჯრედი (Parietal cell) - მდებარეობს კუჭში. მისი ფუნქციაა ჰიდროქლორის მჟავას სეკრეცია.

6. პანკრეასის აცინოზური უჯრედი (Pancreatic acinar cell) - ბიკარბონატის და საჭმლის მონელებელი ფერმენტის სეკრეცია.

7. წვრილი ნაწლავის პანეთის უჯრედი (Paneth cell) - ლიზოზიმის სეკრეცია.

8. ფილტვის II ტიპის პნევმოციტი (Type II pneumocyte of lung) - სურფაქტანტის სეკრეცია.

9. ფილტვის კლუბური უჯრედი (Club cell of lung).



2) ბარიერული უჯრედები


10. I ტიპის პნევმოციტი (Type I pneumocyte) - ფილტვების შემადგენელი უჯრედები.

11. ნაღვლის ბუშტის ეპითელური უჯრედი (Gall bladder epithelial cell).

12. ცენტროაცინოზური უჯრედი (Centroacinar cell) - პანკრეასის შემადგენელი.

13. ჩართული, ინტერპოლირებული სადინრის უჯრედი (Intercalated duct cell) - პანკრეასის შემადგენელი.

14. ნაწლავის ჯაგრისის სასაზღვრო უჯრედი მიკროვილით (Intestinal brush border cell with microvilli).


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



3) ჰორმონის გამომყოფი უჯრედები


ენტეროენდოკრინული ჯირკვლები

15. K უჯრედი (K cell) - გამოყოფს კუჭის ინჰიბიტორ პეპტიდს.

16. L უჯრედი (L cell) - გამოყოფს გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ს, პეპტიდს YY3-36-ს, ოქსინტომოდულინს და გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-2-ს.

17. I უჯრედი (I cell) - გამოყოფს ქოლეცისტოკინინ CCK-ს.

18. G უჯრედი (G cell) - გამოყოფს გასტრინს.

19. ენტეროქრომაფინის უჯრედი (Enterochromaffin cell) - გამოყოფს სეროტონინს.

20. ენტეროქრომაფინის მსგავსი უჯრედი (Enterochromaffin-like cell) - გამოყოფს ჰისტამინს.

21. N უჯრედი (N cell) - გამოყოფს ნეიროტენზინს.

22. S უჯრედი (S cell) - გამოყოფს სეკრეტინს.

23. D უჯრედი (D cell) - გამოყოფს სომატოსტატინს.

24. M უჯრედი / მო უჯრედი (M cell / Mo cell) - გამოყოფს მოტილინს.

ენტეროენდოკრინული ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სხვა ჰორმონებია: ნაწლავის ვაზოაქტიური პეპტიდი, ნივთიერება P, ალფა-ენდორფინი და გამა-ენდორფინი, ბომბსინი.


ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები

25. ფარისებრი ჯირკვლის ეპითელური უჯრედი (Thyroid epithelial cell).

26. პარაფოლიკულური უჯრედი (Parafollicular cell).


პარათიროიდული ჯირკვლის უჯრედები

27. პარათიროიდული მთავარი უჯრედი (Parathyroid chief cell).

28. ოქსიფილის უჯრედი (Oxyphil cell).


პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედები / ლანგერჰანსის უჯრედები

29. ალფა უჯრედი (Alpha cell) - გამოყოფს გლუკაგონს.

30. ბეტა უჯრედი (Beta cell) - გამოყოფს ინსულინს და ამილინს.

31. დელტა უჯრედი (Delta cell) - გამოყოფს სომატოსტატინს.

32. ეფსილონის უჯრედი (Epsilon cell) - გამოყოფს გრელინს.

33. PP უჯრედი / გამა უჯრედი (PP cell / Gamma cell) - გამოყოფს პანკრეასის პოლიპეპტიდს.


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



უჯრედების ტიპები, რომლებიც ვითარდება ენდოდერმიდან


4) ეგზოკრინული სეკრეტორული ეპითელური უჯრედები


34. სანერწყვე ჯირკვლის ლორწოვანი უჯრედი (Salivary gland mucous cell).

