x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
11 წლის გოგონა გაუპატიურების შედეგად მეორე ბავშვს აჩენს
image


ბრაზილიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ 11 წლის გოგონა, რომელმაც ადრე 10 წლის ასაკში გააუპატიურეს, რის შედეგადაც გააჩინა ბავშვი, ახლა უკვე მეორე შვილს ელოდება.



ორსულობა დადგინდა პარასკევს, როდესაც გოგონას ბავშვთა სახლში ყოფნის დროს გასინჯეს .რომელიც ტერეზინაში, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს.



ბავშვთა საქმეების სამსახურმა (Child Services)ეს ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და ბავშვთა და მოზარდთა დაცვის დეპარტამენტს (DPCA), რომლის გაუპატიურებისა და ორსულობის გამოძიებას წარუძღვება.



გოგონას მამამ პოლიციასა და ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მისმა ქალიშვილმა უარი თქვა მეორე შვილის მამის ვინაობის გამხელაზე, რის გამოც ამჟამად ოფიციალური ეჭვმიტანილი არ არსებობს.


უაღრესად პატივცემულმა ბრაზილიურმა საინფორმაციო გამოცემამ Globo-ომ დაადასტურა, რომ მამამ სურვილია მისმა არასრულწოლვანმა ქალიშვილმა ფეხმძიმობა ბოლომდ მიიყვანოს და ბავშვი გააჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის კანონმდებლობით გაუპატიურების შემთხვევაში აბორტი ლეგალურია.



საგანგაშო შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, როდესაც რამდენიმე თვის წინ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ - კონსერვატორმა კათოლიკემ - დაგმო კიდევ ერთი მსხვერპლის-11 წლის გაუპატიურებული გოგონას აბორტი, როგორც "მიუღებელი", რამაც გამოიწვია მღელვარება მთელ ქვეყანაში.

image


"მისი დაუცველობის გამო, სამეურვეო საბჭო განაგრძობდა მის მონიტორინგს, გასულ პარასკევს ბავშვთა სახლის აღმზრდელები დაეჭვდნენ, რომ ის შესაძლოა ორსულად ყოფილიყო. გამოკვლევებისთვის ის სემვისში, Evangelina Rosa სამშობიაროში გადაიყვანეს, სადაც ორსულობა დადასტურდა. ის სამი თვის ორსულია, ანუ დაორსულების დროს თავშესაფარში არ იყო, რადგან დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიყვანეს ბავშვთა თავშესაფარში. დაორსულების დროს ის მამის სახლში ცხოვრობდა“.-განაცხადა ბავშვთა უფლებადამცველმა ტალიტა დამალმა(ფოტოზე).



გოგონა, რომლის ორსულობა Child Services-მა პარასკევს აღმოაჩინა, პირველად დაორსულდა 2021 წლის იანვარში, გაუპატიურებაში ეჭვმიტანილად მისი ბიძაშვილი ითვლებოდა, რომელიც მოკლეს მალევე, რაც ამ დანაშაულის გახდა ცნობილი, თუმცა მისი მკვლელი დღემდე ვერ იპოვა პოლიციამ და მოტივი ოფიციალურად არაა დადგენილი.


11 წლის ბავშვის მშობლები განქორწინებულები არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ მათ ორივემ გადაწყვიტეს, რომ მათი შვილმა უნდა გააჩინოს, სამედიცინო და იურიდიული პროფესიონალების რჩევის საწინააღმდეგოდ.

1
550
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
550
  
2022, 13 სექტემბერი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1