35. სანერწყვე ჯირკვლის სეროზული უჯრედი (Salivary gland serous cell).

36. ფონ ებნერის ჯირკვლის უჯრედი (Von Ebner's gland cell) - მდებარეობს ენაში და რეცხავს გემოვნების კვირტებს.

37. სარძევე ჯირკვლის უჯრედი (Mammary gland cell) - რძის სეკრეცია.

38. ცრემლის ჯირკვლის უჯრედი (Lacrimal gland cell) - ცრემლის სეკრეცია.

39. ყურის ჯირკვლის უჯრედი (Ceruminous gland cell) - ყურის ცვილის სეკრეცია.

40. ეკრინული ოფლის ჯირკვლის მუქი უჯრედი (Eccrine sweat gland dark cell) - გლიკოპროტეინის სეკრეცია.

41. ეკრინული ოფლის ჯირკვლის გამჭვირვალე უჯრედი (Eccrine sweat gland clear cell) - მცირე მოლეკულის სეკრეცია.

42. აპოკრინული ოფლის ჯირკვლის უჯრედი (Apocrine sweat gland cell) - აქვს სუნიანი სეკრეტი. სქესობრივი ჰორმონებისადმი მგრძნობიარე.

43. მოლის უჯრედის ჯირკვალი ქუთუთოში (Gland of Moll) - სპეციალიზებული ოფლის ჯირკვალი.

44. ცხიმოვანი ჯირკვლის უჯრედი (Sebaceous gland cell) - ახასიათებს ლიპიდებით მდიდარი ცხიმოვანი სეკრეცია.

45. ბოუმენის ჯირკვლის უჯრედი (Bowman's gland cell) - მდებარეობს ცხვირში და რეცხავს ყნოსვის ეპითელიუმს.


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



5) ჰორმონის გამომყოფი უჯრედები


46. მაგნოუჯრედული ნეიროსეკრეტორული უჯრედები (Magnocellular neurosecretory cells) - გამოყოფენ ოქსიტოცინს და ვაზოპრესინს.

47. პარვოცელულარული ნეიროსეკრეტორული უჯრედები (Parvocellular neurosecretory cells) - გამოყოფენ თირეოტროპინ-რილიზინგ ჰორმონს (TRH), კორტიკოტროპინ-რილიზინგ ჰორმონს (CRH), ვაზოპრესინს, ოქსიტოცინს, ნეიროტენზინს და პროლაქტინს.

48. ქრომაფინის უჯრედები / ქრომაფინური უჯრედები (Chromaffin cells) - არის თირკმელზედა ჯირკვლის შემადგენლობაში.


ჰიპოფიზის წინა/შუალედური უჯრედები

49. კორტიკოტროპები (Corticotropes) .

50. გონადოტროპები (Gonadotropes).

51. ლაქტოტროპები (Lactotropes).

52. მელანოტროპები (Melanotropes).

53. სომატოტროპები (Somatotropes).

54. თიროტროპები (Thyrotropes).


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



6) ეპითელური უჯრედები


55. კერატინოციტი (Keratinocyte) - დიფერენცირებული ეპიდერმული უჯრედი.

56. ეპიდერმული ბაზალური უჯრედი (Epidermal basal cell) - ღეროვანი უჯრედი.

57. მელანოციტი (Melanocyte).

58. რქოვანას, ენის პირის ღრუს, ცხვირის ღრუს, დისტალური ანალური არხის, დისტალური ურეთრის და დისტალური საშოს ზედაპირული ეპითელური უჯრედი (Surface Epithelial cells).

59. რქოვანას, ენის, პირის ღრუს, ცხვირის ღრუს, დისტალური ანალური არხის, დისტალური ურეთრის და დისტალური საშოს ბაზალური უჯრედები (Basal cells / Stem cells) - ღეროვანი უჯრედები.

60. ინტერკალირებული სადინარის უჯრედი (Intercalated duct cell) - სანერწყვე ჯირკვლები.

61. განივზოლიანი სადინარის უჯრედი (Striated duct cell) - სანერწყვე ჯირკვლები.

62. რძემჟავა სადინარის უჯრედი (Lactiferous duct cell) - ძუძუს ჯირკვლები.

63. ამელობლასტი (Ameloblast) - მისი ფუნქციაა კბილის მინანქრის დეპონირება.


ტრიქოციტები (უჯრედები, რომლებიც აყალიბებენ თმებს და ფრჩხილებს)

64. მედულარული თმის ლილვის უჯრედი (Medullary hair shaft cell).

65. კორტიკალური თმის ლილვის უჯრედი (Cortical hair shaft cell).

66. კუტიკულური თმის ლილვის უჯრედი (Cuticular hair shaft cell).

67. ჰაქსლის ფენის თმის ფესვის გარსის უჯრედი (Huxley's layer root sheath cell).

68. ჰენლეს ფენის თმის ფესვის გარსის უჯრედი (Henle's layer hair root sheath cell).

69. გარე ფესვის გარსი თმის უჯრედი (Outher root sheath hair cell).


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



7) პირის ღრუს უჯრედები


70) ოდონტობლასტი (Odontoblast) - წარმოქმნის კბილის დენტინს.

71) ცემენტობლასტი (Cementoblast) - წარმოქმნის კბილის ცემენტს.



8) ნერვული სისტემა


სენსორული გადამყვანი უჯრედები

72. კორტის ორგანოს სმენის შიდა თმის უჯრედები (Auditory inner hair cells of organ of Corti).

73. კორტის ორგანოს სმენის გარეთა თმის უჯრედები (Auditory outer hair cells of organ of Corti).

74. ყნოსვის ეპითელიუმის ბაზალური უჯრედები (Basal cells of olfactory epithelium) - ღეროვანი უჯრედი ყნოსვის ნეირონებისთვის.

75. სიცივისადმი მგრძნობიარე პირველადი სენსორული ნეირონები (Cold-sensitive primary sensory neurons).

76. სითბოს მგრძნობიარე პირველადი სენსორული ნეირონები (Heat-sensitive primary sensory neurons).

77. მერკელის ეპიდერმისის უჯრედები (Merkel cells of epidermis).

78. ყნოსვითი რეცეპტორების ნეირონები (Olfactory receptor neurons).

79. ტკივილისადმი მგრძნობიარე პირველადი სენსორული ნეირონები (Pain-sensitive primary sensory neurons).


თვალის ბადურის ფოტორეცეპტორული უჯრედები:

80. ფოტორეცეპტორული როდ უჯრედები (Photoreceptor rod cells).

81. თვალის ცისფერმგრძნობიარე ფოტორეცეპტორული კონუსური უჯრედები (Photoreceptor blue-sensitive cone cells of eye).

82. თვალის მწვანემგრძნობიარე კონუსის ფოტორეცეპტორული უჯრედები (Photoreceptor green-sensitive cone cells of eye).

83. თვალის წითელმგრძნობიარე ფოტორეცეპტორული კონუსური უჯრედები (Photoreceptor red-sensitive cone cells of eye).


ასევე სხვა სენსორული გადამყვანი უჯრედებია:

84. პროპრიოცეპტული პირველადი სენსორული ნეირონები (Proprioceptive primary sensory neurons).

85. შეხებისადმი მგრძნობიარე პირველადი სენსორული ნეირონები (Touch-sensitive primary sensory neurons).

86. კაროტიდის სხეულის უჯრედის ქიმიორეცეპტორული გლომუსის უჯრედები (Chemoreceptor glomus cells of carotid body cell) - სისხლის PH-ის სენსორი.

87. ყურის ვესტიბულური სისტემის გარეთა თმის უჯრედები (Outer hair cells of vestibular system of air) - აჩქარება და გრავიტაცია.

88. ყურის ვესტიბულური სისტემის შიდა თმის უჯრედები (Inner hair cells of vestibular system of air) - აჩქარება და გრავიტაცია.

89. გემოვნების კვირტის გემოს რეცეპტორული უჯრედები (Taste receptor cells of taste bud).


ავტონომიური ნეირონის უჯრედები

90. ქოლინერგული ნეირონები (Cholinergic neurons) - სხვადასხვა ტიპის.

91. ადრენერგული ნერვული უჯრედები (Adrenergic neural cells) - სხვადასხვა ტიპის.

92. პეპტიდერგიული ნერვული უჯრედები (Peptidergic neural cells) - სხვადასხვა ტიპის.


გრძნობის ორგანო და პერიფერიული ნეირონების დამხმარე უჯრედები

93. კორტის ორგანოს სვეტის უჯრედები (Inner pillar cells of organ of Corti).

94. კორტის ორგანოს გარე სვეტის უჯრედები (Outer pillar cells of organ of Corti).

95. კორტის ორგანოს შიდა ფალანგური უჯრედები (Inner phalangeal cells of organ of Corti).

96. კორტის ორგანოს გარეთა ფალანგური უჯრედები (Outer phalangeal cells of organ of Corti).

97. კორტის ორგანოს სასაზღვრო უჯრედები (Border cells of organ of Corti).

98. კორტის ორგანოს ჰენსენის უჯრედები (Hensen's cells of organ of Corti).

99. ვესტიბულური აპარატის დამხმარე უჯრედები (Vestibular apparatus supporting cells).

100. გემოვნების კვირტის დამხმარე უჯრედები (Taste bud supoorting cells).

101. ყნოსვითი ეპითელიუმის დამხმარე უჯრედები (Olfactory epithelium supporting cells).

102. ყნოსვითი გარსის უჯრედები (Olfactory ensheating cells).

103. შვანის უჯრედები (Schwann cells).

104. სატელიტური გლიური უჯრედები (Satellite glial cells).

105. ნაწლავის გლიური უჯრედები (Enteric glial cells).


ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირონები და გლიური უჯრედები

ნეირონული უჯრედები (ნეირონების, ნეირონულ უჯრედთა ტიპების მრავალფეროვნება ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებლადაა კლასიფიცირებული)


ინტერნეირონები:

106. კალათის უჯრედები (Basket cells).

107. ურმის ბორბლისებრი უჯრედები (Cartwheel cells).

108. ვარსკვლავისებრი უჯრედები (Stellate cells).

109. გოლჯის უჯრედები (Golgi cells).

110. გრანულოვანი უჯრედები (Granule cells).

111. ლუგაროს უჯრედები (Lugaro cells).

112. ჯაგრისისებრი უნიპოლარული უჯრედები (Unipolar brush cells).

113. მარტინოტის უჯრედები (Martinotti cells).

114. ჭაღისებრი უჯრედები (Chandelier cells).

115. კახალ-რეციუსის უჯრედები (Cajal-Retzius cells).

116. ორბუკეტიანი უჯრედები (Double-bouquet cells).

117. ნეიროგლიისებრი / ნეიროგლიოფორმული უჯრედები (Neurogliaform cells).

118. ბადურის ჰორიზონტალური უჯრედები (Retina horizontal cells).

119. ამაკრინული უჯრედები - ამაკრინის ვარსკვლავისებრი უჯრედები (Amacrine cells - Starburst amacrine cells).

120. ზურგის ინტერნეირონები - რენშოუს უჯრედები (Spinal interneurons - Renshaw cells).


ძირითადი უჯრედები:

121. თითისტარისებრი ნეირონები (Spindle neurons).

122. ჩანგლისებრი ნეირონები (Fork neurons).

123. ადგილმსაზღვრელი ნეირონები (Place cells) - პირამიდული უჯრედი.

124. ბადისებრი უჯრედები (Grid cells) - პირამიდული უჯრედი.

125. სიჩქარის უჯრედები (Speed cells) - პირამიდული უჯრედი.

126. თავის მიმართულების უჯრედები (Head direction cells) - პირამიდული უჯრედი.

127. ბეცის უჯრედები (Betz cells) - პირამიდული უჯრედი.

128. ვარსკვლავისებრი უჯრედები - სასაზღვრო უჯრედები (Stellate cells - Boundary cells).

129. ბუჩქისებრი უჯრედები (Bushy cells).

130. პურკინიეს უჯრედები (Purkinje cell).

131. საშუალო ეკლიანი ნეირონები (Medium spiny neurons)


ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნეირონებია ასევე:

132. ასტროციტები (Astrocytes)

133. ოლიგოდენდროციტები (Oligodendrocytes).

134. ეპენდიმური უჯრედები - ტანიციტები (Ependymal cells - Tanycytes).

135. პიტუიციტები (Pituicytes).


ლინზის უჯრედები

136. წინა ლინზის ეპითელური უჯრედი (Anterior lens epithelial cell).

137. კრისტალინ-შემცველი ლინზის ბოჭკოვანი უჯრედი (Crystallin-containing lens fiber cell)..


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



უჯრედების ტიპები, რომლებიც ვითარდება მეზოდერმიდან


9) ნივთიერებათა ცვლის და დაგროვების უჯრედები


138. ღვიძლის ლიპოციტი (Liver lipocyte).

ადიპოციტები

139. თეთრი ცხიმოვანი უჯრედი (White fat cell) - ადიპოციტი.

140. ყავისფერი ცხიმოვანი უჯრედი (Browns fat cell) - ადიპოციტი.



10) სეკრეტორული უჯრედები


თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უჯრედები

141. გლომერულური ზონის უჯრედები (Cells of the Zona glomerulosa) - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უჯრედები, წარმოქმნიან მინერალოკორტიკოიდებს.

142. ფასციკულური ზონის უჯრედები - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უჯრედები (Cells of the Zona fasciculata) - წარმოქმნიან გლუკოკორტიკოიდებს.

143. რეტიკულური ზონის უჯრედები (Cells of the Zona reticularis) - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უჯრედები. წარმოქმნიან ანდროგენებს.


144. ესტროგენის გამომყოფი საკვერცხის ფოლიკულის, თეკა ინტერნას უჯრედები (Theca interna cell of ovarian follicle).


ყვითელი სხეულის უჯრედი გამსკდარი საკვერცხის ფოლიკულისგან აწარმოებს პროგესტერონს:

145. გრანულირებული ლუთეინის უჯრედები (Granulosa lutein cells).

146. თეკა ლუთეინის უჯრედები (Theca lutein cells).


147. ტესტიკულების ლეიდიგის უჯრედები (Leydig cells of testes) - გამოყოფენ ტესტოსტერონს.

148. სათესლე ბუშტუკოვანი უჯრედი (Seminal vesicle cell) - გამოყოფს სათესლე სითხის კომპონენტებს, მათ შორის ფრუქტოზას სპერმის ცურვისთვის.

149. პროსტატის ჯირკვლის უჯრედი (Prostate gland cell) - გამოყოფს სათესლე სითხის კომპონენტებს.

150. ბულბოურეთრალური ჯირკვლის უჯრედი (Bulbourethral gland cell) - ლორწოს სეკრეცია.

151. ბართოლინის ჯირკვლის უჯრედი (Bartholin's gland cell) - ვაგინალური ლუბრიკანტის სეკრეცია.

152. ლიტრის უჯრედის ჯირკვალი (Gland of Littre cell) - ლორწოს სეკრეცია.

153. საშვილოსნოს ენდომეტრიუმის უჯრედი (Uterus endometrium cell) - ნახშირწყლების სეკრეცია.

154. იუქსტაგლომერული უჯრედი (Juxtaglomerular cell) - რენინის სეკრეცია.

155. თირკმლის მაკულა დენსას უჯრედი (Macula densa cell of kidney).

156. თირკმლის პერიპოლარული უჯრედი (Peripolar cell of kidney).

157. თირკმლის მეზანგიალური უჯრედი (Mesangial cell of kidney).


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



11) ბარიერული უჯრედები


საშარდე სისტემა

158. პარიეტალური ეპითელური უჯრედი (Parietal epithelial cell).

159. პოდოციტი (Podocyte).

160. პროქსიმალური მილის ფუნჯისებრი სასაზღვრო უჯრედი (Proximal tubule brush border cell).

161. ჰენლეს თხელი სეგმენტის უჯრედის მარყუჟი (Loop of Henlethin segment cell).

162. თირკმლის დისტალური მილაკოვანი უჯრედი (Kidney distal tubule cell).


თირკმლის შემგროვებელი სადინარის უჯრედი (Kidney collecting duct cell)

163. ძირითადი საკანი (Principal cell).

164. ინტერკალირებული უჯრედი (Intercalated cell).


165 გარდამავალი ეპითელიუმი - შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი (Transitional epithelium - lining urinary bladder).


რეპროდუქციული სისტემა

166. სადინრის უჯრედი (Duct cell) - სათესლე ბუშტუკი, პროსტატის ჯირკვალი და სხვ.

167. ეფერენტული სადინარების უჯრედი (Efferent ducts cell).

168. ეპიდიდიმის ძირითადი უჯრედი (Epididymal principal cell).

169. ეპიდიდიმური ბაზალური უჯრედი (Epididymal basal cell).


სისხლის მიმოქცევის სისტემა

170. ენდოთელური უჯრედები (Endothelial cells).


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



12) უჯრედგარე მატრიქსის უჯრედები


171. ყურის ვესტიბულური სისტემის ეპითელური უჯრედი (Planum semilunatum epithelial cell of vestibular system) - პროტეოგლიკანის სეკრეცია.

172. კორტის კბილთაშორისი ეპითელური უჯრედის ორგანო (Organ of Corti interdental epithelial cell) - თმის უჯრედების დაფარვის ტექტორიული მემბრანა.

173. ფხვიერი შემაერთებელი ქსოვილის ფიბრობლასტები (Loose connective tissue fibroblasts).

174. რქოვანას ფიბრობლასტები (Corneal fibroblasts) - რქოვანას კერატოციტები.

175. მყესის ფიბრობლასტები (Tendon fibroblasts).

176. ძვლის ტვინის რეტიკულური ქსოვილის ფიბრობლასტები (Bone marrow reticular tissue fibroblasts).

177. სხვა არაეპითელური ფიბრობლასტები (Other nonepithelial fibroblasts).

178. პერიციტი - იტოს უჯრედი / ღვიძლის ვარსკვლავისებრი უჯრედი (Pericyte - Hepatic stellate cell / Ito cell).

179. მალთაშუა დისკის ბირთვის პულპოსუსი (Nucleus pulposus cell of intervertebral disc).

180. ჰიალინის ხრტილის ქონდროციტი (Hyaline cartilage chondrocyte).

181. ბოჭკოვანი ხრტილოვანი ქონდროციტი (Fibrocartilage chondrocyte).

182. ელასტიური ხრტილის ქონდროციტი (Elastic cartilage chondrocyte).

183. ოსტეობლასტი / ოსტეოციტი (Osteoblast / Osteoclast).

184. ოსტეოპროგენიტორული უჯრედი (Osteoprogenitor cell) - ოსტეობლასტების ღეროვანი უჯრედი.

185. თვალის მინისებრი სხეულის ჰიალოციტი (Hyalocyte of vitreous body of eye).

186. ყურის პერილიმფური სივრცის ვარსკვლავისებრი უჯრედი (Stellate cell of perilymphatic space of ear).

187. პანკრეასის ვარსკვლავისებრი უჯრედი (Pancreatic stellate cell).


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



13) კონტრაქტული უჯრედები


ჩონჩხის კუნთების უჯრედები

188. ჩონჩხის კუნთოვანი წითელი უჯრედი (Red skeletal muscle cell).

189. ჩონჩხის კუნთოვანი თეთრი უჯრედი (White skeletal muscle cell).

190. ჩონჩხის კუნთოვანი შუალედური უჯრედი (Intermediate skeletal muscle cell).

191. კუნთოვანი ღეროს ბირთვული ჩანთა (Nuclear bag cell of muscle spindle).

192. კუნთოვანი ღეროს ბირთვული ჯაჭვის უჯრედი (Nuclear chain cell of muscle spindle).

193. მიოსატელიტური უჯრედი (Myosatellite cell) - ღეროვანი უჯრედი.


გულის კუნთის უჯრედები

194. გულის კუნთის უჯრედი (Cardiac muscle cell).

195. SA კვანძის უჯრედი (SA node cell) - გულის კუნთის უჯრედი.

196. პურკინიეს ბოჭკოვანი უჯრედი (Purkinje fiber cell) - გულის კუნთის უჯრედი.


197. გლუვი კუნთების სხვადასხვა ტიპის უჯრედები (Smooth muscles cells).

198. ირისის მიოეპითელური უჯრედი (Myoepithelial cell of iris).

199. ეგზოკრინული ჯირკვლების მიოეპითელური ჯირკვლები (Myoepithelial cell of exocrine glands).


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



14) სისხლის და იმუნური სისტემის უჯრედები


200. ერითროციტები, იგივე სისხლის წითელი უჯრედები (Erythrocyte) და წინამორბედი ერითრობლასტები (Precursor erythroblasts).

201. მეგაკარიოციტი (Megakaryocyte) - თრომბოციტების წინამორბედი.

202. თრომბოციტები (platelets).

203. მონოციტები (Monocytes) - სისხლის თეთრი უჯრედები.

204. შემაერთებელი ქსოვილის სხვადასხვა ტიპის მაკროფაგები (Connective tissue macrophage).

205. ეპიდერმული ლანგერჰანსის უჯრედი (Epidermal Langerhans cell).

206. ოსტეოკლასტი (Osteoclast) - ძვლებში.

207. დენდრიტული უჯრედი (Dendritic cell) - ლიმფოიდურ ქსოვილებში.

208. მიკროგლიური უჯრედი (Microglial cell) - ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

209. ნეიტროფილების გრანულოციტები და წინამორბედები: მიელობლასტი (Myeloblast), პრომიელოციტი (Promyelocyte), მიელოციტი (Myelocyte) და მეტამიელოციტი (Metamyelocyte).

210. ეოზინოფილური გრანულოციტი (Eosinophil granulocyte) და წინამორბედები.

211. ბაზოფილური გრანულოციტი (Basophil granulocyte) და წინამორბედები.

212. ანძისებრი უჯრედი (Mast cell).

213. დამხმარე T უჯრედი (Helper T cell).

214. მარეგულირებელი T უჯრედი (Regulatory T cell).

215. ციტოტოქსიური T უჯრედი (Cytotoxic T cell).

216. ბუნებრივი მკვლელი T უჯრედი (Natural killer T cell).

217. B უჯრედი (B cell).

218. პლაზმური უჯრედი (Plasma cell).

219. ბუნებრივი მკვლელი უჯრედი (Natural killer cell).

220. ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედები (Hematopoietic stem cell) და სისხლისა და იმუნური სისტემის სხვადასხვა ტიპის წინამორბედები.


ადამიანის უჯრედების ტიპების სრული სია



15) ჩანასახოვანი უჯრედები (არა პრიმორდიული)


221. ოოგონიუმი / კვერცხუჯრედი (Oogonium / Oocyte).

222. სპერმატიდი (Spermatid).

223. სპერმატოციტი (Spermatocyte).

224. სპერმატოგონიუმის უჯრედი (Spermatogonium cell) - ღეროვანი უჯრედი სპერმატოციტისთვის.

225. სპერმატოზოონი / სპერმატოზოიდი (Spermatozoon).



16) ძიძა უჯრედები


226. გრანულოზური უჯრედი (Granulosa cell) - საკვერცხეებში.

227. სერტოლის უჯრედი (Sertoli cell) - სათესლე ჯირკვალში.

228. ეპითელური რეტიკულური უჯრედი (Epithelial reticular cell) - თიმუსში.


17) ინტერსტიციული უჯრედები


229. თირკმლის ინტერსტიციული უჯრედები (Interstitial kidney cells).



წყარო: List of the distinct cell types in the adult human body - Wikipedia;


კრებულები:

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
101
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
101
  
2022, 17 სექტემბერი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1